x
image
კატო ემხვარი
ვინ გატეხა ლარნაკი? უპასუხე კითხვას და გაიგე მეტი შენი პიროვნების შესახებ
image

ვინ გატეხა ლარნაკი?


დააკვირდით სურათს ყურადღებით და გაეცით პასუხი შეკითხვას: ვინ გატეხა ლარნაკი? თქვენი პასუხი კარგად ასახავს იმას, თუ როგორი პიროვნება ხართ თქვენ.



თუ თქვენი პასუხია A:

ეს ბავშვი ისე გამოიყურება, რომ თითქოს ის არის ყველაზე მეტად დამნაშავე: ის უყურებს იატაკს, თითქოს დამნაშავედ გრძნობს თავს და გაოცებულია, თანაც ყველა მას უყურებს. მაგრამ საკმარისია კი ეს ყველაფერი იმისათვის, რომ ის მივიჩნიოთ დამნაშავედ?



ამ ბავშვის არჩევით თქვენ გამოავლინეთ, რომ ხართ ძალიან დაკვირვებული პიროვნება, ყველა დეტალს აქცევთ ყურადღებას, ამიტომაც თქვენი მოტყუება შეუძლებელია. პასუხისმგებლობა თქვენი ძირითადი მახასიათებელია და თქვენ აჩვენებთ, რომ ყველაფერს აკეთებთ ცხოვრებაში. ყველა თქვენი გადაწყვეტილება კარგად არის მოფიქრებული და გააზრებული.



თუ თქვენი პასუხია B:

ამ ბავშვის მზერა მიმართულია A–საკენ, თითქოს მას თვლის დამნაშავედ. მაგრამ, ამავე დროს, გოგონას მზერაში იგრძნობა სითბო და სიყვარული და ის, რომ იგი არ აპირებს პირველი ბავშვის განსჯას ლარნაკის გატეხვის გამო. თქვენც ასე უყურებთ ცხოვრებას, სხვების გაგება და პატიება თქვენი ერთ–ერთი ყველაზე კარგი თვისებებია. პრობლემას რაციონალურად უდგებით და ირჩევთ ყველაზე ლოგიკურ გზას მის მოსაგვარებლად.



თუ თქვენი პასუხია C:

ამ ბავშვს ხელები ჯიბეებში აქვს და თითქოს უცნაურად იქცევა. როგორც ჩნს, იგი პირველ ბავშვს ადანაშაულებს, მიუხედავად იმისა, რომ ხედავს პირველი ბიჭის ქცევები საპირისპიროზე მიუთითებს. შესაძლოა, მესამე ბიჭი ბრალის არიდებას ცდილობს.


თუ თქვენ აირჩიეთ ეს ბავშვი მისი საქციელის გამო, რადგან ის იმალება სხვის უკან, ეს მიანიშნებს, რომ თქვენ დაბადებული ხართ როგორც ლიდერი. თქვენ ზრუნავთ გარშემომყოფების ბედნიერებაზე და შეძლებთ მათ დახმარებას სწორი გადაწყვეტილებების მიღების დროს. ოპტიმისტი და ქარიზმატული – მზად ხართ საკუთარ თავზე აიღოთ პასუხისმგებლობა ყველა სიტუაციაში. თქვენ კარგს აკეთებთ სხვების კეთილდღეობისთვის, მაგრამ, ამავე დროს, სახელის მოსახვეჭად.



თუ თქვენი პასუხია D:

გოგონა ლურჯ კაბაში, რომელიც იმალება დედის კაბის უკან, ერთადერთია, რომელიც უყურებს დამსხვრეულ ლარნაკს.


ამ პასუხის არჩევა აჩვენებს, რომ თქვენ ხართ საიმედო და მგრძნობიარე ადამიანი. ნებისმიერი საქმე, რასაც დაიწყებთ, წარმატებით დასრულდება. თქვენ ცდილობთ თქვენი პიროვნების გაუმრობესებას და ბევრს მუშაობთ ამისათვის. ადვილად იმსახურებთ სხვების ნდობას, რადგანაც იცით მათი მოსმენა. ადამიანებმა იციან, რომ ყოველთვის უნდა ჰქონდეთ თქვენი იმედი. ერთი სიტყვით, თქვენ ხართ დაუვიწყარი ყველასათვის, ვინც გხვდებათ ცხოვრების გზაზე.


2
138
შეფასება არ არის
ავტორი:კატო ემხვარი
კატო ემხვარი
138
  
2019, 21 იანვარი, 3:35
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 20 იანვარი, 23:48
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2