x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ვინ მოკლა ჩარლზი? – დიფერენცირებული გამოცანა საზრიანი ადამიანებისთვის (პასუხები აქვს)

ჩარლზი, შესაძლებელია, ყველაზე უცნაური ადამიანი იყო ამ პლანეტაზე. ცხოვრებამ მას უამრავი გაკვეთილი და გამოცდა ჩაუტარა, რომელიც მან ვაჟკაცურად გადაიტანა. მაგრამ, ხანდაზმულობის ასაკში მაინც ვერ შეძლო საშინელი ბედისწერისგან თავის დაღწევა. თქვენ შეგიცლიათ მისი ცხოვრების ისტორიას გაეცნოთ და მისი მკვლელი იპოვოთ.


image


1. მოზარდობის ასაკში ჩარლზს მარტოს უყვარდა სეირნობა. ერთ საღამოს ის, ტყეში ლაშქრობაზე ყოფნისას, ჭაში ჩავარდა. ჭის სიღრმე — 30 მ. იყო. იმისთვის რომ იქიდან ამოსულიყო, დღის მანძილზე 3 მ-ით ცოცდებოდა სველ კედელზე, ხოლო ღამე, ძალა რომ ეცლებოდა, 2 მ-ით ქვევით ეშვებოდა — და ბოლოს, მაინც ამოვიდა.


image


კითხვა: ჩარლზი რამდენ დღეში ამოვიდა ჭიდან?



2. ის 20 წლის იყო, როდესაც მეგობრებმა ერთი ოინი მოუწყვეს: მათ მოიტაცეც ჩარლზი, ტანსაცმელი გახადეს და ერთ მიგდებულ სათავსოში გამოკეტეს, რომელსაც ფანჯრები არ ჰქონდა. მას მხოლოდ 1 ბოთლი წყალი და წერილი დაუტოვეს, რომელზეც პირობები იყო მითითებული, რომლის შესრულების შემთხვევაში, იქიდან გამოუშვებდნენ. ბეტონირებულ იატაკზე ის რკინის მილი იყო ამოშვერილი, რომელზეც წერილში იყო საუბარი და მის ფსკერზე იდო ბურთი. მილის დიამეტრი 5 სმ-ს არ აღემატებოდა, ხოლო სიმაღლე – დაახლოებით, 1 მ. იყო. ბურთს ხელით ვერ ამოიღებდა და სიახლოვეს არც ისეთი რამე იყო, რომ გამოეყენებინა. მიუხედავად ამისა, მან დავალება შეასრულა.


image



კითხვა: როგორ ამოიღო ჩარდზმა მილიდან ბურთი?



3. ვიდრე მისი მეგობრები კარიერას იწყობდნენ, ჩარლზი წარმოუდგენლად გამდიდრდა და როგორც თვითონ თვლიდა, თავის ცხოვრების სიყვარულზე, ირენი დაქორწინდა. მაგრამ ირენი ანგარებიანი აღმოჩნდა და როგორც გაირკვა, ჩარლზს მხოლოდ ფულის გამო გაჰყვა ცოლად. შედეგად, მემკვიდრეობის მიღების მიზნით, ის ქმრის მოწამვლას შეეცადა.

მეგობრები ჩარლზს თავიდანვე აფრთხილებდნენ, რომ ირენი ისეთი გოგო არ იყო, როგორც მას წარმოედგინა. მიუხედავად იმისა, რომ მან მათი რჩევა ყურად არ იღო, ქორწინების პირველ თვეებში, თავის დაზღვევის მიზნით, მხოლოდ იმ კერძებს მიირთმევდა, რასაც ირენი. მაგრამ, ერთხელ მას მეუღლემ ვაშლი მიუტანა. ჩარლზი მხოლოდ იმ პირობით დათანხმდა შეთავაზებაზე, თუ ნახევარ ვაშლს ირენი შეჭამდა. ირენმა გაჭრა ვაშლი და თავისი ნახევარი მიირთვა და მას არაფერი მოუვიდა. ხოლო, ჩარლზს, საკუთარი ვაშლის შეჭმის შემდეგ, ლეთარგიული ძილით 1 დღე-ღამე ეძინა. ამის შემდეგ, ირენი ციხეში ჩასვეს, მეუღლის მკვლელობის მცდელობისთვის, ხოლო ჩარლზი გამოჯანმრთელდა.


image


კითხვა: როგორ გადარჩა ჩარლზი და რატომ არაფერი დაემართა ირენს?



4. ჩარლზი ცნობილი ქიმიკოს და ფარმაცევტი იყო. ის უკურნებელი დაავადებების მედიკამენტებზე მუშაობდა და ამ მხრივ, გარკვეულ წარმატებასაც მიაღწია. კოლეგებს ისე შურდათ მისი, რომ მეცნიერის მოკვლა და წამლის ფორმულის მოპარვა განიზრახეს. ერთ-ერთი თანამშრომელი საღამოს მასთან მივიდა და მუცელში დანა ჩაარტყა. ჩარლზმა მოასწრო მისი დანახვა, მაგრამ ძალიან ცუდად იყო, საიმისოდ რომ ტელეფონთან მისულიყო და ცოტა ხანში, გონებაც დაკარგა. ის დაცვის თანამშრომლებმა იპოვეს, რომლებიც სამუშაო დღის შემდეგ ოთახებს ათვალიერებდნენ და სასწრაფო გამოიძახეს. ჩარლზი გადარჩა, ხოლო ეჭვმიტანილებს შორის აღმოჩნდნენ: სერჟი, ნიკოლა, ფელიქსი და მაიკლი.


image


კითხვა: ვინ დაესხა თავს ჩარლზს, თუ ეჭვმიტანილები თავდასხმის მომენტში ჩარლზის ლაბორატორიაში იმყოფებოდნენ და ყველა ერთმანეთ აფარებდა ხელს, ხოლო მსხვერპლის ჯიბეში ფურცელი იპოვეს, რომელზეც მხოლოდ ციფრები: 28, 27, 57 ეწერა?



5. საუკეთესო ექიმები იბრძვოდნენ მისი სიცოცხლისთვის და ჩარლზი გადარჩა. საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ, მან ქალაქის გარეუბანში ვილა შეიძინა და დარჩენილი ცხოვრების სიმყუდროვეში გატარება გადაწყვიტა. მასთან ფოსტალიონი დადიოდა და მის სახელზე მისულ გზავნილებს აბარებდა. პროდუქტებით – საკვების დამტარებელი ამარაგებდა, ხოლო პრესის დამრიგებელს, ყოველდღიური გაზეთი მიჰქონდა. პარასკევს მასთან ფოსტალიონი მივიდა და კარი შეღებული დახვდა, ძახილის შემდეგ, პატრონი რომ არ გამოეხმაურა, სახლში შევიდა და სამზარეულოში, სისხლის გუბეში, ჩარლზის უსულო ცხედარი დაინახა. მან მაშინვე პოლიცია გამოიძახა. ოფიცერმა შემთხვევის ადგილი დაათვალიერა და მაშინვე დაასკვნა, რომ მკვლელობასთან ჰქონდა საქმე. მაგიდაზე რძე, პური, აბები, გასაღები და ყოველდღიური გაზეთი იდო. ეჭვმიტანილი 3 იყო: ფოსტალიონი, პრესის და საკვების დამტარებლები.


image


კითხვა: ვინ მოკლა ჩარლზი?


image


image


პასუხები:


1. 28 დღეში. რადგან ის ლაშქრობაზე იყო, შესაბამისად, საკვებიც ჰქონდა და სწორედ ამან გააძლებინა. ის დღე-ღამეში 1 მ-ზე ამოდიოდა. 27 დღეში 29 მ-ზე ამოვიდა, მაგრამ ღამე 27 მ-მდე დაეშვა. 28-ე დღეს კი, 3 მ-ზე ამოცოცდა და ჭიდან ამოვიდა.


2. რადგან პინგ-პონგის ბურთი ძალიან მსუბუქია, ერთადერთი ხერხი მის ზემოთ ამოსაწევად, წყლის ჩასხმა იყო: მაშინ ბურთი საკმარისად ზევით ამოვიდოდა, საიმისოდ, რომ ხელით მისწვდომოდა.


3. რადგან ჩარლზი თავდაცვის რეჟიმში იყო, ყოველ დილით უნივერსალურ შხამსაწინააღმდეგო საშუალებას იღებდა. მაგრამ, შხამი იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ მან გარკვეული დროით გონება დაკარგა. რაც შეეხება ირენს, მან შხამი დანის ერთ მხარეს წაუსვა და როდესაც ვაშლი გაჭრა, მხოლოდ ის ნახევარი მოიწამლა, რომელიც ჩარლზს შეხბდა.


4. დამნაშავე იყო ნიკოლა. ჩარლზი ტელეფონთან ვერ მივიდა, მაგრამ მკვლელის დანახვისთანავე ეს ციფრები დაწერა. რადგან ის გენიალური ქიმიკოსი იყო, მკვლელის სახელი ქიმიური ელემენტების ნომრებით დაშიფრა: 28 — Ni (ნიკელი); 27 — Co (კობალტი); 57 — La (ლანთანი) ანუ NiCoLa


5. ჩარლზი პრესის დამტარებელმა მოკლა. მას ყოველდღიურად მიჰქონდა გაზეთები. ბოლო გაზეთი სამშაბათს იყო მიტანილი. ხოლო, ჩარლზის გვამი პარასკევს აღმოაჩინეს. რაც იმას ნიშნავს, რომ ფოსტალიონმა იცოდა, რომ ქიმიკოსი მკვდარი იყო და მასთან გაზეთების მიტანა შეწყვიტა. მოტივი: ჩარლზს არ უნდოდა მისთვის ნარკოტიკული წამლების დამზადება.

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
imageლოგიკური გამოცანები (პასუხები აქვს)

ამოხსენით გამოცანა და გაიგეთ, შეგიძლიათ თუ არა დეტექტივობა (პასუხი აქვს)

«გაიქეცი და სხვებიც გადაარჩინე» – ლოგიკური გამოცანა (პასუხი აქვს)

1
673
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
673
  
2019, 19 თებერვალი, 1:15
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1