x
image
თამილა გურაშვილი
ვულკანი ეტნა დაგროვილი ენერგიის გამო საშიშროებას უქმნის იტალიის მოსახლეობას
image
ევროპის ყველაზე აქტიურმა ვულკანმა ეტნამ თითქმის 50 სანტიმეტრით გადაინაცვლა. ეს მოხდა უკანასკნელი ამოფრქვევის და მთელი რიგი მიწისქვეშა ბიძგების შემდეგ. ეს დასკვნა გააკეთეს იტალიის გეოფიზიკოსებმა და ვულკანოლოგებმა, სატელიტური მონაცემების ანალიზებზე დაყრდნობით. ცვლილება შეეხო ვულკან ეტნას აღმოსავლეთ ფერდობებს.

26 დეკემბერს სიცილიში, 4.9 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.დაახლოებით სამი ათეული ადამიანი დაშავდა და ეტნას რეგიონში მდებარე პატარა ქალაქებში შენობებიც დაინგრა.

ბოლო დროს მიწისქვეშა რყევები მოხდა სირაკუზუს რაიონში ღამით. იტალიის გეოფიზიკოსების მონაცემებით, მათგან ყველაზე ძლიერი იყო 3.2 მაგნიტური სიმძლავრის.

ეტნა, როგორც წესი, წელიწადში ერთხელ აქტიურდება და მისი აქტიურობა მოსახლეობისთვის სერიოზულ საფრთხეს არ წარმოშობს. თუმცა, ამჯერად ექსპერტები აფრთხილებენ მოსახლეობას მაღალი ენერგიის დაგროვების გამო, ამიტომ, იტალიურმა მთავრობამ კუნძულზე საგანგებო მდგომარეობა 12 თვის განმავლობაში დააწესა.



0
131
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
131
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0