სხვა კიკვიძის ბაღში მიუსაფარი ძაღლების გამოსაკვები ბოთლიყლაპია აპარატი უკვე დააზიანეს 2019, 19 იანვარი, 22:46 კიკვიძის ბაღში მიუსაფარი ძაღლების გამოსაკვები ბოთლიყლაპია აპარატი დააზიანესალბათ, გახსოვთ 2018 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში თბილისის მერის მიერ განხორციელებული პროექტი. რიყის პარკში, ვერის ბაღსა და ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკში მიუსაფარი ძაღლებისათვის განკუთვნილი კვების აპარატები დაიდგა. აპარატის მუშაობას თბილისის მერი კახა კალაძე რიყის პარკში გაეცნო. პირველ ეტაპზე აპარატები სამ ადგილზე დაიდგა, მომავალი წლიდან კი ძაღლების კვების აპარატების დედაქალაქის მასშტაბით სხვადასხვა ტერიტორიაზე განთავსება იგეგმებოდა დღეს, კი კიკვიძის პარკში განთავსებული ასეთი აპარატი დაზიანებული იყო. ამის შესახებ თბილისის მერიის პრესსამსახური იუწყება. ამის შესახებ თავად თვითმხილველებიც საუბრობენ: ''აი, ასეთ დღეშია კიკვიძის ბაღში სულ ახლახან დამონტაჟებული ბოთლიყლაპია აპარატი, რომლის მეშვეობით მიუსაფარი ძაღლების გამოკვებაა შესაძლებელი. ამის ჩამდენს ცხოველი რომ ვუწოდო, ცხოველებს მივაყენებ დიდ შეურაცხყოფას. რატომ ხალხო, რატომ?'' კვების აპარატებში პლასტმასის 0, 5 ლიტრიანი ბოთლის ჩაგდების შემთხვევაში, ძაღლებისათვის საკვები ჩამოიყრება, ხოლო დისპენსერში წყლის ჩასხმის შემდეგ, ცხოველები წყლის სურვილს მოიკლავენ. კვების აპარატები რეციკლირების პროცესს უწყობს ხელს და მუშაობისათვის მზის ენერგიას იყენებს. 74 შეფასება არ არის
|