მსოფლიოს მოსახლეობა წლების მანძილზე საუბრობდა დასაკეცი სმარტფონის შესახებ, მაგრამ საბოლოოდ ის არსად ჩანდა.
ჩინურმა კომპანიამ როიოლმა, ლას ვეგასში CES-ზე წარადგინა პირველი დასაკეცი სმარტფონი, სახელწოდებით: FlexPai
ძნელია გავარჩიოთ, ეს სმარტფონია თუ ტაბლეტი, ვინც როგორ მოიხმარს, ისე უწოდებს, მაგრამ აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მოწყობილობის ეკრანის ზომა არის 7, 8 დიუმი და მუშაობს Android-სისტემაზე. მაგრამ მაინც მეტად მოსახერხებელია მისი შენახვა, თუნდაც ხელჩანთაში, ვიდრე ტაბლეტის.
ამერიკაში მცხოვრებ ადამიანებს უკვე შეუძლიათ შეიძინონ სმარტფონის სატესტო ვერსია და მისი ფასი შეადგენს $1300.
ყველაზე შთამბეჭდავი ის ფაქტია, რომ როიოლმა სხვა წამყვან ბრენდებზე (Samsung-ი და სხვა მწარმოებლები) ადრე წარადგინა ასეთი ინოვაცია.
შემდეგში კი უნდა დაველოდოთ, როიოლი გაყიდის ამ პროდუქტს მხოლოდ თვითონ, თუ შესთავაზებს ამ ინოვაციას სხვა მწარმოებლებსაც.