x
image
Teklamaisuraze
კითხვა ქალაქში, ვინ დააარსა თბილისი? პასუხი _ მე აქაური არ ვარ. ის რაც ყველამ უნდა იცოდეს თბილისზე

თბილისი

საქართველოს დედაქალაქი თბილისი. თბილისის დაარსება ვახტანგ გორგასლის სახელს უკავშირდება.

ქალაქი მდინარე მტკვრის ორივე ნაპირზე, თბილისის ქვაბულშია გაშენებული. თბილისის ტერიტორიაზე მტკვარს ერთვის მდ. ვერე.

თბილისში მდებარეობს 4: ლისის, კუს, გლდანის დიდი და პატარა ტბები, ასევე, წყალსაცავი, რომელსაც მოსახლეობა თბილისის ზღვასაც უწოდებს. ქალაქი პროპორციულად რომ განვითარებულიყო, ხელისუფლებამ მთაწმინდის პლატოზე ახალი საცხოვრებელი უბნის გაშენება გადაწყვიტა. იმისათვის, რომ ახალი უბანი ქალაქისთვის დაეკავშირებინათ, ფუნიკულიორი ანუ საბაგირო რკინიგზა გაიყვანეს.

image
image

თბილისი - ევროპიდან აზიისაკენ, სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ გამავალ გზაზე მდებარეობს. ამიტომ აქ ოდითგანვე სხვადასხვა ხალხი ხშირად იყრიდა თავს. ზოგი დროებით, ზოგიც სამუდამოდ სახლდებოდა. ასე რომ, დედაქალაქში ქართველებთან ერთად ცხოვრობდნენ და საქმიანობდნენ სომხები და სპარსელები; ბერძნები და რუსები; გერმანელები და პოლონელები; ოსები და იეზიდები; ებრაელები და თურქები; ასირიელები და ლეკები.

image

თბილისში XIX სს-ში რუსეთის ხელისუფლების ნებართვით გერმანელების საკმაოდ დიდი ჯგუფი დასახლდა. ისინი გერმანიიდან რელიგიური მოსაზრების გამო წავიდნენ და საქართველოს შეაფარეს თავი, სადაც მნიშვნელოვანი სიახლეები ჩამოიტანეს. აქ არის გერმანელი არქიტექტორის პროექტით აშენებული სასახლე.

image

დაწვრილებით აღარ მოვყვები, თუ რამდენი ღირსშესანიშნაობის ჩამოთვლა შეიძლება. მაგრამ გვერდს ვერ აუვლი ძველ თბილისს და მის სილამაზეს, თავისი ტრანსპორტით და კინტოებით. ძველი თბილისისთვის არც აქლემები ყოფილა უცხო. დადიოდნენ ფაეტონები, რომლითაც მხოლოდ პრივილეგირებული ფენის წარმომადგენელი ქალბატონები გადაადგილდებოდნენ. მტკვრის ერთი სანაპიროდან მეორეზე ხიდებითა და ბორნებით გადაადგილდებოდნენ. მოგვიანებით, 1883 წელს გაჩნდა კონკა., რომელიც ტრამვაიმ ჩაანაცვლა.

image

ქალაქური ცხოვრების კოლორიტს ქმნიდნენ ყარაჩოღელები და კინტოები.

image

შეძლებული ფენა თანდათან გადადიოდა ევროპული სტილის ცხოვრებაზე. ამ ფენის წარმომადგენლები თავიანთ შვილებს პანსიონატებსა და გიმნაზიებში აგზავნიდნენ; უცხო ენებს და მუსიკას ასწავლიდნენ; მაღალ წრეში ეწყობოდა ლიტერატურული საღამოები. 1851 წელს თბილისში ჩამოსული ლევ ტოლსტოი წერს: “ თბილისი ძლიერ განათლებული ქალაქიაო. "

ალექსანდრე დიუმა კი თბილისს პატარა პარიზად მოიხსენიებდა.

თბილისი განთქმულია თავისი აბანოებითა და მექისეებით. დუქნებით, ბაღებით, სკვერებითა და სალაყბოებით.

image

0
145
შეფასება არ არის
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
145
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0