x
image
გემი დალანდი
ძველი სლავური ,,ცხოველთა" ჰოროსკოპი - როგორია თქვენი დახასიათება?

image

ქრისტიანობის მიღებამდე ძველი სლავები სხვადასხვა ღმერთებს ეთაყვანებოდნენ, რომელთა შორის მზის ღმერთი იარილოც იყო. ვარსკვლავებზე დაკვირვებით ძველ სლავებს თავისი ჰოროსკოპიც ჰქონდათ.

ამ ჰოროსკოპში ესა თუ ის ცხოველი გარკვეულ ძალას, უნარებს და ცოდნას გამოხატავდა და ადამიანს აღწერდა მისი დაბადების რიცხვის მიხედვით.


1.სამურავი (10იანვარი-10 თებერვალი)


imageამ ცხოველთან არც ერთი მონადირე არ დაიჭერს საქმეს თავისი ნებით. ის გააფთრებით იცავს თავის ტერიტორიას, ეჭვით უყურებს ყველას, ვინც მის სიახლოვეს ჩაივლის და ვერ იტანს ვერავის, ვინც მის მიწაზე დასახლდება ან ნადირობს.

ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს არ უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა. ერიდებიან ღია, ხალხმრავალ ადგილებს და საკუთარ თავს კრიტიკულად უდგებიან. აკურატულები არიან და კარგი ჯანმრთელობა აქვთ.

სამურავი ის იშვიათი ცხოველია, რომელსაც მტრებიც კი პატივს სცემენ. მას ღირსების და პრინციპების საკუთარი კოდექსი აქვს, რომელსაც არასოდეს გადააბიჯებს.


2.ყორანი (10თებერვალი-10მარტი)

imageამ ნიშნით დაბადებული ადამიანები კარგად განვითარებულ ინტუიციას და სიბრძნეს ფლობენ, ამიტომ, ყური უგდეთ მათ რჩევებს.
ყორანი მაშინვე სწორად უპასუხებს ისეთ შეკითხვას, რომელზეც სხვები ტვინს იჭყლეტენ. ის უკეთ გრძნობს, ვიდრე ესმის და ლოგიკური ჯაჭვის ასხმით, მაშინვე სწორ პასუხს სცემს, თუმცა, როგორ ახერხებს ამას, თავადაც არ შეუძლია ახსნას.

ჩვეულებრივ, ყორანი აუჩქარებელი და მშვიდია. მათ წინასწარ შეუძლიათ მოვლენების განჭვრეტა, ამიტომ, თუ ვაშლი უნდათ, გაგორებულ ვაშლს კი არ მისდევენ გზადაგზა, პირდაპირ იქ მიფრინავენ, სადაც ვაშლი მიგორდება.


3.ყარყუმი (10მარტი-10აპრილი)

imageეს ცხოველი უდიდეს ძალას გრძნობს, რომელიც მასში არ ეტევა. ის არასოდეს ჩერდება ერთ ადგილას, მუდამ მოძრაობაშია. აქტიურია, უშიშარი და მოხერხებული.
ყარყუმი იმდენადაა დარწმუნებული საკუთარ სიმართლესა და საკუთარ თავში, რომ არც ნორმები ანაღვლებს და არც კანონები. მას გულწრფელად სჯერა, რომ თუ ბურუნდუკს საჭმელს მოპარავს, ამით მას სიკეთეს უკეთებს( ის ხომ ისედაც მსუქანია).

სჯერა, რომ უყვართ და აღფრთოვანებულნი არიან მისით, მისი მოხერხებულობითა და საქციელით.

ყარყუმი ადამიანები-უანგაროები და მგრძნობიარენი არიან, ყოველთვის მზად არიან სხვების დასახმარებლად.


4.გომბეშო (10აპრილი-10მაისი)

imageამ პერიოდში დაბადებულ ადამიანს აქვს გასაოცარი უნარი, შეეგუოს ნებისმიერ გარემოებას და დაკავდეს პრაქტიკულად ყველა საქმიანობით.

შეუძლიათ როგორც მინდორში ან ყანაში მუშაობა, ისე სახელმწიფო უმაღლესი პოსტების დაკავება და სხვადასხვა მმართველი პოზიციების გაძღოლა. მათ სულით დაცემა არ ახასიათებთ, რადგან თავს ყველგან კარგად გრძნობენ. თუმცა, ამას უარყოფითი მხარეც აქვს: გომბეშო იმდენად კარგად გრძნობს თავს ერთ ადგილას, რომ უკეთესისკენ სწრფვის ამბიცია არ უჩნდება.

ამ ადამიანებს, შეიძლება ითქვას, რომ ოქროს სული აქვთ. მაგრამ თავად გომბეშოები არც ისე ხალისით ურთიერთობენ ადამიანებთან.


5.კალია (10მაისი-10ივნისი)

imageკალიას, ისე როგორც სხვას არავის, არ უყვარს წუწუნი დაღლაზე, უბედურებაზე, წარუმატებლობაზე და ა.შ. ისინი ყოველთვის მღერიან და ცეკვავენ. ამ პერიოდში დაბადებული ადამიანები ოპტიმისტები არიან და სულით არ ეცემიან. მათი შემხედვარე, სხვა ადამიანებიც იღიმიან, რადგან თითქმის ყველა კალიაში მზის პატარა შუქი ცხოვრობს.

თუმცა, კალიებს შრომისმოყვარეებს ვერ ვუწოდებთ. გულს ერთ რამეს ვერ უდებენ. ხშირად იწყებენ სხვადასხვა საქმეებს და მალევე ანებებენ თავს დაწყებულს, მაგრამ მაინც უფრო ბევრს აკეთებენ, ვიდრე ისინი, ვინც დღე და ღამე შრომობს. საქმე ისაა, რომ იმ უამრავი საქმიდან, რომლებიც შუა გზაში მიაგდო, კალია ნახევარს ისევ უბრუნდება და თავისი საქციელით დარცხვენილი სწრაფად და წარმატებით ამთავრებს მათ.


6. ზაზუნა (10ივნისი-10ივლისი)

imageწლის განმავლობაში ზაზუნას თითქმის 9 თვე სძინავს. აი, დანარჩენი სამი თვე კი ისე შრომობს, რომ მისი მარაგი ჭერს სწვდება.

ადამიან-ზაზუნას შეუძლია დღე და ღამე შეუჩერებლივ იმუშაოს. საჩქაროდ დალიოს ჭიქა ყავა და ისევ თავით გადაეშვას სამუშაოში. თუმცა, შემდეგ ენაგადმოგდებული ეცემა და როდის-როდის იბრუნებს გულს. სამაგიეროდ, მისი შრომის შედეგი აღფრთოვანებას იმსახურებს.

ზაზუნების ნახვა ყველაზე ხშირად დასვენების დროს შეიძლება, რადგან დასვენება - ეს ისაა, რაც მათ უყვართ და კარგად გამოსდით, მაშინაც კი, თუ ეს დასვენება ბალახზე წამოწოლაა.


7.ლოკოკინა (10ივლისი-10აგვისტო)

imageლოკოკინა-ადამიანი ემპათიის გრძნობით გამოირჩევა. ის მკაფიოდ და ზუსტად გრძნობს სხვა ადამიანებს. მათგან შესანიშნავი ლიდერები გამოდიან, რადგან კარგად ეხერხებათ ხალხის “ანთება" და მათი გაძღოლა.

მაგრამ ამ ყველაფერს მეორე მხარეც აქვს:ლოკოკინები მზად არიან უცხოს ყველაფერი მისცენ, რაც გააჩნიათ. საკმარისია, დროა, საკუთარ თავზეც იზრუნოთ.

ურთიერთობაში ლოკოკინაზე კარგ თანამოსაუბრეს ვერ იპოვით. თანდაყოლილი ნიჭის წყალობით ისინი ყოველთვის ხედავენ მოსაუბრის განწყობას, არასოდეს უხეშობენ და მუდამ მზად არიან დასახმარებლად.


8.ჭიანჭველა (10აგვისტო-10სექტემბერი)

imageჭიანჭველას არასოდეს აშინებს გარჯა და მუშაობა. ამ ადამიანებს იშვიათად თუ ნახავთ უსაქმურად და ამ იშვიათ წუთებშიც კი ფიქრობენ და სამოქმედო გეგმებს აწყობენ.

ჭიანჭველა ყოველთვის ცდილობს უფრო მეტი გააკეთოს, რისთვისაც მას აქებენ და პატივს სცემენ, თუმცა, ამავდროულად ცდილობენ, რომ თავისი წილი ტვირთიც მას აჰკიდონ. ჭიანჭველაც წინააღმდეგობის გარეშე მიათრევს ამ ტვირთს.

თუმცა, მისი ასეთი გულმოდგინება დაუფასებელი არ რჩება, მათ ხშირად აწინაურებენ . დაე, ილაპარაკონ, რომ ჭიანჭველა ჭკუით კი არა, შრომით აღწევს ამ ყველაფერს. გენია - ეს 1% ტალანტი და99%-შრომაა.


9.ღრაჭა (10სექტემბერი-10ოქტომბერი)

imageარავინ განიცდის მნიშვნელოვან ცვლილებებს ისე, როგორც ამ პერიოდში დაბადებულები. როცა მატლი მიწაში დახოხავს და ფესვებს ჭამს, ჰგონია, რომ მთელი ცხოვრება ასე იქნება.

როცა ჭუპრად გადაიქცევა, ჩნდება შეგრძნება:“რა სულელი ვიყავი ადრე"-და ჰგონია, რომ ახლა სულ სხვანაირად იქნება მთელი ცხოვრება. მაგრამ დრო მოდის და ჭუპრი ხოჭოდ იქცევა, ფრთებს გაშლის და სამყაროს ისევ სხვანაირად აღქმას იწყებს.

ღრაჭა ადვილად მიაღწევს ნებისმიერ სიმაღლეს სამსახურში, თუ გზიდან რაიმე ფილოსოფიური აზრი, ჭეშმარიტების ძიების სურვილი, რელიგიური საკითხები და ა.შ. არ გადაახვევინებს.


10.თახვი (10ოქტომბერი-10 ნოემბერი)

image

თახვს ისე იზიდავს წესრიგი და სიმშვიდე, რომ კაშხლების აგება, წყლის დონის აწევა, გუბურების შექმნა ისწავლა. ყველა ცხოველი ცდილობს, გარემო პირობებს და ამინდს მოერგოს. თახვი კი პირიქით, ამინდს ირგებს. ამ პერიოდში დაბადებული ადამიანები ყოველთვის მშვიდად არიან, არსად ჩქარობენ. მშვიდად და გამოზომილად მუშაობენ. იყო თახვი, ნიშნავს, ბევრი იცოდე და ბევრი შეგეძლოს. როცა ტყეში ხანძარია, სხვა ცხოველები დაპანიკებულნი ეძებენ თავშესაფარს, თახვი კი მშვიდად ზის და ელოდება, როდის მორჩება ის აურზარი, რომელიც სხვებისთვის კატასტროფაა, მისთვის კი უბრალო წვრილმანი. მის გვერდით თავს დაცულად იგრძნობთ მაშინაც კი, როცა მთელი სამყარო ინგრევა.


11.ძაღლი (10ნოემბერი-10დეკემბერი)

imageამ სამყაროში, სადაც აღარავინ იცავს თავის სიტყვას და პირობას, ძაღლი ერთადერთია, რომელიც კიდევ იცავს ღირსების კანონებს, სიტყვას. ის არასოდეს ურტყამს წაქცეულს, არ ახასიათებს ზურგში და წელს ქვემოთ დარტყმები, თუნდაც ამის გამო დასცინონ და ძველმოდური უწოდონ.

ეს ადამიანები ბრმად ენდობიან მეგობრებს და ვერავითარი საქციელი ვერ გადააჩვევს მას მათ დაცვას. კარიერა არ იზიდავს, მაგრამ მას ხშირად შეხვდებით ბიზნესის, პოლიტიკის მაღალ საფეხურზე. ეს იმიტომ, რომ მას მოწინააღმდეგენიც კი ენდობიან.

მას შეგიძლიათ ანდოთ ფული, საიდუმლო და საკუთარი სიცოცხლეც კი. როცა მისი მეგობარი საფრთხეშია, ძაღლს ვერც დანით შეაშინებ, ვერც ძალაუფლებით. ის ყელში გეცემათ, მაშინაც კი, როცა ეცოდინება, რომ ეს მისი ბოლო ნახტომი იქნება.


12.დათვი (10დეკემბერი-10 იანვარი)

imageეს ცხოველი ტყის ბატონია. თუმცა ნადირთა მეფე არაა, რადგან თანდაყოლილი სიზარმაცით გამოირჩევა.

ცოტამ თუ იცის, რომ ერთი შეხედვით მოუქნელი დათვი ცხენსაც დაეწევა, ხარირემსაც გაგუდავს თათებით და სოროდან თაგვს მანამ ამოიყვანს, სანამ კატა დაკნავლებას მოასწრებს. მაგრამ ძალისა და მოხერხებულობის გამო როდი ეძახიან ტყის ბატონს.

ეს სახელი იმიტომ მიიღო, რომ თავისი ძალის მიუხედავად, საოცრად უბრალო და შემწყნარებელია სუსტების მიმართ. თავადაც მცირედით კმაყოფილდება. ამასთან ერთად, მას კომფორტის შექმნაც უყვარს. იმ დროს, როცა სხვა ცხოველები ზამთარში თავის გადარჩენას ცდილობენ, დათვს თბილად სძინავს თავის საზამთროდ მოწყობილ ბუნაგში.


1
226
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
226
  
2019, 21 იანვარი, 15:16
ყარყუმი და მგონი სიმართლეა :)
0 1 1