x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138463
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512084
10 შეცდომა ბავშვებთან, რასაც შემდგომში ინანებთ

1. ცოტას ვეხუტებით

image
მეცნიერებმა დიდი ხნის წინ დაადგინეს ის, რომ მორალური და ფიზიკური განვითარებისთვის ჩახუტებას დიდი როლი ეკისრება. მიუხედავად იმისა, რომ ჩახუტება სასიამოვნო პროცესია, არსებობენ მშობლები, რომლებიც უარს ამბობენ მასზე. ამ ყველაფერს სხვადასხვა მიზეზი აქვს(ზოგი ფიქრობს, რომ ამით ბავშვი ძალიან მიეჩვევა დედას და ა.შ).
დაიჭირეთ ეს მომენტი, რადგან ბავშვი მალე გაიზრდება და შემდეგ მას თქვენი ჩახუტება არ მოუნდება.


2. ვერ შეძელით, დამტკბარიყავით შვილთან ურთიერთობით

imageპატარა ბავშვს ძალიან სჭირდება ხშირი კონტაქტი მშობლებთან/უფროსებთან. სიმართლეა ასევე ისიც, რომ მშობლებისთვისაც მნიშვნელოვანია ეს ურთიერთობა. მიაუხედავად იმისა, რომ თავისუფალი დრო ძალიან ცოტა გაქვთ, უნდა დაუთმოთ ის ბავშვსს. ერთხელაც მიხვდებით, რომ დრო სწრაფად გავიდა და თქვენს შვილს უკვე თავისი ცხოვრება აქვს. გაშვებულ დროს უკან ვერ დააბრუნებთ.


3.გავიწყდებოდათ ფოტოსა და ვიდეოს გადაღებაimageრა თქმა უნდა, ბავშვის ფსიქიკაზე ეს არ იმოქმედებს, მაგრამ რაღაც დროის შემდეგ მოგინდებათ გაიხსენოთ ყველაზე ძვირფასი მომენტები თქვენი ცხოვრებიდან და მათი გაზიარება უკვე ზრდასრული შვილისთვის.


4.არ იწერდით პირველ სიტყვებს
image
ეს უბრალოდ საუკეთესო მოგონებები იქნება თქვენს შვილზე, ამიტომ შეინახეთ პირველი სიტყვები.


5.განმავითარებელ თამაშებს არ თამაშობდითთამაში ბავშვთანამით ბავშვი შეიძლება მხატვარი არ გახდეს, მაგრამ გაარკვევთ, რისკენ აქვს მას მიდრეკილება. რომელია მისი ძლიერი მხარე. პლასტელინით მუშაობა, კუბიკების აწყობა ავითარებს ფანტაზიის უნარს. მშობლებთან ერთად ამ ყველაფრის კეთება სიტყვების მარაგს უმდიდრებს ბავშვს.

6.ზედმეტი სიმკაცრეimage

მითია ის ფაქტი, რომ რაც მეტად მკაცრები ვიქნებით შვილებთან, მით მეტად გავხდით მათ წარმატებულებს. საქმე იმაშია, რომ ეს ქმედება უკან შემოგვიბრუნდება. ასეთი ქცევა ბავშვის ფსიქიკაზე ცუდ გავლენას ახდენს და შესაძლოა განვითარების შეფერხებაც კი გამოიწვიოს.

7. ბავშვის აზრს არ აქცევდით ყურადღებას

imageგაიხსენეთ ფრაზა: "დიდებმა უკეთ იციან, შენ ჯერ პატარა ხარ ამისთვის" და ა.შ. ეს ფრაზები დამღუპველია. ასე ბავშვები იზრდებიან არასრულფასოვნების განცდით, არიან ჩაკეტილები, არ გამოხატავენ საკუთარ აზრებს. ლოგიკურია: მან ხომ დაისწავლა, რომ საკუთარ აზრს არ აქვს სხვებისთვის მნიშვნელობა. ამიტომ, მიეცით საშუალება, აზრი დააფიქსიროს, დაარწმუნეთ ის, რომ თქვენთვის მისი ნათქვამი მნიშვნელოვანია.


8.იშვიათად ახარებდით მას

imageთბილი მოგონებები ბავშვობიდან ყველაზე მნიშვნელოვანია. როცა ბავშვი ჯანმრთელ გარემოში იზრდება და ბედნიერია, მის სწორ განვითარებას ხელს არაფერი შეუშლის.

9.ხშირად სხვის აზრს მიყვებოდითimage
ზოგიერთი ყველა სიტუაციაში მოგაწვდით თავის აზრსს. ახალგაზრდა დედები ხშირად არიან მათი მსხვერპლი. მართალია, მათ უნდა მოუსმინოთ, მაგრამ ბრმად ნუ მიჰყვებით. არ მისცეთ სასუალება უცხო ადამიანებს, უყვირონ თქვენს ბავშვს.

10.არ იყავით მასთან ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში

ბავშვთან ურთიერთობაეს თქვენთვის შეიძლება არც ისე მნიშვნელოვანი იყოს, მაგრამ ბავშვისთვის აუცილებელია, მშობლები ჰყავდეს გვერდით მნიშვნელოვან მომენტებში. ეს შეიძლება იყოს პირველი დღე ბაღში/სკოლაში, ან თუნდაც ნაძვის ხის აწყობა.
გახსოვდეთ:არაფერია შვილებზე მნიშვნელოვანი!


























0
27211
9-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხობაძე
ნათია ჩხობაძე
Mediator image
27211
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0