სხვა პოლიციის ძაღლი ისე კარგად ცნობს კონტრაბანდულ თამბაქოს,რომ კონტრაბანდისტებმა მისი მოკვლისთვის ჯილდო-25 000 ფუნტი სტერლინგი დააწესეს 2019, 26 იანვარი, 19:40 ![]() ეს არცაა გასაკვირი, სპრინგერ-სპანიელმა სახელად სკამპმა 5 წლის განმავლობაში აღმოაჩინა 6 მილიონი ფუნტი სტერლინგის ღირებულების კონტრაბანდული სიგარეტი. დამნაშავეებმა ძაღლის თავზე ჯილდო დააწესეს რიგი სასამართლო პროცესების შემდეგ, რომელიც გაიმართა ბირბინგემში, სასეკში, ნიუკასლში და სხვა ქალაქებში. BWY Canine Ltd -სამსახურის უფროსის სტიუარტ ფილიპსის(Stuart Phillips) განცხადებით, სკამპი დიდ საფრთხეს წარმოადგენს დამნაშავეებისთვის, რომელთა მიზანია ქვეყანაში შემოიტანონ კონტრაბანდული სიგარეტი, შარშან დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ რეგიონში იძულებულები ვიყავით შეგვეწყვიტა თამბაქოს ამოღების ოპერაციები, რადგან ძაღლის თავზე ჯილდო დააწესეს. "იყო მუქარები ჩემს მიმართაც, ჩამიმსხვრიეს საქარე მინები და დამიზიანეს საბურავები"-აღნიშნა ფილიპსმა. ძაღლი დღეში საშუალოდ 5-6 მაღაზიას ჩხრეკს, თითო მაღაზიის დაახლოებით 25 წუთი ანდომებს, როგორც ფილიპსი აცხადებს, სკამპს ფულის ბანკნოტების პოვნაც შეუძლია, ერთხელ ძაღლმა იპოვა სამალავი, სადაც 60 000 ევრო ოყო დამალული. ![]() ![]() 56 4-ს მოსწონს
|