x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138417
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
ვალდებული ხართ იცოდეთ   7  „სიტყვა“  ბავშვის სხეულის ენაზე!

სამწუხაროდ, ეს ბევრმა არ იცის!


image



ახალბედა მშობლების ცხოვრება სავსეა ბავშვზე ნერვიულობით. მაგრამ ბავშვები, მიუხედავად იმისა, რომ არ შეუძლიათ ლაპარაკი, სხეულით სიგნალებს გვიგზავნიან თავიანთ შეგრძნებებზე.



ფრიად მნიშვნელოვანია, ყურადღება მივაქციოთ ბავშვის სხეულის ენას _წერს пишет Elite Readers.


და აი, ბავშვის 7 მთავარი მოძრაობა, რომელიც ვალდებული ვართ, გვესმოდეს.



1. ზურგის „გადაზნექვა“






image


elitereaders


როდესაც თქვენმა შვილმა ზურგი გადახარა, ეს შეიძლება რეაქცია იყოს ტკივილზე და მუცლის გვრემაზე. თუ ბავშვი ამას ჭამის დროს აკეთებს, ეს შესაძლებელია ნიშანი იყოს მხოლოდ იმასა, რომ ჭამა აღარ სურს.




მოზრდილ ბავშვებში მეორე, ზურგის გადაზნექვის უფრო გავრცელებული მიზეზი არის გაბრაზება, გაღიზიანება ან დაღლა.




2. ბავშვი „ურტყამს“ ფეხებით.




image


elitereaders



ეს ნიშნავს იმას, რომ მას რაღაც აწუხებს. ექიმები გვირჩევენ შევამოწმოთ ჩვილის ტანსაცმელი და პამპერსი.



3. ბავშვი რიტმულად ატრიალებს თავს.



image

elitereaders



პედიატრები ამბობენ, რომ ბავშვები ამას დასამშვიდებლად აკეთებენ. მაგრამ თუ თქვენი პატარა თამაშის მაგივრად სათამაშოს თავში იცემს - აუცილებლად უთხარით მორიგი გასინჯვისას ამის შესახებ ბავშვის ექიმს.




4. ბავშვი ყურებზე იკიდებს ხელს.




image




elitereaders



ეს მხოლოდ იმის აღქმაა, რომ ყურები აქვთ. ეს არ ნიშნავს, რომ მათ ტკივათ ან ყურებზე სჭირთ რამე.




5. მუშტად შეკრული თითები.




image


elitereaders


მუშტები იმის მიმანიშებელია, რომ ბავშვი მშიერია. თუ ამას ხედავთ და ბავშვი თან ტირის _ დაუყოვნებლივ მიეცით საკვები.





6. მუხლებში მოხრა.



image


elitereaders



ეს საჭმლის მონელებასთან დაკავშირებული პრობლემის ნიშანია - ყაბზობა, შეკრულობა. ეცადეთ, შეუმსუბუქოთ ტკივილი და დაეხმარეთ კუჭში გასვლაში.



7. ხელების ქნევა.






image

elitereaders



ეს მიგვანიშნებს, რომ ბავშვი რაღაც მკვეთრი ხმით ან სინათლით არის შეშფოთებული.




დაიმახსოვრეთ!

image



თქვენ როგორ ხვდებოდით, რა უნდოდა თქვენს პატარას ჩვილობისას? გაგვიზიარრეთ გამოცდილება კომენტარებში.



იხილეთ ასევე:





1.რა არ შეიძლება სურდოს დროს? ექიმი კომაროვსკი გვირჩევს





გსურთ ბავშვი სწრაფად გამოჯანმრთელდეს? რა ჩავაწვეთოთ სურდოს დროს? დავუთბილოთ თუ არა ფეხები? რა წამლები მივაღებიოთ? ამის შესახებ გვესაუბრება ევგენი ოლეგის ძე კომაროვსკი.



2. სანამ ბავშვს ჰიგიენურ საფენს (პამპერსს) გამოუცვლით - მისგან ნებართვა აიღეთ!






ექსპერტი გვირჩევს!

დინ კარსონი თავს სექსუალობის ექსპერტს უწოდებს, წერს пишет Mirror.

ის პროპაგანდას უწევს ეგრეთ წოდებულ „თანხმობის კულტურას“, რაც ბავშვობიდანვე უნდა იყოს ადამიანში ჩადებული. მაგალითად, საბავშვო ჰიგიენური საფენის, პამპერსის გამოცვლა ბავშვის ნებართვის გარეშე აკრძალულია.




3. ქალიშვილის სახელი მას ძალიან მოსწონდა, მაგრამ 2 წლის შემდეგ ქალი მზად იყო ქმარი მოეკლა ამ სახელის გამო...




ავსტრალიელმა კლერ სმიტმა საქვეყნოდ გაახმაურა თავისი უცნაური ამბავი.

საკუთარი ქალიშვილის სახელის ახსნა მან პოულარულ ჟურნალში გამოაქვეყნა:




***



2
1257
14-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
1257
  
2019, 21 იანვარი, 14:13
საინტერესოა, ხშირად მინახავს ბავშვი საკუთარ ყურს, რომ აწვალებს :)
0 1 2