x
image
გემი დალანდი
რატომ უნდა იყოს ტყუპები ყველა ადამიანის ცხოვრებაში
image

ასტროლოგები 9 ღირსებას გამოყოფენ, რომელთა გამოც ტყუპები სიყვარულს და პატივისცემას იმსახურებენ. ასტროლოგებისავე შეხედულებით, ტყუპები-ის ნიშანია, რომელიც ყველა ადამიანის ცხოვრებაში უნდა იყოს.

რატომ უნდა გვიყვარდეს ტყუპები?

1.ტყუპები ძალიან კომუნიკაბელური და ცოდნისმოყვარული ადამიანები არიან. მათთან ურთიერთობისას, ერთდროულად გიწევთ სხვადასხვა ინტერესებთან და საგნებთან შეხება, რომელთა მიმართაც ტყუპები ცოდნას ავლენენ.


2.ტყუპებთან არასოდეს მოიწყენთ. ისინი ცხოვრების ჩვეულ და უფერულ დღეებს გაგიფერადებენ და გაგიხალისებენ. წვეულებებსა და ღონისძიებებზე კი შთაბეჭდილებას მოახდენენ. ტყუპები ადვილად პოულობენ საერთო ენას ყველასთან და ყველას მალე ხიბლავენ.

3.ტყუპები გულუხვები და გულღია ხალხია. ყოველთვის მზად არიან დასახმარებლად. მართალია, იმ უზარმაზარი ინფორმაციის გამო, რომელსაც იღებს, შესაძლოა თქვენი დაბადების დღე გამორჩეს, მაგრამ მოგვიანებით აუცილებლად გაგახარებთ.

4.ტყუპებს შეუძლიათ ისე მოუსმინონ ადამიანს, რომ ამ უკანასკნელმა ყურადღების ცენტრში იგრძნოს თავი. მათთან საუბარი ძველ მეგობართან საუბარს ჰგავს. საქმე ისაა, რომ მათ ნამდვილად აინტერესებთ რაზეც ესაუბრებით, რადგან ბუნებით ცნობისმოყვარეები არიან.

5.ტყუპები-ორმაგი ნიშანია. ისინი სამყაროს მრავალწახნაგოვნად ხედავენ და სხვებსაც ეხმარებიან სიტუაციის სხვადასხვა კუთხიდან აღქმაში. არ ახასიათებთ ჩაციკვლა წარუმატებლობის დროს და სასოწარკვეთას არ ეძლევიან.

6.ტყუპებს ძალიან ღლით სერიოზულობა. მათთან ურთიერთობა-გართობის, მოდუნების და ცუდის დავიწყების ტოლფასია.

image7.ტყუპები ვერ იტანენ წუწუნა ადამიანებს. ისინი საშუალებას არ მოგცემენ ცხოვრებაზე იწუწუნოთ და პასუხისმგებლობის აღებას გასწავლიან. ტყუპების არსებობა თქვენს ცხოვრებაში თუნდაც იმითაა მნიშვნელოვანი, რომ ვინმემ შეგახსენოთ თუ რა ხანმოკლეა სიცოცხლე საიმისოდ, რომ ის წუწუნსა და დარდში გაატაროთ.

8.ტყუპები გასწავლიან მიიღოთ ცხოვრებისგან ყველაფერი. ისინი ყოველთვის თავგადასავლების ძიებაში არიან, თავისი გატაცებებით ცხოვრობენ, და აკეთებენ თავის საქმეს. აიღეთ მათგან მაგალითი.

9.ტყუპები ექსცენტრიულები და ექსტრავაგანტულები არიან.ანუ, ცოტათი სხვანაირები არიან. სამაგიეროდ, მათთან თვალთქმაცობა და თავის მოჩვენება არ გჭირდებათ, რადგან ტყუპები ყველა ადამიანს ისეთებს იღებენ, როგორებიც სინამდვილეში არიან-მთელი მათი ნაკლოვანებებით და ღირსებებით, და არასოდეს განიკითხავენ.image

0
3762
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
3762
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0