შიდა ქართლი ოკუპანტებმა ხურვალეთში ერთ-ერთი ადგილობრივის ბაღის ნაწილი მიიტაცეს 2019, 26 იანვარი, 17:04 მცოცავი ოკუპაცია გრძელდება. მცირე ხნით შესვენების შემდეგ ე.წ რუსმა მესააზღვრეებმა სოფელ ხურვალეთში მავთულხლართების გაბმა განაგრძეს. ინფორმაციას ამის შესახებ "რუსთავი2" ავრცელებს.
![]() ამჯერად მცოცავი ანექსია ერთ-ერთი ადგილობრივის ბაღის ნაწილს შეეხო.
ოკუპანტებმა საოკუპაციო ზოლში მავთულხლართების გაბმა დღეს განაახლეს.
ფაქტის შესახებ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან კომენტარი ჯერჯერობით არ გაკეთებულა. განცხადება არც სახელმწიფი უსაფრთხოების სამსახურს გაუვრცელებია.
29 1-ს მოსწონს
|