შიდა ქართლი "ღორის დაკვლაზე არ დაპატიჟა და მეზობელმა ცხვირი გაუტეხა", - რა მოხდა გორის მუნიციპალიტეტში 2019, 25 იანვარი, 14:25 რა შეიძლება გახდეს სოფელში მეზობლებს შორის დაპირისპირების მიზეზი? ბევრი რამ, მაგრამ ღორის დაკვლაში არ დაპატიჟების გამო მეზობლის ცემა, ახალი "ტრენდია". ეს ამბავი გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. თანასოფლელები მეზობელთან ღორის დაკვლაზე იყვნენ შეკრებილნი, როდესაც ერთ-ერთი ადგილობრივი ეზოში განაწყენებული შევარდა და ღორის პატრონს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, უფრო ზუსტად ცხვირი გაუტეხა.
|
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი |