x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
"აშანტაჟებდა და ცოლად მოყვანას სთხოვდა"-ისრაელში ქართველი ბიჭი ემიგრანტმა ქალმა მოკლა
image

ისრაელში ახალგაზრდა ქართველი მამაკაცი, 31 წლის მიშიკო სულაძე მოკლეს, ამის შესახებ ინფორმაცია პირველად "ემიგრანტების იმედის" დამფუძნებელმა, შოთო სიხარულიძემ გაავრცელა, მისივე თქმით, მას მოუვიდა მიშიკო სულაძის დედის, კატერინა წიკლაურის წერილი, სადაც ის იტყობინება, რომ მკვლელობა ქართველმა ემიგრანტმა ქალმა ჩაიდინა, რომელიც მკვლელობამდე მამაკაცს აშანტაჟებდა და მასზე დაქორწინებას ითხოვდა.


"ჩემი შვილი 31 წლის 8 ნოემბერს გახდა, 9 წელია, რაც ისრაელის მოქალაქეა. ჩემის შვილის მკვლელობის საქმეზე დაკითხულია ემიგრანტი ქალი, მეგობრები და ახლობლები. გამოძიების ვერსიით, ქალმა ჩემს შვილს დაურეკა და ემუქრებოდა, რომ ცოლად მოეყვანა. ამ ეტაპზე სხვა ინფორმაციას არ მაქვს, არაფერს მეუბნებიან. მე მე-3 სტადიის ლეიკემია მაქვს, დათვლილი მაქვს წუთები და სანამ ცოცხალი ვარ, მინდა, რომ ჩემი შვილი საქართველოს მიწას მივაბარო. 2 წელია, რაც ისრაელში ვიმყოფები, მყავს კიდევ ორი შვილი, გოგო და ბიჭი, რომლებიც განადგურებულები არიან" - წერს კატერინა წიკლაური.

image


ჯერჯერობით საგარეო საქმეთა სამინისტროში მომხდართან დაკავშირებით საკონსულოში შეტყობინება არ შესულა.

0
551
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
551
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0