საქართველო სამძიმარი საქართველოს მსოფლიოსგან, 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ 2019, 1 თებერვალი, 0:25 ღრმა მწუხარებით ვუერთდებით ქართველი ხალხის ტრაგედიას. თეატრალური საზოგადოების და მთელი სომეხი ხალხის სახელით გამოვხატავთ გულწრფელ თანაგრძნობას. გამხნევდით. ერევანი, სომხეთის თეატრის მოღვაწეთა კავშირის გამგეობა
მიიღეთ ჩვენი თანაგრძნობა თქვენი უდანაშაულო თანამემამულეების ტრაგიკულად დაღუპვის გამო. არად თქვენი ერთგული ეჩმიაძინელები
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს: თუ შეიძლება, გადაეცით თქვენს კოლეგებს და სტუმრებს, რომ ვიზიარებ ქართველი ხალხის მწუხარებას. ლუიჯი მეგაროტო, იტალია 23 აპრილს ვილნიუსში შედგა ჩვენთან, დატრიალებული ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი სანქცირებული სამგლოვიარო მსვლელობა, რომელშიც მონაწილეობას იღებდა 10 000 ზე მეტი კაცი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, ნოდარ ამაღლობელს: გიცხადებთ ღრმა თანაგრძნობას თბილისში მომხდარ ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით. ლუნდის უნივერსიტეტი შვეცია
მიიღეთ ჩვენი დიდი სამძიმარი თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო. მარად ვილოცებ დაღუპულთა სულებისათვის, მწამს საქართველოს უკეთესი მომავლის. ჰიროკო კაკო, იაპონიის ინტერნაციონალური სახლი ტოკიო
მძიმე გამოცდის დგეებში გიცხადებთ თანაგრძნობას, ვიზიარებთ თქვენს დიდ მწუხარებას, იმედს გამოთქვამთ, რომ გამხნევდებით. ბაქო ჟურნალ“ გიანჯელიკის" თანამშრომლები
განვიცდი ღრმამწუხარებას შშეძრულნი ვართ იმ დანაშაულებრივი აქციით, რომელიც მიაყენეს ქართველ ხალხს თქვენთან ერთად მოვითხოვთ მართლმსაჯკლებას ბალტიისპირეთის გაზაფხულის ფესტივალის მონაწილეები
შეძრწუნებული ვართ უკანასკნელი ამბებით, ღრმა მწუხარებამ მოგვიცვა. თანაგიგრძნობთ თქვენ და თქვენს ხალხს. ნოვიბისირსკი
113 2-ს მოსწონს
|