სხვა ამერიკაში კომუნიზმის აჩრდილი დაიარება 2019, 31 იანვარი, 7:29 ![]() ახალგაზრდა სოციალისტი აპირებს ადამიანებს უფასოდ უმკურნალოს, მისცეს უფასო განათლება და უფასოდ გადასცეს ბინები ყველა ამერიკელს სახელმწიფოს ხარჯზე, თუმცა არ აკონკრეტებს ამას ყველაფერს ვინ გადაიხდის.სოციალისტებს თავი მაღლა აქვთ აწეული და ემზადებიან შუალედური არჩევენებისთვის, რომელიც ნოემბრში გაიმართება.მოკლედ იმ ქვეყანაში გაცოცხლდა ლენინის იდეები, რომელიც ოდესღაც კაპიტალიზმის მყარი ბასტიონი იყო. ![]() "დღევანდელი ამოცანაა არა მარტო შრომის ნაყოფიერების გაზრდა, არამედ მოსახლეობისათვის საჭირო საქონლის წარმოების გაფართოვება, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, საბინაო მშენებლობის შემდგომი გაფართოება და მშრომელთა ჯანმრთელობის დაცვისადმი მიმართული ახალი ღონისძიებების გატარება. ნათელია, რომ ყველა ამ ამოცანის შესრულება ხელის ერთი დაკვრით -ყველაზე საუკეთესო გადაწყვეტილებების მიღების შემთხვევაშიც კი ვერ გადაწყდება. ეს მოითხოვს მთლიანად პარტიის და ხალხის მუდმივ ძალისხმევას ", - განაცხადა სსრკ ცენტრალური კომიტეტის გენერალურმა მდივანმა, სსრკ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარემ ლეონიდ ბრეჟნევმა მსოფლიო პროლეტარიატის ლიდერის, ვლადიმერ ილიას ძე ლენინის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით. თუმცა, ძნელია რითიმე განასხვავო ახალგაზრდა ამერიკელი პოლიტიკური ვარსკვლავის და ბრეჟნევის 1970 წელის განცხადება ერთმანეთისგან. " მჯერა, რომ ყველა ამერიკელი იმსახურებს სტაბილურ და ღირსეულ საცხოვრებელ პირობებს, რომ მათ აქვს ჯანმრთელობის დაცვის და განათლების უფლება - თანამედროვე ცხოვრების ამ ძირითადი საჭიროებებით უნდა იყოს გარანტირებული ღირსეული საზოგადოება". ![]() ასე, რომ, მალე ერთი "წითელი ვარსკვლავი" აშშ-ს კონგრესში იბრწყინებს. ამერიკელი პოლიტიკოსი და განმანათლებელი ალექსანდრია ოკასიო-კორტესი დაიბადა 1989 წელს- 2019 წლის 3 იანვრიდან არის აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის წევრი ნიუ-იორკის შტატის მე-14 საარჩევნო ოლქიდან. ოკასიო-კორტესი ყველაზე ახალგაზრდა ქალი გახდა, რომელიც აშშ-ს კონგრესის წევრად აირჩიეს. ოკასიო კორტესი არის დემოკრატიული პარტიის წევრი, იდენტიფიცირებული, როგორც დემოკრატიული სოციალიზმის წამომადგენელი(სოციალიზმის სახეობა, რომელიც ხაზს უსვამს დემოკრატიულობას, არ აგერიოთ "სოციალ-დემოკრატებში) ![]() პირველი -უკლებლივ ყველა მოქალაქის სამედიცინო დაზღვევა. მეორე, ქვეყანაში უმაღლესი განათლება ყველასთვის უფასო უნდა გახდეს. მესამე, ცხოვრების საარსებო მინიმუმი უნდა გაიზარდოს. მეოთხე, იმიგრაციის საკითხის გადაჭრა. მეხუთე- ალექსანდრია მხარს უჭერს ლგბტ თემს და და იცავს მათ წარმომადგენლების უფლებებს. ![]() 91 6-ს მოსწონს
|