სხვა ინტერიერის 19 ცვლილება, რომელთაც სახლის ახალ დონეზე აყვანა შეუძლიათ 2019, 22 იანვარი, 18:34
ფსიქოლოგთა აზრით, გარემოს შეცვლა ადამიანს ეხმარება გაუმკლავდეს სიტუაციას, შეწყვიტოს დეპრესია და დაინახოს სამყარო სულ სხვა კუთხით. გარემოს შეცვლის შემდეგ, ადამიანი კარგ ხასიათზე დგება, განახლებას გრძნობს, პოზიტიურად აზროვნებს, მისი ფანტაზია კი უფრო კრეატიულს ხდის.
გთავაზობთ 19 ტრანსფორმაციის სურათს, რომელიც სახლში ინტერიერის შეცვლის სურვილს გაგიჩენთ:
1.თეთრი კედლები, ბუნებრივი ხე და ღია ჭერი სივრცეს დილით ყავის დასალევად შესანიშნავ ადგილად აქცევს.
2.ცოტა დღის შუქი, ყვავილები და სასიამოვნო ხალიჩა შემოსავლელ კართან, რომ ნივთებს ფერები შემატოთ. 3.თუ პატარა აბაზანაში თეთრ ფერს გამოიყენებთ, ოთახი ვიზუალურად უფრო დიდი გახდება. პატარა, ხის საყვარელი თაროები ყვავილებით, რომლებიც იატაკის შესაბამისია, ნაზ ატმოსფეროს ქმნის. როგორც ხედავთ, თუნდაც პატარა დეტალს სივრცეში მყუდრო ეფექტის შეგრძნებას მოგცემთ. 4.დახურული სამზარეულოს კარადები ღია თაროებით ჩაანაცვლეთ. თეთრი კედლები ოთახს არა მხოლოდ გაანათებს, არამედ ახალი ღია თაროებისთვის კარგ ფონს ქმნის. ოთახში სინათლეს ლამაზი თეფშებით და ჭიქებით შეავსებთ ან შაქრის, ბრინჯის, მარილის მინის ქილებით. 5.ღია თაროებს ნამდვილად ღია და მსუბუქი გარემოს შექმნა შეუძლია. ოთახის ერთ კედელზე მუქი ფერის ფონი ღია თაროების ნამდვილად საინტერესო დეტალია. და თუ ფანჯარას მზის პირდაპირი სხივები არ ხვდება, შეგიძლიათ ფარდები არ ჩამოაფაროთ. 6.კიდევ ერთხელ, თეთრი ფერი ელეგანტური, ნათელი და ვიზუალურად ოთახის გამაფართოებელია. ფერის შეცვლის შემდეგ, ოთახი ორჯერ უფრო დიდი ჩანს. 7.ეს ოთახის საუცხოო ტრანსფორმაცია, რომელიც ხის კედლით ორ სივრცედ იყოფა. ახლა მდიდრული ბინის ზედა სართულის იმიჯს ქმნის. 8.ძველი სამზარეულო შეგიძლიათ სტუდიოდ გადააქციოთ. პირველ რიგში, მოდური სურათები და ფერადი ბოთლები ყურადღებას იპყრობს. ასეთი აქცენტი ფერებით თამაშის უფლებას გაძლევთ. ნახატზე გამოყენებული ფერები დეკორის ორ ელემენტშია გამოყენებული. 9.ზოგჯერ ერთი დიდი ოთახი ორ პატარა ოთახზე უფრო კარგი არჩევანია. ამ შემთხვევაში კედლის მოშორებაზე სრულიად თანახმა ვართ. ასეთი ცვლილების გარეშეც ოთახი ბევრად უფრო საინტერესო გახდება, თუ ოთახის კედლის ფერს თეთრით ჩაანაცვლებთ, ხოლო აგურებს უფრო ღრმა ცისფერში შეღებავთ. 10.ზოგჯერ უბრალოდ კედლის ფერის შეცვლა და დიდი დეტალის მოშორება, როგორიცაა მაცივარი, საკმარისია. 11.კედლის ფერის შეცვლა მარტივი გზაა ხასიათის შესაცვლელად და კრეატივის სტიმულაციისთვის. 12.მინიმალიზმი და მარტივი ფერები ოთახის შესაცვლელად ყოველთვის საუკეთესო არჩევანია. 13.კედელზე მოსაწყენი ფილების ნაცვლად მარგალიტისფერი გამოჩნდა. ეს შესანიშნავი ფონია ფოტოგრაფების, სურათების, ფერადი თაროების და ხალათების გასათავსებლად. 14.სააბაზანო ოთახის დიდი ცვლილებისთვის შეგიძლიათ სრულად განსხვავებული დიზაინი გამოიყენოთ. 15.აგურები ყოველთვის ძალიან ლამაზია. ყალბი აგურები სააბაზანო ოთახის კედლებზე გამოიყენეთ. პატარა ყვავილის ქოთნები და ორნამენტები სააბაზანო ოთახს ახალ იმიჯს მიანიჭებს. 16.სასტუმრო ოთახს ბუნებრივი ელემენტები, როგორიცაა ხის იატაკი, კალათა, ხე, და ცხოველის და პეიზაჟების სურათები სიახლეს შემატებს. 17.ძნელი დასაჯერებელია, რომ იგივე ტანსაცმლის კარადაა. ახლა ყველაფერი თავის ადგილზეა. 18.ლამაზი, ფერადი დეტალები, რომლებიც ოთახს დიდებულს ხდის. პატარა სარკე, იატაკზე ორნამენტები, კარადა ონკანის ქვეშ. 19.ეს სააბაზანოს ოთახი უბედურად გამოიყურებოდა - ის პატარა, ვიწრო და ბინძური იყო. დიზაინერებმა ოთახის ვიზუალურად გაფართოება რამდენიმე ხრიკის გამოყენებით შეძლეს. ჯერ ნაცრისფერი-ცისფერი ფერი და ორნამენტის ფილები გამოიყენეს. მათ ჯერ ერთი კედელი აიღეს და მშვიდ ფერში გადაღებეს, ხოლო მეორე კედელზე შპალერი უსაზღვრო პერსპექტივას ქმნის. ბონუსი: ნებისმიერი გზა პირველი ნაბიჯით იწყება. თქვენ გსურთ ცვლილების შეტანა, მაგრამ რაღაც გრანდიოზულისთვის მზად არ ხართ, მაშინ მცირედით დაიწყეთ - თქვენს კოვზებს, ჩანგლებს და დანებს ფერები შემატეთ. ასეთი ფერადი კოვზები და ჩანგლები ყოველდღე პოზიტივს შეგიქმნით. ასევე დაგაინტერესებთ: 12 მამაკაცი ბრწყინვალე გარეგნობით, რომლებიც მსოფლიოს სილამაზის საკუთარ წესებს კარნახობენ 15 იმდენად იშვიათი ცხოველი, რომ მათი არსებობის დაჯერებაც კი გაგიჭირდებათ როგორ ცხოვრობს დედამიწის მოსახლეობის 1 % - 15 ფაქტი 15 ფაქტი ჩინეთის შესახებ, რომლებიც გაგაოცებთ იაპონელების ცხოვრების 15 პრინციპი, რომლებიც ჰარმონიის მოპოვებაში დაგეხმარებათ 11 წარმოუდგენელი ფაქტი სამყაროს შესახებ, რომელთა შესახებაც დღემდე არ გსმენიათ 7 უჩვეულო მეთოდი, რომელთა დახმარებითაც ჩვენი წინაპრები ყოველდღიურ პრობლემებს აგვარებდნენ 20+ უცნაურობა სამხრეთ კორეადან, რომელთა დანერგვას ჩვენს ქვეყანაშიც მოისურვებთ 20 + ტატუ, რომელთა მფლობელებს იუმორის გრძნობა გენებში აქვთ 25 მტკიცებულება, რომ იაპონელები 3018 წელში ცხოვრობენ უნიკალური ექსპერიმენტი აშშ-ში: მოხუცთა თავშესაფრის და საბავშვო ბაღის გაერთიანება დროში მოგზაური საუბრობს, თუ როგორი იქნება 2019 წელი თქვენ ადამიანი მხოლოდ ნაწილობრივ ხართ, ამბობენ მეცნიერები
უფრო მეტი კი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი
1569 1-ს მოსწონს
|