სტომატოლოგია ამ მეთოდის წყალობით, ღრძილებსა და კბილებს იდეალურად გაისუფთავებთ 2019, 7 იანვარი, 11:56 ითვლება, რომ ლამაზი ღიმილი არის "მაგია", რომლითაც შეგიძლიათ გარშემომყოფნი მოაჯადოვოთ. ღიმილი ასევე აცხრობს ემოციურ ტკივილს; ხელს უწყობს საყვარელ ადამიანთან განშორებით გამოწვეული ტკივილის განახევრებას და ა.შ, თუმცა, პირველ რიგში აუცილებელია გქონდეთ ლამაზი და ჯანმრთელი კბილები.
კალცის, რკინის, ფტორის და სხვა ვიტამინების, მინერალების დეფიციტმა თუ საკვებში არსებულმა მავნე ნივთიერებებმა საგრძნობლად გააუარესა კბილების და რღძილების პრობლემები. კარგ სტომატოლოგთან ვიზიტი კი უკვე ფუფუნების საკითხია. თუმცა, მივაგენი ერთ ხალხურ რეცეპტს, რომელიც გაყვითლებულ ემალსა და ღრძილებში ჩამჯდარ ნადებს 100%-ით ასუფთავებს და ამაში კოლოსალური თანხების ხარჯვა აღარ მოგიწევთ. მრავალი საუკუნის განმავლობაში წარმატებით გამოიყენებოდა ეთეროვანი ზეთები, რომლებიც განსაკუთრებით სასარგებლო იყო ღრძილებისა და კბილებისთვის, ვინაიდან ხასიათდებოდა ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო ეფექტებით - წერს გამომცემლობა Health And Beauty. ჩაის ხის ზეთი და მიხაკის ზეთი ერთ-ერთია, რომლებიც ანტიბაქტერიული, ანტიმიკრობული, ანტივირუსული და ანტიპროტოზოული თვისებებით გამოირჩევა. ებრძვის პირის ღრუს ბაქტერიებს, სოკოვან ინფექციებს და ხსნის გინგივიტის სიმპტომებს. ისინი ასევე შველის კბილის ტკივილს. როგორ გამოვიყენოთ პროფილაქტიკისა და სამკურნალო მიზნებისთვის?აიღეთ ქოქოსის ან სხვა რომელიმე სურნელოვანი ზეთი 1 სუფრის კოვზი და დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ჩაის ხის ან მიხაკის ზეთი. აურიეთ და ნარევი წაისვით კბილებსა და ღრძილებზე. გაიჩერეთ რამდენიმე წუთი და შემდეგ გამოივლეთ პირის ღრუში თბილი წყალი. გაიმეორეთ იგივე დილა-საღამოს და ეფექტს ძალიან მალე შეატყობთ. იხილეთ აგრეთვე: აი რითი უნდა დაიწყოთ ყოველი დილა- აუცილებლად გაითვალისწინეთ! როგორ მოვუაროთ კბილებს სწორათ? რამდენად სწორად არჩევთ კბილის პასტას? - სასწრაფოდ შეამოწმეთ რატომ ჩნდება პირის ღრუში უსიამოვნო სუნი და როგორ მოვიშოროთ იგი? როგორ გავითეთროთ გაყვითლებული ფრჩხილები 1330 13-ს მოსწონს
|