ანეკდოტები ქალიშვილის ორსიტყვიანი წერილი, რომელმაც დედა შოკში ჩააგდო - სახალისო ამბავი 2019, 14 იანვარი, 22:37
ერთ ქალს სამი ქალიშვილი ჰყავდა. როცა უფროსი გათხოვდა და ქმართან გადასვლა დააპირა, დედამ სთხოვა მიეწერა მისთვის წერილი თავისი ინტიმური ცხოვრების შესახებ. რამდენიმე დღის შემდეგ ქალმა მართლა მიიღო შვილისგან წერილი, თუმცა მხოლოდ ერთი სიტყვისგან შემდგარი: Nescafe.
დედამ თავიდან ვერაფერი გაიგო, მაგრამ მალე, შემთხვევით, გაზეთში Nescafe-ს რეკლამას გადააწყდა: — "სიამოვნება უკანასკნელ წვეთამდე" — და ძალიან გაიხარა ქალიშვილის გამო. შემდეგ შუათანა გოგოც გათხოვდა და დედამ მასაც სთხოვა წერილით შეეტყობინებინა ქმართან ინტიმური ურთიერთობის შესახებ. ერთი კვირის შემდეგ ქალიშვილისგან მიიღო წერილი ორიოდე სიტყვით: Benson & Hedges. დედამ გაზეთებში დაიწყო ამ მარკის სიგარეტების სარეკლამო ტექსტის ძიება და მალე იპოვა კიდეც: «Extra Long, King size», — და ისევ გაიხარა. ბოლოს უმცროსი ქალიშვილის გათხოვების ჯერიც დადგა. ამჯერად დედამ ქალიშვილისგან მხოლოდ ერთი თვის შემდეგ მიიღო წერილი ერთადერთი ფრაზით: British Airways. დედამ მაშინვე მოიძია ავიაკომპანიის რეკლამა გაზეთში და ცოტაც დააკლდა, გული არ წაუვიდა: "დღეში სამჯერ, კვირაში შვიდი დღე, ყველა მიმართულებით!" - ეწერა რეკლამაში. ასევე დაგაინტერესებთ: 1. "დედა და მამა ცხენობანას თამაშობდნენ" - აი, რა დაინახა ბავშვმა (სახალისო ამბავი) 2. როგორ "არ" ორსულდებოდნენ სსრკ-ში - სახალისო ამბავი 3. რა უპასუხა ქართველმა გამყიდველმა რუს კლიენტს - რას ჰყვებიან რუსულ ინტერნეტსივრცეში 4. საოცრად სახალისო პასუხი, რომელიც გოგონამ ტექნიკური სააგენტოსგან მიიღო - სიცილი გარანტირებულია! 5. პირველკლასელის დაუჯერებელი პასუხი მასწავლებლის შეკითხვებზე - ანეკდოტი, რომელმაც ბევრი გაახალისა 6. ვინ არიან სინამდვილეში ექიმები - ეს ყველამ უნდა წაიკითხოს! 7. რა გააკეთა ახალგაზრდა ექიმთან ნაცხის ანალიზზე მისულმა გოგომ - ამბავი, რომელმაც ინტერნეტი გაახალისა! 1874 6-ს მოსწონს
|