x
image
t.x.
12 ულამაზესი დიზაინი, რომელიც ნებისმიერ პატარა ეზოს დაამშვენებს(+ რჩევები)

image
მშვიდ დღეებში პატარა, ლამაზ ეზოში ჯდომას ან მის ცქერას ხომ არაფერი სჯობს. ვისაც კი თუნდაც სულ პატარა ეზე ჰქონია, აუცილებლად დაფიქრებულა და სდომებია, რომ ეს ადგილი კოხტად მოეწყო. რა თქმა უნდა, ვიფიქრებთ, რომ ეს ყველას შეუძლია, და ასეც არის, მაგრამ ზოგჯერ ჩვენს მიერ წარმოდგენილი თუნდაც ძალიან ლამაზი დეკორაცია შეიძლება სულაც არ მოუხდეს ყველა სხვა დანარჩენს. გთავაზობთ ეზოს მოწყობის რამდენიმე ლამაზ ნიმუშს, რომელიც ალბათ ბევრ თქვენგანს მოეწონება.imageეს ლამაზი დიზაინი პატარა კუთხისთვისაა განკუთვნილი, სადაც ყვავილების ადგილი არც კია, პატარა გადაბრუნებული ქვევრი კი ალბათ ყველას მოგვეძებნება სარდაფში.imageაქ ხელოვნური მწვანე საფარის მოწყობაცაა შესაძლებელი, მაგრამ თუ ბუნებრივ ბალახს ავირჩევთ, მისი სიმაღლე აუცილებლად უნდა ვარეგულიროთ.imageდეკორატიული ქვებით გაფორმება სახლის კედელთან საუკეთესო გადაწყვეტილებაა, რადგან არ მოგვიწევს ყვავილების მორწყვა და სახლის კედელიც არ დაინესტება.imageსასურველია, თუ ქვების შერჩევისას მცენარეთა ფერებსაც გავითვალისწინებთ.imageთეთრი ფერის კენჭები კი ნებისმიერი ფერის მცენარეებს მოუხდება.imageადგილი, სადაც პატარა გუბურა შეიძლება მოვაწყოთ. მის გარშემო კი წყლის მოყვარულ მცენარეებს შემოვურგავთ.imageკენჭები ბალახებსა და ერთმანეთში რომ არ აირიოს, მისი გამოყოფა ცელოფანის ლენტითაა შესაძლებელი.imageდაბალი ზომის წითელფოთლებიანი მცენარეები საუკეთესო გადაწყვეტილებაა ბალახისგან მწვანეფოთოლა ყვავილების გამოსაყოფად.imageამ სახეობის პალმები მშვენივრად ეგუება ჩვენი ქვეყნის კლიმატურ პირობებს.imageროცა ადგილი ძალიან ცოტაა და გაფორმებაც აუცილებელია...imageმშვენიერი დეკორია ჩვეულებრივი რიყის ქვებიც რომლის მოგროვება ნებისმიერი მდინარის პირას შეგვიძლია.image











0
1534
4-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
1534
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0