x
როგორ იკვეთება ვენესუელაში ამერიკის, რუსეთისა და საქართველოს ინტერესები?

image

რა მოხდება ვენესუელაში? - შეიძლება ითქვას, რომ ეს არის დღეს მსოფლიო პოლიტიკის მთავარი კითხვა. საკითხი საინტერესოა საქართველოსთვისაც, ვინაიდან ახალ ხელისუფლებაზე იქნება დამოკიდებული გაიწვევს თუ არა ვენესუელა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებას. მართალია ამ თემაზე ხუან გუაიდოსგან, დროებითი პრეზიდენტისგან რაიმე განცხადების გაკეთება ჯერ ძალიან ადრეა, თუმცა მაინც რჩება ოპტიმისტური მოლოდინები, რომ საბოლოოდ ეს გადაწყვეტილება გაუქმდება.

ამის თქმის საფუძველს კი გვაძლევს ვენესუელის გაერთიანებული ოპოზიციის ახალგაზრდული ფრთის ერთ-ერთი ლიდერის, ჰერმან დიასის ინტერვიუ,
რომელიც მან გასული წლის 29 მარტს საზოგადოებრივ მაუწყებელს მისცა:

"ახალმა მთავრობამ ბევრი რამ უნდა შეცვალოს, ბევრი მახინჯი კანონი, რომელსაც მემკვიდრეობით მიიღებს ულტრა-მემარცხენე მთავრობისგან. მათ შორის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება. დარწმუნებული ვარ, რომ ეს აღიარება გაუქმდება".

მოგეხსენებათ, საქართველომ ხუან გუაიდო დროებით პრეზიდენტად ერთ-ერთმა პირველმა აღიარა. ამის თაობაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სოციალურ ქსელ "ტვიტერში" დაწერა.
ვენესუელაში მოვლენების განვითარებას კიდევ უფრო არსებითი მნიშვნელობა აქვს რუსეთისა და ამერიკისთვის, ასევე იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ამ ორი ქვეყნის სატელიტებად და მოკავშირეებად მიიჩნევიან.

უკვე ცნობილი ხდება, რომ ვენესუელის პარლამენტის თავმჯდომარეს და ოპოზიციის ლიდერს ხუან გუაიდოს, მანამ, ვიდრე თავს დროებით პრეზიდენტად გამოაცხადებდა, შეხვედრები ჰქონდა ამერიკისა და მეზობელი ქვეყნების მთავრობის წარმომადგენლებთან. ის, რომ გუაიდოს ახლო კავშირები აქვს ამერიკის მთავრობის უმაღლეს ეშელონებთან, ეს ისედაც ჩანდა შეუიარაღებელი თვალით - იმდენად მალე მოხდა მისი აღიარება ამერიკისა და მეზობელი ქვეყნების მხრიდან, რომ სხვა ვარიანტის არსებობა ძნელად წარმოსადგენია.

ორი გავლენიანი ამერიკული გამოცემა უკვე წერს ამის შესახებ. წაიკითხეთ ვრცლად
0
60
1-ს მოსწონს
ავტორი:იოანე შაიშმელაშვილი
იოანე შაიშმელაშვილი
60
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0