x
image
Teklamaisuraze
ედუარდ შევარდნაძის მემუარებიდან. შეგიძლიათ თავისუფლად განმსაჯოთ შეუბრალებლად უკომპრომისოდ, თუმცა ჩემზე მკაცრად მაინც ვერავინ განმსჯის

შთაბეჭდილება რჩება ამ წიგნის დასაწყისშივე თითქოს საქართველოს მეორე პრეზიდენტი, ედუარდ შევარდნაძე მთელს ერს ბოდიშობს და სურს აუხსნას თუ რამე არ მოსწონდათ მისი გადაწყვეტილებებიდან, რატომ გადადგა ასეთი ნაბიჯი . და თუ როგორ უყვარს საქართველო და თავისი ხალხი. რომ დამოუკიდებლობის ფასი არაფერია


image


“ მინდოდა ობიექტური ვყოფილიყავი დროისა და საკუთარი თავის მიმართ. ჩემი ცხოვრება, ყოველ შემთხვევაში, ის რაც თქვენი ყურადღების ღირსად მივიჩნიე, აქ არის: შეგიძლიათ თავისუფლად განმსაჯოთ შეუბრალებლად უკომპრომისოდ, თუმცა ჩემზე მკაცრად მაინც ვერავინ განმსჯის. ვიცი მქონდა შეცდომები, ვიცი ზოგთან არ ვიყავი მართალი. ვიცი ბევრსაც გული ვატკინე. და თუ შეძლებენ მომიტევონ. "


ედუარდ შევარდნაძე

საბოლოო გადადგომა_ ნოემბერი 2003

ბატონო პრეზიდენტ ახლა სად მიდიხართ? _ სახლში

image

“ გადადექი" _ ეს სიტყვა ტვინის რომელიღაც უჯრედში ჩამიჯდა და სულ თავში მიტრიალებდა. ვფიქრობდი ბოლოს და ბოლოს საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრობიდან თავად გადადექი, არ მოვროდებივარ სახიფათო შედეგებს, არც არანაკლებ მწვავე სიტუაციაში ხალხთან მისვლას და მოლაპარაკებას. მაგრამ ეს რაღაც სხვა იყო... ისეთი მძიმე შთაბეჭდილება როგორიც ამ“ გადადექით" მოახდინა, მანამდე არასოდეს მქონია.

ედუარდ შევარდნაძე

23 ნოემბერს, გვიან საღამოს, ჩემთან კრწანისის სამთავრობო რეზიდენციაში მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ჟვანია მოვიდნენ. რაზიდენციას დაახლოებით ათასამდე მომიტინგეც მოადგა. მიშამ და ზურამ ჩემი გადადგომის შესახებ დაიწყეს საუბარი, თუმცა არც ისე მტკიცედ და კატეგორიულად. ჩემი პასუხი იყო უბრალო“ ბიჭებო ტყუილად ნუ ნერვიულობთ, გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება ეკვე მივიღე, და მის შეცვლას არ ვაპირებ . უმჯობესია ახლა ხვალინდელ დღეზე იფიქროთ ქვეყნის მართვა მთელი ხელოვნებაა, და არ მინდა რამე მარცხი განიცადოს, თუ რამეში გამოგადგებათ ჩემი კონსულტაცია მზად ვიქნები. " რა თქმა უნდაო, მიპასუხა ორივემ.

ედუარდ შევარდნაძე

გადადგომიდან რამდენიმე ხნის შემდეგ, მივიღე წერილი. ამერიკის პრეზიდენტის უმცროსი ჯორჯ ბუშისაგან.

დეკემბერი

2003.მის აღმატებულესობას, საქართველოს პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძეს. ბატონო პრეზიდენტო დიდ მადლობას მოგახსენებთ თავისუფლების დამკვიდრებაში თქვენ მიერ გაწეული უდიდესი ღვაწლისათვის. თქვენი ხელმძღვანელობით შესაძლებელი გახდა ცივი ომის დამთავრება. ყოფილ საქჭოთა სივრცეში თავისუფლების დამკვიდრება, სამოქალაქო ომის წყვდიადიდან საქართველოს გამოყვანა და ქვეყანაში დემოკრატიისა და საბაზრო ეკონომიკის დაფუძნება, აშშ თან მტკიცე მეგობრობის ჩამოყალიბება. მინდა მადლობა მოგახსენოთ, როგორც ერაყის საკითხში მხარდაჭერისათვის, ისე პანკისში განხორციელებული კონტრტერორისტული ოპერაციისთვის.

თქვენი ღირსეული გადადგომა 23 ნოემბერს და მზადყოფნა გაუზიაროთ თქვენი სიბრძნე და გამოცდილება საქართველოს ხელმძღვანელობის ახალ თაობას., რომლებიც თქვენი აღზრდილები არიან. თქვენ კიდევ ერთ დიდ მიღწევად ჩაითვლება თქვენი გადაწყვეტილება გადადგომის თაობაზე. თბილისის ქუჩებში ძალის გამოყენების ნაცვლად თქვენი შესანიშნავი კარიერის ღირსეული დაგვირგვინებაა. მჯერა რომ თქვენ , ისევე როგორც აშშ, ძალისხმევას არ დაიშურებთ საქართველოს დამოუკიდებლობის, დემოკრატიის განმტკიცებას და ქვეყნის განვითარებისთვის.

პატივისცემით ჯორჯ უ. ბუში.

image

image

მოვიდა დრო, როცა შემიძლია სიმართლე ვუთხრა ხალხებს. პირველ რიგში ქართველებსა და რუსებს. მისი თქმა “ მჯერა" ახლა“ იმუშავებს", დროულიცაა და საჭიროც. მაშინ კი“ ახალი უსიამოვნებების" თუ გნებავთ ახალი“ მსხვერპლის საფუძველიც გახდებოდა."

1
673
2-ს მოსწონს
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
673
  
2019, 31 იანვარი, 22:16
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1