x
image
Teklamaisuraze
დრო. რატომ არსებობს დღე და ღამე. დროის მსვლელობა
რატომ არსებობს დღე და ღამე

მზის სინათლე დედამიწაზე დღესა და ღამეს წარმოშობს. დედამიწა ბრუნავს თავისი ღერძის გარშემო 1690 კმ/სთ სიჩქარით. ერთ შემობრუნებას ის 24 საათს ანდომებს.

დედამიწის იმ მხარეს, რომელსაც მზის სხივები ვერ სწვდება, ღამეა. დედიმიწის მზისკენ მიქცეული მხარე კი დღეა.

image


სად ქრება ვარსკვლავები?

ვარსკვლავები დღისითაც ცაზეა, მაგრამ მათ ვერ ვხედავთ, რადგან მზის სინათლე ბევრად ფრო კაშკაშა და მათ სინათლეს ახშობს.

რატომ ჩადის მზე?

იმის გამო რომ დედამიწა მზის გარშემო ბრუნავს, გვეჩვენება თითქოს მზე აღმოსავლეთიდან ამოდის და დასავლეთიდან ჩადის.

მე და ჩემი ჩრდილი

სინათლე ყიველთვის სწორ ხაზზე ვრცელდება. ამიტომაც ყველა იმ საგნის უკან, რომელიც შუქს ეღობება, მუქი ჩრდილი ჩანს.

image



შუადღისით მზე ზედ თავზე დაგვნათის., ამიტომაც ჩრდილები ძალზე მოკლეა.

ადრიან დილას და საღამოს მზე დაბლაა ცაზე და ჩრდილები გრძელია.

დროის გაზომვის ხერხები

უძველეს დროში მონადირეები ყოველ ღამით დაძინებისას ქვაზე ან ხეზე ნიშანს დებენ, რომ გამოეთვალათ, თუ რამდენი ხნის წასულები იყვნენ შინიდან.

რაინდები ორთაბრძოლის დროს ქვიშის საათს იყენებდნენ. ორთაბრძოლა წყდებოდა, როცა ქვიშის ბოლო მარცვალიჩავარდებოდა.

წინათ მზის საათსაც იყენებდნენ, დღის განმავლობაში ღერძის ჩრდილი მიმართულებას იცვლის. ღერძს გარშემო უვლის და ამგვარად აღნიშნავს დროის ცვლილებას.

საათის გაუმჯობესება

ეგვიპტელებმა დღე და ღამე საათებად დაყვეს. ისინი ჯოხის ჩრდილს სპეციალური დანაყოფებით ზომავდნენ.რადგან ადამიანები დროს სხვადასხვანაირად ითვლიდნენ ძნელი იყო შეთანხმება. საჭირო გახდა სტანდარტულისაზომის შემოღება.


image

დროის მსვლელობა

დღედაღამის ყოველ შუთს სადღაც მზე ამოდის ან ჩადის. შუა დღეა ან შუაღამე. დედამიწა დაყოფილია 24 დროის სარტყლად. გრძედს გაყოლებული სარტყლები რუკაზე აღნიშნავს დროის დროის სარტყლებს. ხოლო ამ ხაზებს შორის მანძილი გვიჩვენებს, თუ ბრუნის რა ნაწილს ასრულებს დედამიწა ერთ საათში

0
271
შეფასება არ არის
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
271
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0