1. ადრე კატანის ტარება მხოლოდ სამურაებს შეეძლოთ



В прошлом катану могли носить только самураи.


იაპონური კატანა მეთხუთმეტე საუკუნეში გამოჩნდა და მაშინვე სამურაის მთავარ იარაღად იქცა. მეცხრამეტე საუკუნის ბოლომდე მისი ტარება მხოლოდ მათ შეეძლოთ, სხვებისთვის არათუ ტარება შეხებაც კი აკრძალული იყო და მკაცრად ისჯებოდა. სიტუაცია მხოლოდ მას შემდეგ შეიცვალა, როცა დასავლეთის გავლენამ იაპონიაზე იმატა და ნელნელა სამურაებზე მოთხოვნამ იკლო. დღეს კი კატანის შეძენა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.


2. ქალს არ შეეძლო კატანას დამზადება



Женщины не могут быть кузнецами.

იაპონური ტრადიციის მიხედვით ქალს მჭედლობა არ შეეძლო, მას დამხმარეთაც კი არ უშვებდნენ სამჭედლოში. ამ ტრადიციას იაპონელები დღესაც მტკიცედ იცავენ.


3. სამურაის მახვილი რამოდენიმე სახისაა


Существует несколько видов самурайских мечей.

სინამდვილეში სამურაის მახვილი 4 სახისაა და ყველას თავისი დანიშნულება აქვს.

კატანა — 60 სანტიმეტრის სიგრძის ხმალი სამურაის მთავარ საბრძოლო იარაღად ითვლებოდა,

ვაკიძასი — დაახლოებით ორმოცსანტიმეტრიანი ხმალია და ახლო ორთაბრძოლებში იყენებდნენ.

ტანტო — დანა, რომელსაც სამურაი იყენებდა ახლო მანძილძე მოწინააღმდეგის უჩუმრად მოსაკლავად.

კუსუნგობუ — სწორი გრძელი ხანჯალი ჰარაკირისათვის. სხვა რამისთვის მისი გამოყენება არ შეიძლებოდა.


4. სამურაი — ოფიციალური მკვლელი



Самураи — законные убийцы.


იმპერატორის ნებართვით სამურაის ნებისმიერი ადამიანის მოკვლა შეეძლო ყოველგვრი სასამართლოსა და გამოძიების ჩატარების გარეშე. ამიტომ მათი ყველაზე გავლენიან იაპონელებსაც ეშინოდათ.


5. კატანა — მხოლოდ იარაღი არ იყო



Катана — не просто меч.
სამურაის ძალიან უყვარდა თავისი მახვილი, იგი მათ საკუთარ შვილებივით ეპყრობოდა. სახელებსაც კი არქმევდნენ და განსაკუთრებული მონდომებით უვლიდნენ. ხმლის გაწმენდა და გალესვა რამდენიმე საათს შეიძლება გაგრძელებულიყო, ამისთვის მრავალ მეთოდს და ხელსაწყოს იყენებდნენ.


6. სამურაის მახვილის დამზადება — ნამდვილი ხელოვნებაა



Производство самурайского меча — настоящее искусство.

ხმლის დამზადებისას თეთრ სამოსს (დოგი) იცვამდნენ, რაც სულისა და სხეულის სისუფთავეს განასახიერებდა. კატანას ღამით ამზადებდნენ. ეს არა მხოლოდ ტრადიციის გამო, არამედ ლითონის გახურების ტემპერატურის საკონტროლოდ. მახვილი რომ განსაკუთრებული სიძლიერის და მჭრელი გამოსულიყო ლითონის გამოწრთობას გარკვეული ტემპერატურა სჭირდებოდა, რასაც გახურებული ლითონის ფერის მიხედვით ხვდებოდნენ ღამის სიბნელეში.

პირველივე ცდაზე კატანას დამზადება არცერთ ოსტატს არ გამოსდიოდა. ამისთვის რამდენიმე წელი იყო საჭირო. პირველ ორ წელიწადს მოსწავლეები საერთოდ არ ეხებოდნენ ინსტრუმენტებს, მხოლოდ თვალით და გულით უნდა ზიარებულიყვნენ კატანას დამზადების ხელოვნებას.

7. სამურაის ხმალი — არ არის მკვლელობის იარაღი



Самурайский меч — не орудие для убийства.

ყველა სამურაის ასწავლიდნენ, რომ კატანა მხოლოდ ახლობლების დასაცავად და მართსაჯულების აღსასრულებლად გამოეყენებინათ. გაუმართლებელი მკვლელობისათვის შეიძლება სამურაის წოდება ჩამოერთმიათ.


8. თვეში ერთ მახვილზე მეტი არა



Не больше одного меча в месяц.

დღეს, როგორც ასეული წლების წინ მასალა მახვილის დასამზადებლად ხელით მოიპოვება. პატარ პატარა ნაწილებით, სანამ უმაღლესი ხარისხის საჭირო რაოდენობის ლითონი არ შეგროვდება. ამიტომ მჭედლებს წესად აქვთ თვეში ერთ მახვილზე მეტი არ დაამზადონ. ამჟამად იაპონიაში ასიოდე კატანას ოსტატი შემორჩა. მათი უმრავლესობა ხნიერია, რადგან ხმლის დამზადება უზარმაზარ ფიზიკურ და სულიერ დატვირთვას ითხოვს, რაც თანამედროვე ახალგაზრდებს არ იზიდავს.


9. მარცხენა მხარეს მოძრაობა



Левостороннее движение.

ალბათ ბევრს აინტერესებს, იაპონიაში რატომ არის მარცხენა მხარეს მოძრაობა. ეს შემთხვევით არ გაკეთებულა, სამურაების ისტორიის და კულტურის საპატივცემულოდ. ისინი ხმალს მარცხენა მხარეს ატარებდნენ: ასე უფრო მოსახერხებელი იყო შეტევა.


10.მახვილის დამზადების აკრძალვა



Запрет на изготовление мечей.

მეორე მსოფლიო ომში იაპონიის დამარცხების შემდეგ ამერიკამ აკრძალა ყოველგვარი იარაღის დამზადება, მათ შორის სამურაის ხმლისაც. ამან უმუშევარი დატოვა ოსტატები. ისინი იძულებული გახდნენ სხვა საქმიანობისთვის მოეკიდათ ხელი. მხოლოდ რამდენიმე წლის გასვლის შემდეგ მათ ნება დაერთოთ თავიათ საქმეს დაბრუნებოდნენ.