x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რა აქვთ ქართველებს საამაყო?
და მაინც ვინ არიან ქართველები???....
image
1. ადამიანის ნაშთები, რომელიც დაახლოებით 1.8 მილიონი წლისაა, აღმოაჩინეს 1991 წელს საქართველოში, დმანისში. ეს ევროპაში აღმოჩენილი ადამიანის უძველესი ნაშთებია. ქართველებმა სათავე დაუდეს თეთრ კანიან რასას.

2. საქართველო არის ვაზისა და ღვინის სამშობლო. რასაც ადასტურებს როგორც ისტორიული, არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული მასალები, ასევე ლიტერატურული ძეგლებიც. ქვემო ქართლის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების დრო აღმოჩენილ იქნა ყურძნის წიპწები, რომელიც ძვ.წ. 7-6-ე ათასწლეულებს განეკუთვნება. გარდა ამისა, საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილია ენეოლითის დროინდელი მარანი. საქართველოში 500-ზე მეტი ყურძნის ჯიშია.

3. საქართველო ასევე ხორბლის სამშობლოა. მსოფლიოში 27 სახეობის ხორბალი არსებობს. აქედან 23 არის კულტურული სახეობა. ამ 23-დან კი 14 არის ქართული ხორბლის ჯიში. ქართული ხორბლის ჯიშებს გააჩნიათ უნიკალური თვისებები: ყინვის მიმართ გამძლეობა, გვალვის მიმართ გამძლეობა და სტაბილურმოსავლიანობა.

4. ქართველმა არქეოლოგებმა, ბორჯომის რაიონის სოფელ საკირესთან, კოდიანის მთის ძირში, ყორღანი აღმოაჩინეს, რომელიც მესამე ათასწლეულის შუა ხანებით თარიღდება. არქეოლოგიური გათხრების შედეგად, თაფლის ორი ჭურჭელი იქნა აღმოჩენილი, რომელიც ტუტანჰამონის სამარხში არსებულ ცნობილ თაფლზე, თითქმის 14 საუკუნით უფრო ძველია. ყორღანი დაალოვბით 5500 წლის არის.

5. აქამდე ყველაზე ძველი ძაფი, ოღონდ ჭინჭრისაგან დამზადებული, ნაპოვნი იყო ჩეხეთში და მისი ასაკი 29 ათასი წლის სიძველით თარიღდებოდა. მაგრმ საქართველოში 32 000 წლის წინანდელი ფენიდან აღებულ მასალაში აშკარად ადამიანის ხელით დართული სელის ნაწილაკები ჩანს.

6. მსოფლიოში 7000-ზე მეტი ენა არსებობს, დამწერლობა კი სულ 14-ია.
14 დამწერლობას შორის ერთი ქართულია (მეხუთე სიძველის მიხედვით, ახალი კვლევებით მესამე).

7. მსოფლიოში 5000-მდე ერია და მხოლოდ 200-მდე სახელმწიფო.
ჩვენ უძველესი კულტურისა და ისტორიის მქონე ერი ვართ. ამ რეგიოში ერთდ ერთი ერი ვართ, რომელსაც დამპყრობელმა ვერც რჯული შეუცვალ და ვერც ჯიში წაუხდინა. იცოდეს მსოფლიომ რომ ჩვენ ვართ ქართველები.
პ.ს - და მე ვამაყობ თქვენით ქართველებო <3
6
1569
12-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
1569
  
2019, 25 იანვარი, 9:46
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 25 იანვარი, 9:32
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი alex999-ის კომენტარზე
2019, 17 იანვარი, 22:06
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 15 იანვარი, 1:50
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 14 იანვარი, 19:44
ეხლა უკვე გამაწითლე... ხოიცი ჩემი ❤️ ხართ....
2019, 14 იანვარი, 16:12
მე კი იმით ვამაყობ, რომ ინტერმედიაზე შენნაირი ადამიანები არიან, ალექს. ბრავო.
0 1 6