ელ. წიგნები დრაკონის სამკუთხედი - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ! 2019, 28 იანვარი, 14:21 ბერმუდის სამკუთხედის გარდა სხვა მსგავსი საიდუმლოებით მოცული ადგილი არსებობს, რომლებიც ნაკლებად არის ცნობილი… ერთ-ერთი ასეთია დრაკონის სამკუთხედი, იგივე ეშმაკის ზღვა, რომელიც უფრო საშიში და მისტიკურია, ვიდრე ბერმუდის სამკუთხედი. ამ ადგილს, რომელიც იაპონიის სანაპიროსთან მდებარეობს, იდუმალებას ისიც სძენს, რომ ცნობილ ბერმუდის სამკუთხედთან საკმაოდ ახლოსაა. ე.წ. დრაკონის სამკუთხედი სავსეა ისეთი ფენომენებით, როგორიცაა მაგნიტური ანომალიები, აუხსნელი გამოსხივება და, რა თქმა უნდა, უგზო-უკვლოდ გამქრალი ადამიანები. 1952 წელს, იაპონიის მთავრობამ ადგილის გამოსაკვლევად ხომალდი, სახელად “კაიო მარუ #5” გაუშვა, თუმცა მკვლევართა 31 კაციანი ჯგუფი მას შემდეგ არავის უნახავს. ამ ადგილთან დაკავშირებული მეორე ამბის თანახმად, ყუბილაი ყაენმა, რომელმაც იაპონიაში შეჭრა სწორედ ეშმაკის ზღვის გავლით გადაწყვიტა, ამ ადგილას 40 000 მეომარი უგზო-უკვლოდ დაკარგა. ამ ანომალიის ახსნას ბევრი თეორიით ცდილობენ, მათ შორის უცხოპლანეტელების, პარალალური განზომილების და იდუმალი ქალაქის, ატლანტიდის შესახებ. მანამდე კი დრაკონის სამკუთხედი ადამიანების “ყლაპვას” აგრძელებს. 2012 წლის იანვარში, ჩინური გემი, სახელწოდებით "MV Lin-je" 19 ეკიპაჟით იაპონიისკენ მიემგზავრებოდა. თუმცა გემმა ვერ მიაღწია კოგოშიმას გემბანს. სატვირთო გემი მოულოდნელად გაუჩინარდა "დრაკონის სამკუთხედის" რეგიონში. გემი სრულიად გამართული იყო და საფრთხის განგაშის სიგნალიც არ ყოფილა. გემს თვეების განმავლობაში ეძებდნენ, თუმცა ხელჩასაჭიდი ვერაფერი ნახეს, პროფესორ იუნიჩი იაოის განცხადებამ საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. მისი მტკიცებით, გემი აქ არის იაპონიაში, უბრალოდ ადამიანები ვერ ხედავენ მას, რადგან "დრაკონის სამკუთხედმა" ის პარალელურ სამყაროში გადააგზავნა. "ძირითადად გემები და თვითმფრინავები ქარიშხალის გამო უჩინარდებიან ამ რეგიონში, თუმცა მათ პოვნას მაინც ვერ ახერხებენ! რატომ არ გგონიათ, რომ ზღვის ქვეშ არსებობს ზებუნებრივი ხვრელი, რომელიც ამ ტექნოლოგიებს სხვა სამყაროში აგზავნის, რომელსაც ჩვენ ვერ ვხედავთ და ვერ ვეხებით... ხო..ხოო.. მიხვდით... მართალი ბრძანდებით! მე პარალელურ სამყაროზე ვსაუბრობ, რაზეც ძალიან ბევრი მტკიცებულება აქვთ უკვე მეცნიერებს, უბრალოდ ამის გასაჯაროება არ სურთ!" - პროფესორი იაოი "დრაკონის და ბერმუდის სამკუთხედების" შესახებ უამრავი თეორია არსებობს. მეცნიერთა ნაწილის მტკიცებით, ეს უბრალოდ ბუნებრივი მოვლენებით არის გამოწვეული, ხოლო ნაწილი პარალელურ სამყაროს და ზებუნებრივ ძალებს უკავშირებს. არსებობს ადამიანთა ისეთი კატეგორია, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ამ წყლების ქვეშ არსებობს ხვრელი, რომელიც პირდაპირ ჯოჯოხეთისკენ მიმავალი გზაა. საიდუმლო ბოლომდე ახსნილი ჯერ კიდევ არ არის... "უბრალოდ როდესაც დეტალურად ვერ ახერხებენ პასუხების გაცემას, მარტივი გზით გვიშორებენ თავიდან" ...<<< ეს ბუნებრივი მოვლენაა>>> სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი <<<თქვენთვის საინტერესო>>> 1. სიახლე დაკარგული კონტინენტის, ატლანტიდის შესახებ!!! 2. ამ სტიუარდესებმა სოც-ქსელები "ააფეთქეს" (+65 ფოტო) 3. ჭკვიანი მობილურები, რომლებიც ახალ Android 9.0 Pie -ს განახლებას მიიღებენ! 4. როგორი იქნება 2019 წელი მშვილდოსნებისთვის? 5. რა აქვთ ქართველებს საამაყო? 6. ხელოვნური ინტელექტის 5 ქალი რობოტი, რომლებიც მომავალში მამაკაცებს პარტნიორობას გაუწევენ! 7. ნოსტალგია - გაიხსენეთ 90 -იანი წლების ბავშვობა... რითი ვერთობოდით? 8. აი რას ნიშნავს მეგობრობა მოხუცთან? 9. აი, რას ნიშნავს იყო ორსულად... - სახალისო ფოტოსურათები 10. 10 ყველაზე დრამატული და სისხლიანი ავიაკატასტროფა, რომელიც მეხსიერებიდან არ იშლება! 922 5-ს მოსწონს
|