ჭიდაობა რაზე თქვა უარი ლევან თედიაშვილმა წაგების სანაცვლოდ 2019, 10 იანვარი, 15:09
დიდებული ამბავია ადამიანობისა, ღირსებისა და კეთილშობილებისა!
P.S შაჰსაც უნდა დაუფასდეს.. კაცი ყოფილა სიტყვის კაცი, თქვა და შეასრულა! 1971 წელს თეირანში გაიმართა ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც მონაწილეობას იღებდა 23 წლის ქართველი მოჭიდავე ლევან თედიაშვილიც, მომავალში - ლეგენდარული სპორტსმენი, მსოფლიოს ხუთგზის და ოლიმპიური თამაშების ორგზის ჩემპიონი. ქართველ ფალავანს წაგებისთვის 100 ათასი დოლარი შესთავაზეს, რაც მაშინ უზარმაზარ თანხას წარმოადგენდა, თედიაშვილმა აღნიშნულ თანხაზე უარი თქვა და ტურნირიც დამაჯერებლად მოიგო.
სპორტსმენის ამ საქციელმა დიდად აღაფრთოვანა ირანელი შაჰი, რომელსაც პირადად მოუნდა თედიაშვილის გაცნობა და მას ნებისმიერი სურვილის ასრულებას შეჰპირდა.
ლევან თედიაშვილმა გამარჯვებულის პრივილეგიით ისარგებლა და შაჰს იქაური მეგობრის გათავისუფლება სთხოვა, რომელიც ასევე მოჭიდავე იყო და 35 წელი ჰქონდა მისჯილი. შაჰმა მისი თხოვნა დააკმაყოფილა.
838 4-ს მოსწონს
|