განათლება ძილი ჩვენი არსობისა – ადამიანი ძილის გარეშე მხოლოდ 3 დღე ძლებს 2019, 24 იანვარი, 11:28 დავიძინოთ თუ არა? – ეს რა თქმა უნდა, რიტორიკული კითხვაა. მაგრამ, მაინც გავარკვიოთ, რაში გვჭირდება ძილი? ძილი – პერიოდულად განმეორებადი ფიზიოლოგიური მდგომარეობაა, რომლის დროს ტვინის აქტივობა და რეაქციები გარე ფაქტორებისადმი მინიმუმამდეა შემცირებული. ადამიანი ამ პასიურ "დროს ტარებაზე, " ცხოვრების მესამედს ხარჯავს. რამდენად გამართლებულია ეს სიტუაცია და რატომ უნდა დავხარჯოთ ძილზე დრო? ![]()
ძილის დიდი მნიშვნელობა და აბსოლუტური აუცილებლობა თუნდაც იმით მტკიცდება, რომ საკვების გარეშე ადამიანს შეუძლია 1 თვე და მეტხანს იარსებოს, ხოლო უძილობა ორგანიზმში შეუქცევად პროცესებს და 5–7 დღის შემდეგ, ლეტალურ შედეგს იწვევს. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანს ჯანმრთელობის პრობლემები უძილობის I დღიდან ექმნება (დაღლილობის შეგრძნება, ყურადღების დაქვეითება და გულმავიწყობა) და რაც დრო გადის, მდგომარეობა სულ უფრო მეტად რთულდება, – ერღვევა მოძრაობის კოორდინაცია, უქვეითდება მხედველობა და მეტყველების უნარი, აქვს გულისრევის შეგრძნება... III დღეს გონება ისე ერევა, რომ ჰალუცინაციას და რეალობას ერთმანეთისგან ვეღარ არჩევს, ხოლო VI დღეს – კიდურების კანკალი ეწყება, დროდადრო გონებას კარგავს და შეშლილივით იქცევა. და აქ ისმის კითხვა: ისეთი მნიშვნელოვანი რა ხდება ჩვენს «არამენტალურ მდგომარეობაში», რომ ამხელა გავლენას ახდენს უძილობა ჯანმრთელობაზე? საერთოდ, ძილთან დაკავშირებული საკითხები ბოლომდე არ არის შესწავლილი. თუმცა, ფიზიოლოგიურ დონეზე ყველაფერი გარკვეულია და დასმულ კითხვაზე პასუხი რთული არ არის: დასვენება და ორგანიზმის აღდგენა. ძილის დროს ნივთიერებათა სინთეზის პროცესი აღემატება მის დაშლის პროცესს. ხდება სიფხიზლეში დახარჯული მაკროერგული ნივთიერებების (მაგ., ატფ და გლიკოგენი) დონის შევსება. ინფორმაციის გადამუშავება. ტვინი, სრულიად თავისუფლდება ადამიანის აქტიურობის და მისი გაცნობიერებული ქმედებების უზრუნველყოფისგან და ახდენს დღის მანძილზე მიღებული უზარმაზარი ინფორმაციის გადამუშავებას, დახარისხებას და «თაროებზე» განთავსებას. ამის წყალობით, ადამიანმა ძილში შეიძლება გარკვეული პრობლემის მოგვარების გზა იპოვოს, შექმნას ლექსი, მუსიკა ან სამეცნიერო აღმოჩენა გააკეთოს. ტვინის მიმდინარე გასუფთავება. ერთ-ერთი თეორიის თანახმად, ტვინის უჯრედების ტოქსიკური ნივთიერებისგან გათავისუფლება სწორედ ძილის დროს ხდება, რაც მეტად მნიშვნელოვანია ნეირონების და თავის ტვინის ფუნქციონირებისთვის. იმუნიტეტი. არსებობს დადასტურებული მონაცემები, რომ ძილის დროს იმუნური სისტემის გააქტიურება ხდება. კერძოდ, იზრდება დამცავი უჯრედების T-ლიმფოციტების და იმუნოგლობულინების (ანტისხეულები) სინთეზის დონე. ასე, რომ, ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი, ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის, ძილია, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ მოზარდების და აბიტურიენტების მშობლებმა. ![]() ![]() ![]() აი, რამდენი უნდა გეძინოთ, თქვენი ასაკის შესაბამისად
რატომ უნდა გვეძინოს სრულ სიბნელეში
თანამედროვე საძინებლები სავსეა სინათლით, რაც პრობლემას უქმნის ჩვენს ჯანმრთელობას. გაგრძელება >>> ძილი და სიზმრები. საინტერესო ფაქტები
სამეცნიერეო კვლევის შედეგად დამტკიცდა, რომ მხედველობის მქონე ადამიანების 12 % სიზმრებს შავ-თეთრ ფერებში ხედავს. გაგრძელება >>> 6 დაავადება, რომელსაც ძილის ნაკლებობა იწვევს
იმ შემთხვევაში, თუ არ ვიძინებთ ან უძილობის პრობლემა გვაქვს, ჩვენ არ ვაძლევთ ორგანიზმს აღდგენის საშუალებას, ხოლო ხანგრძლივი უძილობა, სერიოზულად აზიანებს ჯანმრთელობას. გაგრძელება >>> რა მოსდის ტვინს, ძილის წინ, სმარტფონის მოხმარების შემთხვევაში
თუ თქვენც ჩართულ ტელეფონთან ერთად გძინავთ, ეს უნდა იცოდეთ
როგორ დავიცვათ თავი Wi-Fi-ს მავნე ზემოქმედებისგან![]() Wi-Fi-ის უკაბელო ქსელი, ფაქტიურად, საყოველთაოდ გამოიყენება. თუმცა, ცოტამ თუ იცის, რომ ამ სერვისის მომსახურე პერსონალს სპეციალურ რჩევებს აძლევენ იმისთვის, რომ მათ, საკუთარ ჯანმრთელობაზე, Wi-Fi-ს მავნე ზეგავლენის მინიმალიზირება მოახდინონ. ჩვენი უკაბელო მოწყობილობები, ისეთები როგორებიც არის მობილური ტელეფონი და პლანშეტი, ინტერნეტთან კავშირის დასამყარებლად, როუტერს იყენებს გაგრძელება >>> მკურნალობა ძილით – 9 სამკურნალო პოზა, წნევის დასაწევად და ტკივილის გასაყუჩებლად
400 4-ს მოსწონს
|