ფილოსოფია სიახლე დაკარგული კონტინენტის, ატლანტიდის შესახებ!!! 2019, 28 იანვარი, 9:29 ატლანტიდა - ლეგენდარული მიწა (კუნძული, არქიპელაგი ანდაც კონტინენტი), რომელიც ზღვის ფსკერზე დაეშვა მიწისძვრის ან რაღაც სხვა კატაკლიზმის შედეგად. ქვეყნის მოსახლეობას ატლანტები ეწოდებოდა. პირველად პლატონი იხსენიებს ტიმეოსთან და კრიტეოსთან დიალოგებში. მეცნიერების 90% პლატონის თეორიას გამოგონილს უწოდებენ. თუმცა ყოველწლიურად ჩნდება მტკიცებულება იმისა, რომ ატლანტიდა ოდესღაც ნამდვილად არსებობდა. კონტინენტის შესახებ პირველად პლატონმა ისაუბრა ტიმეოსთან და კრიტეოსთან. მას შემდეგ საუკუნეები გავიდა და ატლანტიდის ლეგენდა ისევ ცოცხლობს... ნუთუ ლეგენდა??? პლატონის თანახმად, ოდესღაც, 9 000 წლის წინ ათენი უფრო სასახელო, მძლავრი და კეთილსინდისიერი სახელმწიფო იყო. ათენის უმთავრესი მეტოქე ზემო ხსენებული ატლანტიდა იყო. ეს კუნძული ერთად აღებულ მცირე აზიასა და ლიბიას აღემატებოდა ზომით. ამ კუნძულზე საოცარად დიდი და მძლავრი სამეფო შექმნილიყო, რომელიც ლიბიას ფლობდა ეგვიპტემდე და ევროპას ტირენემდე. ამ სამეფოს ყველა ძალა ათენის დასამონებლად იქნა გადმოსროლილი. ათენელებიც თავიანთი თავისუფლების დასაცავად აღსდგნენ ელინთა მეთაურობით; და იმის მიუხედავად, რომ ყველა მოკავშირემ მათ უღალატა, ათენელებმა მაინც მოახერხეს ატლანტების მოდრეკვა და მათ მიერ დამონებული ერების გათავისუფლება. ამას უდიდესი ბუნებრივი კატასტროფაც მოჰყვა, რომლის შედეგად, ათენელთა მთელი ჯარი და მთლიანად ატლანტიდა ზღვის ფსკერზე აღმოჩნდა. ასე წაიშალა ატლანტიდა არსებობის ისტორიიდან. პლატონის თეორიას ძალიან ბევრი მეცნიერი ეწინააღმდეგება, თუმცა იმ ადამიანების რაოდენობაც მატულობს, რომლებსაც სჯერათ პლატონის. ახალი მტკიცებულებების თანახმად, შესაძლოა ატლანტიდა მდებარეობდეს ევროპასა და სამხრეთ ამერიკას შორის მდებარე აზორების კუნძულებზე, რომელიც პორტუგალიის საკუთრებაა. პორტუგალიის არქეოლოგიის კვლევის ასოციაციის თანამშრომლის, ნუნო რიბეირას თქმით, ამ ადგილზე აღმოჩენილია ხელნაკეთი ნივთები და ნაგებობები, რომელიც ათასობით წლით თარიღდება. პორტუგალიელი მეცნიერების მტკიცებით, ამის გაკეთების საშუალება ნაგუსლისხმევ პერიოდისთვის მხოლოდ ატლანტიდელებს შეეძლოთ. კვლევაში მონაწილე ამერიკელი მეცნიერები ასევე განიხილავენ იმ ვერსია, თუ როგორ გადარჩნენ ძველი ატლანტიდელები... ისინი ფიქრობენ, რომ ოკეანის ქვეშ მოყოლილ ატლატიდელთაგან ვერავინ მოახერხებდა გადარჩენას, შეძლებდნენ მხოლოდ ისინი, რომლებიც აზორის კუნძულებზე გაიხიზზნენ. აზორების კუნძულზე ასევე აღმოჩენილია 2000 წლით დათარიღებული ნამარხები. ამ კუნძულზე მიაგნეს ისეთ ნივთებს, რომლებსაც ქვის ხანას უკავშირებენ... რიბეირო დარწმუნებულია, რომ მან თავის მეცნიერ თანაგუნდელებთან ერთად ააღმოაჩინა ატლანტიდა. წარმოგიდგენთ ახალ ფოტოებს, კუნძულ აზორის წყლებიდან... სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი <<<იხილეთ ასევე>>> 1. ამ სტიუარდესებმა სოც-ქსელები "ააფეთქეს" (+65 ფოტო) 2. ჭკვიანი მობილურები, რომლებიც ახალ Android 9.0 Pie -ს განახლებას მიიღებენ! 3. როგორი იქნება 2019 წელი მშვილდოსნებისთვის? 4. 7 ბნელი სიმართლე საუდის არაბეთის პრინცების შესახებ! 5. რეალურად აღმოჩენილი 5 "ურჩხული", რომლებსაც მეცნიერები საიდუმლოდ იკვლევენ! 6. ხელოვნური ინტელექტის 5 ქალი რობოტი, რომლებიც მომავალში მამაკაცებს პარტნიორობას გაუწევენ! 7. რომ იტყვიან სიყვარული აბრმავებსო"... - აი ესაა ზუსტად! 8. Google Map -ის მიერ აღმოჩენილ ობიექტს, 10 წლის მანძილზე ეძებდნენ... 1174 8-ს მოსწონს
|