რელიგია მღვიმევის დედათა მონასტერი 2012, 13 ივლისი, 13:15 ![]() მღვიმევის დედათა მონასტერი თავისი მდებარეობით ერთ–ერთი გამორჩეული ძეგლია საქართველოში. იგი მდებარეობს ჭიათურაში, სოფელ მღვიმევის მახლობლად.სამონასტრო კომპლექსამდე მისვლა შესაძლებელია ვიწრო და გრძელი კიბით. უამრავი საფეხური უნდა აითვალო, რომ ახვიდე კლდის ქიმზე, ცის კიდესთან დედათა მონასტერში.კიბე გრძელ გვირაბს უერთდება.გვირაბი ხელოვნურადაა გაყვანილი და შემაგრებულია საყრდენი თაღებით. ![]() გვირაბით შედიხარ მთავარ გამოქვაბულში, რომელიც 35 მ–ის სიღრმეშია შეჭრილი ![]() ![]() გამოქვაბულის აღმოსავლეთ ნაწილში დგას მაცხოვრის სახელობის ტაძარი. ის წარმოადგენს ორნავიან ბაზილიკას, რომლის ნავებიც ერთმანეთისაგან მასიურ სვეტებზე დაყრდნობილი თაღებითაა გამოყოფილი. ნაგებობის ფასადი შემკულია ჩუქურთმებით. მონასტერში ძალზე მდიდრული ჩუქურთმები გვხვდება: ჩუქურთმები სარკმლის გარშემო, მონუმენტური ჯვრები, ერთმანეთზე გადაბმული რომბები, კარნიზის ჩუქურთმები და სხვა. ტაძრის ღირსშესანიშნაობა ხის კანკელია, რომელიც მთლიანად მოხატულია. კანკელის კარი შემკულია ჭედური ფირფიტებით.ხოლო ზედა ნაწილში განლაგებულია მაცხოვრისა და თორმეტი მოციქულის კომპოზიცია. (ასახულია ცხოვრების სხვადასხვა ეტაპი.) მონასტერში ინახებოდა უნოკალური ჭედური ხატები, დღეს საქარ ![]() ![]() 547 10-ს მოსწონს
|