საზოგადოება დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების გამო დაკავებულია 2 პირი 2019, 19 იანვარი, 12:56 შსს ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა პროკურატურასთან ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დიდ დიღომში, ავთანდილის ქ. 8–ში საცხოვრებელ კორპუსში, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად გამოწვეული აფეთქების ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 2 პირი დააკავეს, რომლებიც 16 იანვარს გამოძახებული იყვნენ აღნიშნულ მისამართზე, რამდენიმე საათით ადრე. მათ არაჯეროვნად შეამოწმეს იქაურობა და თქვეს, რომ გაზის სუნი საღებავის სუნში ერეოდათ. აფეთქების შედეგად დაიღუპა 4 ადამიანი, მათ შორის – მცირეწლოვანი. შსს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 240 და 220 ე მუხლებით განაგრძობს. 10 1-ს მოსწონს
|