x
image
white knight
რას ფიქრობდა დიუმა ქართველებზე. საინტერესო ისტორიული ფაქტები
image


1. რა აზრის ხართ ქართველებზე? – ვკითხე ბარონ ფინოს, ჩვენს კონსულს თბილისში, რომელიც სამი წელია აქ ცხოვრობს. – არავითარი ნაკლი მათ არ გააჩნიათ, მხოლოდ ღირსებებით არიან დაჯილდოვებულნი – მიპასუხა მან. ხედავთ, როგორ ხოტბას ასხამს ქართველებს ფრანგი, რომელსაც ყველა ადამიანივით სხვისი გაქირდვა უყვარს, ყველაზე უფრო კი საკუთარი მოსწონს?




2. სანამ ცხენებს ეტლში აბამდნენ, მე თავადის იარაღს ვათვალიერებდი.
–რა საუცხოო ხანჯალი გაქვთ თავადო. ასეთი რამ ქართველს არასდროს არ უთხრათ, თორემ იგი იმწამსვე ისე მოიქცევა, როგორც ბაგრატიონი მოიქცა – მაშინვე ხანჯალი ქამრიდან მოიხსნა.
–მოხარული ვარ რომ მოგეწონათ, – წარმოთხვა მან, – თქვენი საჩუქარი იყოს. ეს არის კავკასიაში პირველი იარაღის ოსტატ მურთაზალის ნაკეთობა. სპეციალურად მე გამიკეთა. აგერ თათრული წარწერაც: „ ეს ხანჯალი გააკეთა მურთაზალმა თავად ბაგრატიონისთვის“.
–კი მაგრამ, ბატონო თავადო ...
–ინებეთ, ინებეთ, მე კვლავაც გამიკეთებენ.




3. „თბილისში ერთ იარაღის მაღაზიაში ხანჯალს ვყიდულობდი. გაიარა თავადმა ერისთავმა, ოთხი კაცი ახლდა. ერთმანეთს არ ვიცნობდით. როცა მოახსენეს, ვინც ვიყავი, მოგვიახლოვდა და ჩემს თარჯიმანს უთხრა:
–ბატონ დიუმას უთხარით, ამათგან არაფერი იყიდოს. ფულს დასტყუებენ და უხეირო საქონელს მისცემენ.
მე თავადს კეთილი რჩევისთვის მადლობა გადავუხადე და გზა განვაგრძე, თან ქამარში გაკეთებულ ხანჯალს გავაყოლე თვალი. შინ რომ დავბრუნდი, თავადი ერისთავისგან გამოგზავნილი სურათი და ხანჯალი დამხვდა“.




4. სიმამაცე იმდენად ბუნებრივია ქართველებისთვის, რომ ეს უკვე ღირსებად აღარ მიაჩნიათ. „ქართველები რომ უმამაცესი ხალხია, ამაში უკვე აღარავის შესდის ეჭვი, თვით ყველაზე მამაც რუსებსაც კი. ისინი გვიამბობენ ქართველთა ვაჟკაცური სისადავის შესანიშნავ ფაქტებს.
–ვორონცოვის მიერ მოწყობილ ერთ-ერთ ექსპედიციაში ჯარი წაადგა ტყეს, რომელზეც ამბობდნენ, მთიელები იცავენო.
–ტყეს ორი ფინდიხით დატენილი ზარბაზანი დაუმიზნეთ და ესროლეთ, – ბრძანა გრაფმა, – მაშინ ვნახოთ, ოროგრ იცავენ მას მთიელები.
–რაზე დავკარგოთ დრო და ფინდიხი თქვენო უმაღლესობავ, უპასუხა იქვე მყოფმა თავადმა ერისთავმა – თვითონ წავალ და ვნახავ. ერისთავმა ცხენი გააჭენა, ტყე მოათვალიერა, დაბრუნდა და ვორონცოვს ანტიკური სისადავით მოახსენა: – არავინ არ არის, თქვენო უგანათლებულესობავ“.




5. „ქართველმა რაც არ უნდა გითხრათ, ყველაფერი სრული სიმართლეა. თუ ის ამბობს, ცხენები არ არისო, მასთან ჩხუბი უსარგებლოა, და არამცთუ უსარგებლო, სახიფათოცაა. მაგრამ, თუ სადგურის უფროსი ვინმე სხვაა, ის უსათუოდ ტყუის. მას უნდა, ორმაგი გადაგახდევინოს“.




6. „მეგრელი ქალები, მეტადრე ქერა-შავთვალა და შავგრემანი-ცისფერთვალა ქალები, ულამაზესი არსებანი არიან დედამიწის ზურგზე.




7. „ქართველი მამაკაცები, ჩემი აზრით, არა მარტო თვითონ არიან ულამაზესი მთელ დედამიწის ზურგზე, არამედ მათ აგრეთვე საუცხოო ტანისამოსი აცვიათ.




8. „ევროპაში წარმოდგენაც არ აქვთ კოლხეთის ხალხთა სილამაზეზე. განსაკუთრებით ლამაზი ტანადობა და სიარული აქვთ მამაკაცებს. სულ უბრალო მსახურსაც კი თავადიშვილის იერი აქვს“.

2
249
1-ს მოსწონს
ავტორი:white knight
white knight
249
  
2019, 21 იანვარი, 3:34
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 20 იანვარი, 23:47
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2