პროფილაქტიკა თქვენს ორგანიზმში ჰორმონალური ცლილებები იწყება . 10 უჩვეულო ნიშანი 2019, 29 იანვარი, 11:02 აღმოაჩინეთ პრობლემა!
ჰორმონალური ცვლილებები ორგანიზმში მუდმივად მიმდინარეობს, მაგრამ თავად ორგანიზმი ახდენს ფუნქციების გაწონასწორებას. ჰორმონების ნაკლებობა ხშირად მრავალ რთულ პრობლემამდე მიდის.
თუ სწორად შეძლებთ ორგანიზმის მიერ გადმოცემული სიგნალების ამოცნობას, მაშინ ადრეულ სტადიებზეა შესაძლებელი ჰორმონალური პრობლემის დაძლევა, წერს пишет Lessons Learned In Life.
და აი, ორგანიზმის ყველაზე მთავარი 10 უჩვეულო ნიშანი.1. მადის ცვლილება.
თუ თქვენ ხშირად გინდათ მარილიანი ან ტკბილი - ეს შესაძლოა ჰორმონალური დისბალანსის მიმანიშნებელი იყოს. კერძოდ, გრელინის ჰორმონის. ის ასტიმულირებს მადას, ზრდის საკვების მოთხოვნილებას და ხელს უწყობს ცხიმების დაგროვებას. 2. თქვენ ხშირადცვალებადი ხასიათი გაგიხდათ.ხასიათის ხშირი ცვალებადობა როგორც წესი, დაკავშირებულია მენსტრუალურ ციკლთან და ამის ძირითად მიზეზს წარმოადგენს ესტროგენის დისბალანსი.ესტროგენს და პროგესტერონს, რომელიც მენსტრუაციის დროს გამოიყოფა, სეროტონინის დონეზე შეუძლიათ მოახდინონ გავლენა. ის კი არეგულრებს განწყობას და მადას. ეს ასევე შეიძლება იყოს ფარისებრი ჯიკვლის ჰორმონების პრობლემის ნიშანი. 3. პრობლემური კანი.
იზრდება ცხიმოვანი უჯრედების მუშაობა, რაზეც გავლენას ახდენს ჰორმონი ანდროგენი. ეს - მამრობითი სქესის ჰორმონია, რომელიც აქვთ როგორც მამაკაცებს, ასევე ქალებს. 4. დაბალი ლიბიდოარსებობს ოთხი ძირითადი ჰორმონი, რომლებიც, თუ დაბალანსებული არ არის, შეუძლიათ მიზეზი გახდნენ სქესობრივი ლტოლვის შესუსტებისა: ესტროგენი, კორტიზონი, (სტრესის ჰორმონი), ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონი და ტესტოსტერონი.
5. არ შეგიძლიათ კონცენტრირებათუ არ შეგიძლიათ კონცენტრირება ან მობილიზება, ან განიცდით შაკიკის ტიპის თავის ტკივილს, ეს დაკავშირებული შეიძლება იყოს ორგანიზმში ესტროგენის დაბალ დონეზე. 6. პრობლემები გაქვთ საჭმლის მონელებასთან.იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობაზე მრავალი ჰორმონი ახდენს გავლენას, ნებისმიერ დისბალანსს შეუძლია გამოიწვიოს შეკრულობა, მუცლის შებერილობა, ძლიერი სპაზმები ან ტკივილი. საჭმლის მონელების პრობლემების გამომწვევი ყველაზე გავრცელებული ჰორმონი მეტნაკლებად, არის ესტროგენი. 7. აგრძელეთ წონაში მატებას.თუ სწრაფად იმატებთ წონაში, ეს შესაძლებელია ორგანიზმში არსებული ჰორმონალური დისბალანსის შედეგი იყოს.
ინსულინს, ესტროგენს და ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებს ფაქტიურად შეუძლიათ მიგვანიშნონ ისეთ დაავავდებებზე, როგორიცაა დიაბეტი, ჩიყვი და საკვერცხეების პოლიკისტოზი. 8. არარეგულარული თვიური.ეს შესაძლებელია შედეგი იყოს იმისა, რომ რეპროდუქტიული ჰორმონები ესტროგენი და პროგესტერონი არ ფუნქციონირებენ სათანადოდ. 9. ჭარბთმიანობა.ჰორმონალური დისბალანსის გამო თმები იზრდება იმ ადგილებში, სადაც არ უნდა იზრდებოდეს. ეს გამოწვეულია ესტროგენის დაბალი დონით და მამრობითი სქესის ჰორმონების მაღალი დონით. 10. ცუდი ძილი.უძილობა გამოწვეულია არასაკმარისი ესტროგენის და პროგესტერონის გამო. როდესაც თქვენი საკვერცხეები გამოიმუშავებენ პროგესტერონს, ეს ეხმარება ძილის დროს მენსტრუალური ციკლის რეგულირებას. ჰორმონალური დისბალანსის ყველაზე ხშირ მიზეზს წარმოადგენს სტრესი, ცხოვრების ცუდი პირობები, მავნე ჩვევები. ეს ყველაფერი ძალიან ფიტავს თქვენს ირგანიზმს, არ აძლევს მას ნორმალურად აღდგენის საშუალებას.
თუ თქვენში აღმოაჩინეთ ეს სიმპტომები, გირჩევთ, მიმართოთ ექიმს და ასევე ეცადოთ, დაალაგოთ თქვენი ცხოვრების წესი. დაიმატეთ აქტიურობა და იკვებეთ უფრო სწორად. დაამყარეთ ბალანსი მუშაობასა და დასვენებას შორის. ამ ნიშნებიდან, რამდენი გაქვთ თქვენ? იხილეთ ასევე:
184 8-ს მოსწონს
|