x
image
ნათია ჩხობაძე
Mediator image
10 შეცდომა დახმარების გაწევისას-აი, როგორ უნდა მოიქცეთ სინამდვილეში
პირველადი დახმარების გაწევა ყველამ უნდა ვიცოდეთ. ამ ცოდნაზე ადამიანების სიცოცხლე იქნება დამოკიდებული.თუ არ გეცოდინებათ ან არასწორად გააკეთებთ რაიმეს შესაძლოა სხვას ზიანიც კი მიაყენოთ.

წარმოგიდგენთ ტიპიურ შეცდომებს, რომლებსაც უამრავი თქვენთაგანი უშვებს.


1. სხეულის გადაციების დროსimageმთავარი შეცდომა: თოვლით გახურება, კარაქის, ან ვაზელინის გამოყენება გაზრდის კანის ტემპერატურას.

პირველ რიგში, დაშავებული ადამიანი გადაიყვანეთ მშრალ, თბილ ადგილას. გაყინული სხეული გაახვიეთ თბილ საბანში. შემდეგ აუცილებელია მშრალი ტანსაცმელი ჩააცვათ. მიეცით მას ცხელი, ტკბილი სასმელი და ცხელი კერძი.


მთავარია! არ შეიძლება ალკოჰოლის შემცველი სასმელის მიცემა, რადგან სპირტიანი იწვევს სისხლძარღვების გაფართოებას და უფრო მეტად სხეულის გადაციებას.


პირველ რიგში, როგორ გავიგოთ არის თუ არა ადამიანი ცოცხალი

image

  • დარწმუნდით, რომ თავადაც უსაფრთხოდ ხართ
  • შეამოწმეთ აქვს, თუ არა დაზარალებულს პულსი, სუნთქვას თუ არა ან რეაგირებს თუ არა სინათლეზე.(ისინი უნდა იყოს დაწვრილებული)
  • ყურადღება! სიცოცხლის ნიშნების არსებობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაიწყეთ კარდიოპოლმონური რეანიმაცია.

2.ძლიერი სისხლდენის დროსimage

მთავარი შეცდომა: დაუყონებლივ ტურნიკის მოჭერა.

ძლიერი სისხლდენის დროს, პირველი ამოცანაა- სწრაფად შევაჩეროთ ის. ამიტომ ჭრილობასთან არსებული უახლოესი არტერია უნდა დავაჭიროთ ხელი, რომ შევკუმშოთ. ამის შემდეგ დავადეოთჭრილობას სტერილური ხელსახოცი და სუფთა ქსოვილით შევახვიოთ(ბინტი).


3.ცხვირიდან სისხლდენის დროსცხვირიდან სისხლდენის დროს

მთავარი შეცდომა: თავის უკან გადაწევაა.

დასვით დაშავებული, წინ წამოაწევინეთ თავი, რომ სისხლი გადმოიღვაროს. შემდეგ ნესტოების ზემოთ ორი თითით მსუბუქად მოუჭირეთ 10 წუთის განმავლობაში(არაუმეტეს). თუ სისხლი პირის ღრუში აქვს ის უნდა გადმოღვაროს, რომ კუჭში არ მოხვდეს.

  • მნიშვნელოვანია: თუ სისხლდენა 15 წუთის შემდეგაც არ გაჩერდა, მაშინ გამოიყენეთ ტამპონები ცხვირისთვის, ხოლო შემდეგ აუცილებლად ექმითან მიიყვანეთ.

4.გულის გაჩერების დროსimage

მთავარი შეცდომა: გავაკეთოთ ერთნაირი მანიპულაციები სხვადასხვა ასაკის ადამიანებთან

ზრდასრულ ადამიანს გულის მასაჟს უკეთებენ ორივე ხელის დაჭერით. ცერა თითი ან თავისკენაა მიმართული ან ფეხებისკენ, როგორც სურათზეა. მოზარდებთან ამ ყველაფერს ერთი ხელით და მთელი ხელისგულით აკეთებენ. ჩვილ ბავშვებთან კი იყენებენ საჩვენებელი და შუათითის ბალიშებს.

  • აუცილებელია! დაშავებული იწვეს სწორ და მაგარ ზედაპირზე.
5.დამწვრობის დროს

image


მთავარი შეცდომა: დამწვრობაზე ტანსაცმლის ნარჩენების მოშორება.

თუ ადამიანი ცეცხლშია, ისე უნდა გააკეთოთ, რომ დავწეს მიწაზე და ცეცხლი ჩააროთ ტანსაცმლით ან ისეთი ქსოვილით რომელიც ადვილად არ იწვის. (სქელი ქსოვილი) . ამის შემდეგ გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება.

მსუბუქი დამვწრობის დროს გამდინარე წყლის დახმარებით გაიგრილეთ დამწვრობა 20 წუთის განმავლობაში. შემდეგ შეიხვიეთ და ზემოდან ყინული დაიდეთ.


  • აუცილებელია:დაზარალებულს მისცეთ მარილიანი ან მინერალური წყალი.


6. სასუნთ გზებში უცხო სხეულის მოხვედრისას


image

მთავარი შეცდომა: ჰაიმლიხის ტექნიკის გამოყენებაა უგონო მდგომარეობაში მყოფ ადამიანთან.

თუ ადამიანმა გონება დაკარგა, მაშინ ის უნდა დავაწვინოთ ზურგზე, ჩვენ კი მის მენჯებზე უნდა დავჯდეთ. შემდეგ ხელის მტევნებით დააწექით სამჯერ ნეკნებს ძლიერად. შემდეგ გადააბრუნეთ ადამიანი მარცხენა მხარეს და ამოიღეთ სხეული პირიდან თითებზე მოხვეული ქსოვილით.

მნიშვნელოვანია! თუ ჰემილიჩის მეთოდს ფეხმძიმე ქალს უკეთებთ, საჭიროა გულმკერდის ქვედა ნაწილზე დაჭეროთ. ჩვილ ბავშვებთან მეთოდი განსხვავებულია.( დეტალურად იხ. ვიდეო)


7. დისლოკაციისას, ამოვარდნა კიდურისimageმთავარი შეცდომა:მცდელობა, რომ დისლოკაცია გამოვასწოროთ


მთავარია გამოვიყენოთ ისეთი საგნები, რომელიც უზრუნველყოფს კიდურის გაშეშებას. უნდა იქნეს შეხვეული მთელი კიდური და არამარტო ერთი, დაშავებული ადგილი.


  • აუცილებელია!ბინტით ძალიან მაგრად არ შევკრათ კიდური, რომ სისხლის მოძრაობა არ შევაფერხოთ.

8. მოწამვლის შემთხვევაში


imageმთავარი შეცდომა: არასაკმარისი წყლის რაოდენობა.


კუჭი, რომ გასუფთავდეს აუცილებელია დაზარალებულს მივცეთ 2დან 5 ლიტრამდე წყალი. ამასთანავე, ყველა 0, 3-0, 5 ლიტრის მიღების შემდეგ აუცილებელია ღებინება. პროცედურა მანამდე უნდა ჩაიტაროთ, სანამ წყალი სულ სუფთა არ გახდება.



  • აუცილებელი პირობა: ადამიანი არუნდა იყოს გონწასული

9.გველის ნაკბენის დროსimageმთავარი შეცდომა: შხამის ამოღება პირით

პირველ რიგში დააწვინეთ დაზარალებული, რომ შხამის გავრცელების სისწრაფე შევასუსტოთ. შემდეგ შევკრათ სხეული, განსაკუთრებით ის ნაწილი სადაც ნაკბენია, მთელ სიგრძეზე ფეხები, თუ ფეხზე აქვს ნაკბენი. თუ ხელზე შევკრათ მკლავი, სხეულთან. თუ ადამიანი უგონოდაა, გულის მასაჟიც უნდა ჩაუტაროთ.

  • მთავარი:სხულის შეხვევა არაეფექუტურია და იწვევს უჯრედების სიკვდილს. ამიტომ ეცადეთ სწრაფად მოხერხდეს დაზარალებულის ჰოსპიტალიზაცია.

10. თუ სხეულის ქვედა ნაწილი გტკივათ

imageმთავარი შეცდომა: გამაყუჩებლის დალევაა.

არ შეიძლება გამაყუჩებლის დალევა. ამ დროს შეიძლება მწვავე დაავადება გქონდეთ და გამოიწვიოთ საშინელი შეცდომა. მაგ:აპენდიციტი, ნაწლავის ობსტრუქცია ან წყლულოვანი პერფორაცია.


  • აუცილებელია:დარეკეთ სასწრაფო დახმარების ცენტრში

რჩევა: გაიარეთ პირველადი დახმარების კურსები. თუ ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ეცადეთ დაელოდოთ სასწრაფო დახმარებას, თუ არ იცით როგორ დაეხმაროთ.









0
206
4-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხობაძე
ნათია ჩხობაძე
Mediator image
206
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0