ესე ,,უსიყვარულოდ,მზე არ სუფევს ცის კამარაზე"!.. 2012, 13 ივლისი, 22:11 სიყვარული-ო, რა მშვენიერი და ამაღლებულია ეს გრძნობა.მე მჯერა სიყვარულის, მაგრამ ცარიელი სიყვარულის არ მწამს, რომელიც მხოლოდ უაზროდ ლაქლაქებს და სიტყვით ვერ ამტკიცებს.გრძნობას მრავალსიტყვაობა არ უყვარს.ის უსათუოდ თვალებით ლაპარაკობს და მაინც სინამდვილეში რა არის სიყვარული?ამაზე დანამდვილებით ვერავინ ისაუბრებს.სიყვარული სხვადასხვაგვარია:სამშობლოს, ერის, მეგობრების, მშობლებისა და ახლობლების სიყვარული, მაგრამ მათგან განსხვავებული და ამაღლებული მაინც ქალ-ვაჟის სიყვარულია, რადგან ადამიანს სამშობლოსა და ოჯახის სიყვარული ბავშვობიდან მოჰყვება.ხოლო ნამდვილი გრძნობა ორ უცნობ ადამიანს სამუდამოდ ერთმანეთთან აახლოვებს.ისინი ერთმანეთთან საერთო ენას პოულობენ, შემდეგ კი მონათესავე სულები ხდებიან და სულიერ საზრდოს აწვდიან ერთმანეთს.მათ ერთნაირად უხარიათ, მაგრამ ორჯერ უფრო მეტად სტკივათ ერთურთის ტკივილი.ნამდვილი სიყვარული არ დაეძებს ასაკს და არც კითხულობს რაიმეს.მიდის მასთან ვისთანაც უნდა და როცა უნდა.
“მე შენ მიყვარხარ...იქნებ არ მაქვს ამის უფლება,
მაგრამ სიყვარულს ვინ წაართვა თავისუფლება."
სიყვარული შეიძლება დაუშალონ ადამიანს, მაგრამ ის გულში რჩება.როცა გიყვარს ყველაფერს სხვა თვალით უყურებ, უფრო ბედნიერი ხდები.მისი ღიმილის დანახვა გინდა.მას ყოველთვის ესმის შენი.ეს ის ადამიანია, რომელმაც შენს სულსა და გულში დიდი სითბო შემოიტანა.ყველასთვის ის ჩვეულებრივი ადამიანია.აი, შენთვის კი მთელ სამყაროს უდრის, მაგრამ სამწუხაროდ ხშირად ადამიანს გარეგნობით აფასებენ, ხოლო პიროვნებით დიდად არ ინტერესდებიან.“სილამაზეში არ უნდა ვეძებოთ სიყვარული, არამედ პირიქით სიყვარულში სილამაზე."შენ ის ისეთი გიყვარს როგორიცაა და მის ნაკლს ვერ ამჩნევ.მისი სულიერი სამყარო გხიბლავს.მას ყოველთვის დაიცავ და რაც არ უნდა აძაგონ, ის შენთვის მაინც უცვლელი რჩება.აი, ესაა ნამდვილი სიყავრული, თუმცა იგი მცირეა ამქვეყნად.მას ცრემლებიც უხდება, რადგან განშორება საუკეთესო საზომია სიყვარულისა.ნამდვილი გრძნობა ღრმავდება და ძლიერდება, პატარა-ნელდება და ქრება.ხშირად ადმიანი, რომელიც გიყვარს, ეს სწორედ ის ადამიანია, ვინც ყველაზე მეტად გტანჯავს.
“თუ გაგებუტე, იმას ნუ იტყვი გულს უხარია შენი სიშორე, მინდა უშენოდ გავძლო როგორმე, რომ უჩემობის ფასი იცოდე." სიყვარულში ისევე როგორც ხელოვნებაში, გაუბედაობა არას არგებს ადამიანს“გაუბედავებს გაურბით ბედიო, "ნათქვამია.სამწუხაროდ, ხშირად ყველაზე უბედურნი სიყვარულში სწორედ ისინი არიან, ვინც უფრო ღირსნი არიან სიყვარულისა.იმიტომ, რომ ისინი სხვათა კეთილდღეობაზე ზრუნავენ და თავს ივიწყებენ.ამიტომაც კარგავენ ყველაზე საყვარელ ადამიანს.ცუდი ისაა, რომ რაღაცის ფასს მისი დაკარგვის შემდეგ უკეთ იგებ.მაგრამ ერთი რამ ვიცი დანამდვილებით, სიყვარულშია სიცოცხლის აზრი და უსიყვარულოდ, სიცოცხლესაც არა აქვს ფასი.თუმცა ფაქტია, რომ “სიყვარული წიგნებშია ტკბილი, ცხოვრებაში წამებაა მხოლოდ."იმიტომ, რომ ბევრი შეყვარებული წყვილი სიყვარულმა დაახლოვა, მაგრამ ცხოვრებამ დააშორა ერთმანეთს.ცხოვრებაში ბევრი უსამართლობა ხდება, მაგრამ რას ვიზამთ.მას ვერ შევცვლით, მაგრამ ბრძოლა არ უნდა შევწყვიტოთ.სასწულები ხდება! “სიყვარული რიგდებოდა წიგნის მაღაზიაში, ის დღე იყო გაზაფხული იღვიძებდა იაში, მზე კოცნიდა თეთრ ალუბლებს, უსათუთეს ლიანებს სიყვარული რიგდებოდა და მე დავიგვიანე"... 673 3-ს მოსწონს
|