კულტურა როგორ ცხოვრობენ აღმოსავლეთის დედოფლები და პრინცესები? 2019, 16 იანვარი, 9:45 შეიხების სიმდიდრესა და ცხოვრებაზე ძალიან ბევრი გვსმენია. ფლობენ დიდ ქონებას, შეიხების 90 % სამეფო ოჯახის წევრები არიან. სიმდიდრეზე თვალი ბევრ ლამაზ და ცნობად ქალს ეპარება, აქედან გამომდინარე, მდიდარ შეიხებს ქალების დაყოლიება საერთოდ არ უჭირთ. მაგალითისთვის, ჰასან ჯემალს, რომელიც არაბეთში ტოიოტას ოფიციალური დისტრიბუციის პრეზიდენტია, ძალიან ბევრ ცნობილ ქალთან ჰქონდა ურთიერთობა, მათ შორის იყვნენ რიანა და ნაომი კემპბელიც. საბოლოოდ, სერიოზული არაფერი გამოვიდოდა, რადგან ჰასან ჯამალს მეუღლე ჰყავს. ახლა ვნახოთ ის ქალბატონები, რომლებიც უმდიდრესი შეიხების მეუღლეები არიან, განვიხილოთ მათი გაბრწყინებული ცხოვრება... ●▬▬▬▬๑۩რანია ელ-აბდულლაჰი۩๑▬▬▬▬▬●იორდანიის მეფის მეუღლე. რანია ელ აბდულაჰი ძალიან უბრალო ოჯახში ცხოვრობდა. ის გაიზარდა საშუალო ფენის ოჯახში, თუმცა დღეს მსოფლიოს ულამაზეს პირველ ლედებს შორის მოიხსენიებენ. მას ინსტაგრამზე 10 მილიონი გამომწერი ჰყავს, გარდა ამისა, აღმოსავლურ მედიაში საკმაოდ პოპულარულია იმით, რომ ქალთა უფლებების დაცვის კომიტეტის პრეზიდენტია. მიუხედავად იმისა, რომ იორდანიაში ქალებს თავისუფლების პრობლემა ძალიან აწუხებთ, იორდანიის პირველი ლედი თავისუფლების საზღვრებს სურვილისამებრ ცდება. დედოფალი რანია წარმოშობით პალესტინელია, მან შეიხი ერთ-ერთ წვეულებაზე შემთხვევით გაიცნო, თუმცა გოგონას წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რომ მისი რჩეული იორდანიის პრინცი იყო. მხოლოდ 6 თვეში, შეიხმა რაბიას ხელი სთხოვა... 1993 წელს წყვილი დაქორწინდა, მომდევნო წელს ეყოლათ ვაჟი ჰუსეინი, რომელიც იორდანიის სამეფო ტახტის მემკვიდრეა. დედოფალი რანია სამეფოს ქონების 45%-ს ფლობს, მის მდიდრულ ცხოვრებაზე მთელი მსოფლიო ლაპარაკობს... რანია ელ-აბდულლაჰს აშშ-ში მსხვილი ინვესტიციები აქვს, მოგზაურობს პირადი თვითმფრინავით, რომელიც სპეც-შეკვეთით დამზადდა დუბაიში. ფორბსის ინფორმაციით, დედოფალი რაბია მსოფლიოს უძლიერესი ქალების ტოპ ასეულში 65-ე ადგილს იკავებს. ●▬▬▬▬๑۩ ესმა ესადი ۩๑▬▬▬▬▬●ესმა ესადს სიმდიდრე არ აკმაყოფილებს, მას ყოველთვის უფრო მეტის სურვილი აქვს, ამის გამო ვერ ვიტყვით, რომ სირიელები მას ეთაყვანებიან. ქვეყანაში მიმდინარე ომის მიუხედავად, ის ამ პრობლემებით თავს არასოდეს იწუხებს... სირიაში მიმდინარე ომიდან გამომდინარე, ის დროის უმეტეს ნაწილს საზღვარგარეთ მოგზაურობაში ატარებს, ის არასოდეს მიირთმევს სირიულ, ან სირიაში დამზადებულ საკვებს, მეტიც... თავისუფლად შეუძლია გადაიხადოს 750 000 გირვანქა, რომ მას იტალიიდან სპეციალურად დამზადებული პიცა გამოუგზავნონ. ესმა ესადმა ღიად განაცხადა იმის შესახებ, რომ სურვილი აქვს, მეუღლის შემდეგ ქვეყნის მმართველად თავის ვაჟი დაინიშნოს. როგორ დაიყოლია ამ მკაცრმა ქალმა წყნარი ბეშარ ესადი, დღემდე კითხვის ნიშნების ქვეშ დგას, თუმცა მათ ურთიერთობაში აღარაფერი შეიცვლება. ●▬▬▬▬๑۩ლალა სალმა۩๑▬▬▬▬▬●ლალა სალმამ და მუჰამედ მეექვსემ, რომელიც მაროკოს მეფეა, ერთმანეთი 1999 წელს, ახალგაზრდულ წვეულებაზე გაიცნეს. 2001 წლის 12 ოქტომბერს დაქორწინდნენ. სალმა დაიბადა 1978 წელს, საშუალო კლასის ოჯახში. ლალამ დედა ადრეულ ასაკში დაკარგა, თუმცა ცხოვრებაში ყოველთვის წარმატებას აღწევდა. ის სირიის დედოფლისგან განსხვავებით, თავის ხალხს ძალიან უყვარს. ყოველთვის იცვამს განსაკუთრებულად და გამოიყურება ელეგანტურად. მიუხედავად ქვეყანაში ქალების შეზღუდული უფლებებისა, ლალა სალმა ყოველთვის თავისუფლად იქცევა ნებისმიერ საზოგადაოებაში, იცვამს, რაც მოესურვება, ატარებს ავტომობილს და მოგზაურობს დამოუკიდებლად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში... ლალა სალმა ასევე გამოირჩევა ჩაკეტილობით, ის არ ჩნდება ხალხში ხშირად...ჰაყვს 10- მდე პირადი დაცვა, 15-მდე მოახლე... ●▬▬▬▬๑۩შეიხა მოზა۩๑▬▬▬▬▬●ჰამადის მეუღლის, მოზას ჰუმანიტარულ და საქველმოქმედო პროგრამებზე მსოფლიოში ბევრი რამ არის ცნობილი. ის მუსლიმანურ სამყაროში ყველაზე გავლენიან ქალად ითვლება. შეიხა მოზამ განათლება სოციოლოგიის სფეროში ყატარის ეროვნულ უნივერსიტეტში მიიღო (1986-1990), შემდგომ ამერიკის საუკეთესო უნივერსიტეტებში გაიარა სტაჟირება. შეიხა ცნობილი ყატარელი ოპოზიციონერის, ნასერ ბინ აბდულა ალ-მისნედის ქალიშვილია. შეიხა მოზასა და შეიხ ჰამადის ქორწინება დინასტიურია, რომლის მიზანიც მამამისთან დამოყვრება გახლდათ, რათა ოჯახებს შორის დაპირისპირება შეწყვეტილიყო. შეიხა მოზას, სპარსეთის ტურის მმართველების მეუღლეებისგან განსხვავებით, უამრავი სახელმწიფო და საერთაშორისო თანამდებობა უკავია, მათ შორის არის საპატიო: ყატარის განათლების, მეცნიერებისა და საზოგადოებრივი განვითარების ფონდის თავმჯდომარე, ოჯახური საკითხების უმაღლესი საბჭოს პრეზიდენტი, განათლების უმაღლესი საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი, იუნესკოს სპეციალური წარმომადგენელი. შეიხა მოზას უმთავრესი მიზანია, ყატარი აქციოს მსოფლიოში თანამედროვე წამყვან ქვეყნად, რისთვისაც სახელმწიფოსა და რეგიონის პოლიტიკურ, საქმიან, საზოგადოებრივ და კულტურულ ცხოვრებაში აქტიურად ერთვება. მან შექმნა არაბული დემოკრატიული ფონდი, რომლის პირველი შენატანი 10 მილიონი დოლარის ოდენობით, შეიხ ჰამადისგან იყო. ფონდის ამოცანა თავისუფალი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ხელის შეწყობაა. შეიხა მოზა ვირჯინიის თანამეგობრობის, ტეხასის A & M, კარნეგი-მელონის, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტებისა და ლონდონის იმპერიული კოლეჯის საპატიო დოქტორი გახლავთ... ۩๑▬▬▬▬▬●ჰაია ბინტ ალ-ჰუსეინი●▬▬▬▬๑۩იორდანიის მეფე ჰუსეინის და მისი მესამე ცოლის — დედოფალი ალიას ქალიშვილი, მეფე აბდულა II-ის ნახევარი და. პრინცესა ჰაია არაბთა გაერთიანებული საამიროების პრემიერ-მინისტრის, შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმის მეოთხე და უმცროსი მეუღლეა. იგი არის მუჰამედის 41-ე თაობის პირდაპირი შთამომავალი, რადგან ის დაიბადა ჰაშიმიდების ოჯახში (რომლებიც იორდანიას 1921 წლიდან მართავენ). ჰაია ასევე იყო იორდანიელი სპორტსმენი, რომელიც ოლიპმიადებზე ქვეყნის სახელით გამოდიოდა. მიუხედავად შარიათის კანონისა, დედოფალი ქვეყანაში თავისუფლად ცხოვრებით ტკბება... ●▬▬▬▬๑۩დინა აბდულაზიზ ალ-საუდი ۩๑▬▬▬▬▬●საუდის არაბეთის პრინცესაა. თანამემამულე ქალებისგან განსხვავებით, ის არც ჰიჯაბს ატარებს, არც ბურქას. პრინცესას აქვს საკუთარი ექსკლუზიური სამოსის მაღაზიაც. მას ევროპული იმიჯი აქვს – მოკლე თმა, მოკლე კაბები, ექსცენტრიკული სამოსი. მის იმიჯში აღმოსავლური სილამაზე და დასავლური ტრადიციები ჰარმონიულად არის შერწყმული. საუდის არაბეთის პრინცს და პრინცესას 3 შვილი ჰყავთ, ცხოვრობენ აშშ-ს ქალაქ ნიუ-იორკში და ხშირად სტუმრობენ მოდის კვირეულს. მაღაზიისთვის კი სამოსს საკუთარი შეუცდომელი გემოვნებით და მუსლიმანური ტრადიციების გათვალისწინებით ქმნის. დინა აბდულაზიზი უამრავ ცნობილ დიზაინერთან მეგობრობს. ●▬▬▬▬๑۩ამირა ალ ტაველი۩๑▬▬▬▬▬●ამირა ერთ-ერთი ულამაზესი დედოფალია არაბულ სამყაროში, ის იმ ქვეყნის ქალებს არა მარტო სილამაზით, არამედ ცხოვრების სტილითაც ხიბლავს.. პრინცესა ამირა ალ ტაველი დაიბდა 1983 წლის 6 ნოემბერს საუდის არაბეთში. ის ატარებს ავტომობილს, მიუხედავად იმისა, რომ საუდის არაბეთში ეს კანონით არის აკრძალული, თუმცა ამირა ყოველთვის ცდილობს ქალების უფლებების დაცვას... ამირამ განათლება აშშ-ში მიიღო ბიზნესის ადმინისტრირების განხრით. 18 წლის ასაკში საუდის არაბეთის სამეფო ოჯახის წევრს, პრინც ალ-ვალიდ ბინ თალალს შეხვდა, გოგონას სკოლის გაზეთისთვის ინტერვიუ უნდა ჩაეწერა პრინცთან, 10-წუთიანი შეხვედრა 2 საათზე მეტხანს გაგრძელდა. ამ შეხვედრიდან ცხრა თვის შემდეგ, 2008 წელს, წყვილი დაქორწინდა. ●▬▬▬▬๑۩დუბაის ამირას ქალიშვილი შაიკა მაჰრა მუჰამედი۩๑▬▬▬▬▬●დუბაის ამირას უმცროსი ქალიშვილი. ის ტაიკვანდოსა და კარატეს სპეციალისტია. 2006 წელს სპორტის სწორედ ამ სახეობებში აზიის თამაშებზე ვერცხლის მედალი და მსოფლიო აღიარება კი მოიპოვა. ის განსაკუთრებულად უყვართ სამშობლოში. მას განსაკუთრებით უყვარს ცხოველები და დედასთან ერთად ხშირად მოგზაურობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში... დუბაის ამირას ქალიშვილის სიმდიდრის შესახებ ინფორმაცია არსად არ მოიძებნება... სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი <<<თქვენთვის საინტერესო>>> ♛ ქვის მთლელი - იგავი ბედნიერებაზე! ♛ როგორი იქნება 2019 წელი სასწორებისთვის? ♛ აი რას ნიშნავს იყო ორსულად... - სახალისო ფოტოსურათები ♛ "სიხარულის ცრემლები" - 14 ფოტო, რომელსაც ემოციების გარეშე ვერ დაათვალიერებთ ♛ "მეგობრობა მოხუცთან" - ცხოვრებისეული გაკვეთილი, რომელიც ყველამ უნდა ისწავლოს... ♛ როგორი იქნება 2019 წელი ქალწულებისთვის? ♛ 30 კეთილი საქმე საქართველოსთვის, რომელიც "საბჭოთა მონობის" დროს გაკეთდა! ♛ ისპანახი - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ! 1880 5-ს მოსწონს
|