კინო ადამიანები, რომლებიც ფილმებზე ტირიან, სინამდვილეში ყველაზე ძლიერები არიან 2019, 29 იანვარი, 13:51
მთელი ცხოვრების განმავლობაში გვეუბნებოდნენ, რომ მოვრიდებოდით გრძნობების თავისუფლად გამოხატვას და რომ ტირილი სისუსტის ნიშანი იყო. თუმცა, ტირილი ჩვენი სხეულის ბუნებრივი პასუხია ძლიერ ტკივილზე, მოწყენილობასა და სიხარულზე.
დროთა განმავლობაში ვისწავლეთ ცრემლების გადაყლაპვა და საკუთარი თავის უფრო შესაფერისი გზით გამოხატვა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ზოგი ადამიანი მაინც ვერ ახერხებს კინოში ან თეატრში გარკვეულ სცენებზე ცრემლების შეკავებას. ხშირად საზოგადოება მათ ემოციურად სუსტებად მიიჩნევს.
თუმცა, ამ სტატიაში ეს სტერეოტიპი უნდა დავამსხვრიოთ, რადგან, როგორც აღმოჩნდა, ეს ადამიანები იმაზე ძლიერები არიან, ვიდრე წარმოგვედგინა. სახელდობრ, ისინი ძალიან მგრძნობიარეები, გულისხმიერები არიან და შეუძლიათ, საკუთარი თავი სხვა ადამიანთან გააიგივონ, გაიგონ და გაიაზრონ სხვისი გრძნობები, მოტივები. გულისხმიერება/თანაგრძნობა ემოციური ინტელექტის მნიშვნელოვანი ასპექტია. ეს თვისება დიდებულ ლიდერებსა და წარმატებულ ადამიანებს ახასიათებთ. ისინი მენტალურად ძლიერები არიან და იციან, როგორ მიუდგნენ სხვას, როგორ გაუზიარონ საკუთარი ტკივილი, დარდი თუ ბედნიერება. გარდა ამისა, ისინი უფრო გულუხვები და კონტაქტურები არიან. როცა თავს პერსონაჟის ადგილას ვაყენებთ და განსხვავებულ რეალობას აღვიქვამთ, საკუთარ თავს ვავითარებთ, ვხდებით უფრო გონებაგახსნილები და უკეთ გვესმის ინდივიდების, მეტად თანავუგრძნობთ მათ. გახსოვდეთ როჯერ ელბერტსის სიტყვები: "ჩვენ სივრცისა და დროის ყუთში ვცხოვრობთ. ფილმები ფანჯრებია ამ ყუთის კედლებში. ისინი საშუალებას გვაძლევს, დავინახოთ სხვა ადამიანები. მარტო იმას არ ვგულისხმობ, რომ თავი გავაიგივოთ მათთან, არამედ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დავინახოთ სამყარო სხვა ადამიანების თვალით". ასე რომ, მომავალში, როცა ფილმის დროს ტირილი მოგინდებათ ან სხვას დაინახავთ ამ მდგომარეობაში, გაიხსენეთ ეს სტატია და ნურავის განსჯით. გარდა ამისა, თუ ემოციები მოგაწვებათ, ნუ ეცდებით მათ დამალვას, თავისუფლად გამოხატეთ გრძნობები ცრემლებით თუ ცრემლების გარეშე. ასევე დაგაინტერესებთ:1. რეალური სიყვარულის ისტორიებზე გადაღებული 10 ფილმი 2. 22 საინტერესო დეტალი ფილმებიდან, რომელიც მაყურებელს შეუმჩნეველი დარჩა 3. როგორები იქნებოდნენ ცნობილი ფილმების გმირები, მთავარი დამახასიათებელი ნიშნები რომ დაეკარგათ 271 5-ს მოსწონს
|