დღეს ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ ხალხს სარჩენი პურის ფული არ აქვს. ხალხი ორად არის გაყოფილი, აღარ იციან რომელი მხარე აირჩიონ. პირველი მობეზრდათ, მოგეხსენებათ ვისაც ვგულისხმობ(ლამაზად რომ იცინოდა ერთ დროს), დაიღალნენ ტყუილი იმედებით; ზოგი უკვე მიხვდა, რომ ლამაზ ჩარჩოში ცხოვრებას ურჩევნია მაძღარი იყოს. და მეორე კიდევ იბლოკება პირველის მხრიდან. ქვეყანაში ხალხი ირევა და არჩევნებამდე კიდევ დიდი დროა იმისათვის, რომ დაწყნარდეს ქართველთა მებრძოლი სული, რომელიც ჩაკლულია სადღაც გულის სიღრმეში. ხალხს აღარ შესწევს იმის ძალა, რომ წინ აღუდგეს დიდ ბერკეტებს.