საზოგადოება კაცმა, რომელიც საუკეთესო ადამიანი ეგონათ, 8 გეი სასტიკად მოკლა 2019, 30 იანვარი, 19:04
როგორც ნიუ-იორკ პოსტი წერს, მაკარტური ეცნობოდა თავის მსხვერპლს გაცნობის საიტით. მკვლელი თავის თავს წარადგენდა, როგორც აქტიუ ჰომოსექსუალი დომინანტს, რომელიც ეძებდა პარტნიორს. შეხვედრის დროს მაკარტური თავის ახალ ნაცნობებს იტაცებდა. მის სახლში პოლიციამ აღმოაჩინა წებოვანი ლენტები( სკოტჩი), შპრიცები, ხელთათმანები და სხვადასხვა ხელსაწყოები. ასეთ ვითარებაში დაიკარგა რვა საშუალო ასაკის მამაკაცი ( სინამდვილეში აწამა და მოკლა). სამართალდამცველებმა მაკაურტური სახლში იპოვეს და წაიყვანეს. მისი დაპატიმრების დროს პოტენციური მეცხრე მსხვერპლი საძინებელში იყო დაბმული საწოლზე.
მანიაკი მუშაობდა მებაღედ და ლანდშაფტის დიზაინერად. ორი კვირიანი ძებნის შედეგადად აღმოჩნდა, რომ მკვლელი თავისი მსხვერპლის ნაშთებს მცენარეების დიდ ქოთნებში მალავდა. ქოთნებში იპოვეს ძვლებისა და კბილების მცირე ფრაგმენტები. პირველად კრიმინალი 2002 წელს დააკავეს გეი-მეძავის შეურაცხყოფისათვის. მაკარტური მაშინ აღრიცხვაზე დააყენეს. 49 წლის ენდრიუ კინსმენის და 44 წლის სელიმა ესენას გაუჩინარების შემდეგ, 2017 წლის ზაფხულში პოლიციამ მასზე 24 საათიანი მეთვალყურეობა დააწესა. აღსანიშნავია, მაკარტური თავის დროზე დაქორწინდა და ორი შვილიც კი ჰყავდა. თუმცა, 1988 წელს, კაცმა გააცნობიერა რა თავისი ნამდვილი ორიენტაცია, განქორწინდა მეუღლესთან. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფსიქოპატი მეზობლებს მხიარული და კეთილი კომპანიონი ეგონათ. შობის დროს მან შთამბეჭდავი მხიარული სანტა კლაუსის როლიც კი განასახიერა სავაჭრო ცენტრებში. მანიაკს 25 წლიანი თავისუფლების აღკვეთა ემუქრება ვადამდე გათავისუფლების უფლების გარეშე. 498 2-ს მოსწონს 1-ს არა
|