x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134540
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
9 მარტივი სამედიცინო ტესტი, რომლის გაკეთებაც პირდაპირ ახლა შეგიძლიათ
image

ეს მარტივი მანიპულაციები შეგიძლიათ სახლში ჩაიტაროთ ნებისმიერ დროს და ჯანმრთელობის მდგომარეობა შეაფასოთ. პრობლემის შემთხვევაში კი სპეციალისტს დროულად მიმართეთ კონსულტაციისთვის.


1.გულისა და ფილტვების დაავადებები

imageმოხარეთ საჩვენებელი თითები და შეატყუპეთ ისე, როგორც ეს სურათზეა ნაჩვენები. ფრჩხილები ერთმანეთს უნდა ეხებოდეს. თუ ფრჩხილებს შორის რომბისმაგვარი პატარა სივრცე დარჩა, მაშინ თქვენი გული და სისხლძარღვები წესრიგშია.


თუ ეს დაშორება არაა, ეს თითების გასქელებულ ფალანგებზე მიუთითებს, რაც სისხლში ჟანგბადის ნაკლებობის შედეგად ვითარდება. ჟანგბადიდს ნაკლებობა კი სხვადასხვა მიზეზების გამო ვითარდება. მათ შორის-გულის, ფილტვის დაავადებების და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთების გამო.


2.ინსულტი და დემენცია

imageამ ტესტისთვის წამზომი დაგჭირდებათ. ასწიეთ ფეხი ისე, რომ თეძო იატაკის პარალელურად იყოს და დაინიშნეთ დრო. თუ 20 წამი და მეტი გაძელით-შესანიშნავია:ინსულტი და ნაადრევი დემენცია არ გემუქრებათ. და პირიქით, ცალ ფეხზე ბალანსის შენარჩუნება შესაძლოა თავის ტვინის სისხლძარღვების დაზიანებაზე მიუთითებდეს.


3.ანემია

imageდადექით სარკესთან და ჩამოიწიეთ ქვედა ქუთუთო. მისი შიდა შეფერილობა ღია ვარდისფერი უნდა იყოს. ანემიის დროს ეს შეფერილობა მქრქალი ვარდისფერი ან მოყვითალოა. ანემია დაბალი ჰემოგლობინის შედეგად ვითარდება. კუნთები და ქსოვილები ამ დროს საკმარის ჟანგბადს ვერ იღებენ. თუ ფერმკრთალი ხართ, მალე იღლებით ან ქოშინიც გაწუხებთ, მიმართეთ ექიმს და ჩააბარეთ ანალიზი სისხლში რკინის შემცველობის დასადგენად.


4. ჰორმონალური დისბალანსი და მიკროელემენტების ნაკლებობა

imageთმის ცვენა ბუნებრივი პროცესია. ადამიანი ყოველდღე 50-დან 100-მდე ღერ თმას კარგავს. მაგრამ, როგორ გავიგოთ თმის ცვენა ბუნებრივი პროცესია თუ რაიმე დაავადების შედეგი?

მოაქციეთ თმა თითებში და მოქაჩეთ, მხოლოდ ძალიან არა, მსუბუქად. თუ ხელში 2-3 ღერი თმა დაგრჩათ, ეს ნორმაა. თუ მეტია, მაშინ ტრიქოლოგს უნდა მიმართოთ.

ზოგადად, თმის ცვენას ბევრი მიზეზი აქვს: სტრესი, არასწორი მოვლა და სხვ. მათ შორის ჰორმონალური დისბალანსი და საკვები ნივთიერებების დეფიციტი, ამიტომ თმის ცვენის იგნორირება არ ღირს.


5.გვირაბის სინდრომი

imageამ ტესტით მაჯის არხის სინდრომის გამოვლენაა შესაძლებელი, რომელიც ხშირად ახასიათებთ ოფისის თანამშრომლებს, მხატვრებს, მოტომრბოლელებს.

ასწიეთ ხელები ისე, რომ წინამხრები სახის პარალელურად იყოს. ახლა კი შეეცადეთ, რომ თითის წვერებით ხელისგულის ძირს შეეხოთ. გაჩერდით ასეთ მდგომარეობაში 1-2 წუთი. თუ ჩხვლეტა, დაბუჟება ან ტკივილი იგრძენით მაჯაში ან თითებში, ეს შესაძლოა მაჯის არხის სინდრომზე მიუთითებდეს.

ეს სინდრომი მაშინ ვითარდება, როცა გარემომცველი ქსოვილები შუათანა ნერვს აწვებიან. დროული მკურნალობის გარეშე ტკივილი და დაბუჟება მხოლოდ გაძლიერდება, ხელის წვრილი მოტორიკა კი გაუარესდება.


6.შაქრიანი დიაბეტი

imageამ ტესტისთვის კი დახმარება დაგჭირდებათ. სთხოვეთ პარტნიორს, აიღოს საშლელიანი ფანქარი. ფანქრის წვეტიანი და ბლაგვი დაბოლოებებით თქვენი დამხმარე მონაცვლეობით უნდა შეეხოს თქვენს ტერფს. შეძლებთ გამოიცნოთ, ფანქრის რომელი ბოლოთი გეხებიან, ისე, რომ არ შეხედოთ ფანქარს?

თუ შეხებას ზუსტად ვერ განსაზღვრავთ, ე.ი. წვრილი ნერვული დაბოლოებები ტერფზე ცუდად მუშაობს. ეს შესაძლოა ნევროპათიაზე ანუ შაქრიანი დიაბეტის გამო დაზიანებულ ნერვებზე მიუთითებდეს.


7.არტერიები

imageდაწექით ზურგზე. ასწიეთ ფეხები იატაკიდან 45 გრადუსით და გაჩერდით ასე რამდენიმე წუთს. ძალიან ფერმკრთალი ტერფები და თითები სისხლის ცუდი მიმოქცევის ნიშანია. ფერი შეიძლება ერთ კიდურზე შეიცვალოს, ან ორივე კიდური მოიცვას.

პერიფერიული არტერიები კიდურებს ამარაგებს სისხლით. როცა არტერიის დაცობა ხდება, კუნთები ჟანგბადს ვეღარ იღებს და ვითარდება უსიამოვნო სიმპტომები:დაბუჟება, ტკივილი და სიკოჭლე. თუ დროულად არ იმკურნალებთ, შესაძლოა ინფარქტი და ინსულტიც კი განვითარდეს.


8.სმენა

imageშედით წყნარ ოთახში. მიიტანეთ ხელი ყურთან და გაუსვით თითები ერთმანეთს. გესმით ხმა? ახლა კი ნელ-ნელა მოაშორეთ ხელი ყურს და დაახლოებით 15 სმ-ის დაშორებით გასწიეთ. ისევ გესმით თითების ერთმანეთზე გასმის ხმა? გილოცავთ, თქვენი სმენა წესრიგშია. შეიმოწმეთ ორივე ყური.


9.გულ-სისხლძარღვთა დაავადებები

imageამ ტესტის გასავლელად, გადით კიბეზე. აიარეთ 8-12 საფეხური და თან იმღერეთ. შეგიძლიათ ტელეფონზე ისაუბროთ ან ლექსი თქვათ. მთავარია, ჩუმად არ იყოთ. თუ გული თითქოს მკერდიდან უნდა ამოგიხტეთ, სუნთქვა გიჭირთ და გაგიხშირდათ, ე.ი. თქვენი გული და ფილტვები დატვირთვას ვერ უძლებს.


0
150
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
150
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0