ჯესიკა ალბა ისვენებს იტალიაში თავის ოჯახთან ერთად და თან ფანებსაც ანებივრებს Twitter-ზე ატვირთული სურათებით. "Excited to be here, " ასეთი წარწერის სურათები გამოაქვეყნა თავის გვერდზე. 31 წლის მსახიობი 9 ივლის ეწვია იტალიას ორ შვილთან: 4 წლის Honor-თან და 11 თვის Haven-თან ერთად. თუმცა მათ მალე ალბას დედა Cathy-ც შეუერთდა. ისინი მთელი დღე ბასეინზე ერთობიან. აღსანიშნავია რომ ჯესიკა მშობიარობის შემდეგ შესანიშნავ ფორმაშია, რაც როგორც ვარსკვლავი ამბობს ჯანმრთელი დიეტის დამსახურებაა: იგი არასოდეს ჭამს ნახევარფაბრიკატებს და სწრაფი კვების ნაწარმს, არც გაზიან და შაქრის შემცველ სასმელებს სვამს. " მე ფორმას ვინარჩუნებ ჯანსაღი საკვებით, ბოსტნეულით და ხილით"-განაცხადა ალბამ.