x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
დედოფლისწყაროში „ტამიფლუ“ უფასოდ 11 მოქალაქეზე გაიცა
image


დედოფლისწყაროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, რომ ამ დროისთვის პრეპარატ „ტამიფლუს“ უფასო პროგრამით 11-მა ადამიანმა ისარგებლა. თუმცა, დედოფლისწყაროს მთავარი ეპიდემიოლოგი ლალი ალადაშვილი ამბობს, რომ არცერთ მათგანთან H1N1 ვირუსი დადასტურებული არ არის. მისი თქმით, პრეპატარის უფასოდ მიღება დედოფლისწყაროში ორ ადგილასაა შესაძლებელი, რაიონული ჯანდაცვის ცენტრში და ადგილობრივ საავადმყოფოში. მარაგი აქვთ დედოფლისწყაროს კერძო აფთიაქებშიც.


„ტამიფლუს მარაგი გვაქვს. ამ ეტაპისთვის, გრიპის შემთხვევებმა იკლო.. პრევენციისთვის არ შეიძლება „ტამიფლუს“ მიცემა. სტაციონარში მოთავსებულ ყველა გრიპით ან გრიპის მსგავსი სიმპტომებით დაავადებულ პაციენტებს ექიმის გადაწყვეტილებით დაენიშნა ტამიფლუ. ბავშვებზე, სოციალურად დაუცველებზე, პენსიონერებზე საზ. ჯანდაცვის ცენტრიდან უბნის ექიმის დანიშნულების საფუძველზე ბოლო მონაცემებით 11 პაციენტზე გავეცით, მაგრამ H1N1 ვირუსი არცერთ მათგანს არ დადასტურებია, “ - აღნიშნავს ლალი ალადაშვილი.


დედოფლისწყაროს საავადმყოფოში მიმართვიანობის მაჩვენებელმა უკვე კლება დაიწყო. მედიკოსები ამბობენ, რომ ვითარება საგანგაშო არ არის.



ცნობილია, რომ გრიპის გარდა ეპიდაფეთქებაა წითელას გავრცელების კუთხით. განსაკუთრებით რთული ვითარებაა კახეთის რეგიონში, თუმცა დედოფლისწყაროში ამ დროისთვის მხოლოდ წითელას 1 შემთხვევაა დაფიქსირებული, 31 წლის მამაკაცი საგარეჯოს მკვიდრია და დედოფლსწყაროს სოფელ კასრისწყალში მდებარე ერთერთ მეცხოველეობის ფერმაში მუშაობს. ადგილობრივ მოსახლეობაში წითელას არცერთი შემთხვევა გამოვლენილი არ არის.


ამავე თემაზე: დედოფლისწყაროში წითელას 1 შემთხვევაა დაფიქსირებული

2
22
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
22
  
2019, 21 იანვარი, 3:36
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 20 იანვარი, 22:34
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2