x
სოციალური მუშაობის პრაქტიკის ხელშემწყობი ორგანიზაციული ჩარჩო
image

სოციალრი მუშაობის პროფესიაში ბევრი ასპექტი იწვევს გაურკვევლობასა და ეჭვს, რომლებიც ყოველდღიური სამუშაოს განუყოფელი ნაწინია. გარდა ამისა, სოციალური მუშაკები მუშაობენ მაღალი რისკის გარემოში. რისკის წინაშე იმყოფებიან მომსახურების მომხმარებელნიც, დამსაქმებელიც და თავად სოციალური მუშაკიც. ისინი გადაწყვეტილებას იღებენ კომპლექსურ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ხშირად დიდი ზეწოლის ქვეშ ან საგანგებო ვითარებაში, სწორედ ამიტომ პრაქტიკის ნებისმიერ დონეზე მომუშავე სოციალური მუშაკები საჭიროებენ დახმარებას, რათა გაუძლონ ნებისმიერ დაბრკოლებას და მომხმარებელს გაუწიონ საუკეთესო ხარისხის მომსახურება.

ხარისხიანი პრაქტიკის ხელშემწყობი ორგანიზაციული ჩარჩო ძირითად აქცენტებს უნდა აკეთებდეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სამუშაოზე აყვანა და ფუნქციების გაცნობა, ზედამხედველობა, სამუშაო დატვირთვის მართვა და უწყვეტი პროფესიული განვითარება. ამასთანავე ორგანიზაციული ჩარჩოს ძირითადი ამოცანაა მომსახურების მომხმარებელთათვის საუკეთესო შედეგების მიღწევა, სოციალური მუშაკების ხელშეწყობის გზით. ორგანიზაციული ჩარჩო ეფუძნება მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც დამსაქმებელსა და სოციალურ მუშაკს თანაბარი პასუხისმგებლობა ეკისრებათ სათანადო სამუშაო პრაქტიკის ხელშეწყობაში. სამუშაოზე აყვანის, ზედამხედველობის, სამუშაო დატვირთვის მართვისა და უწყვეტიპროფესიული განვითარების ჩარჩო დაფუძნებულია შემდეგ ძირითად ღირებულებებსა და პრინციპებზე: სოციალური მუშაობის მომსახურეთა მიმწოდებელ ორგანიზაციაში მოუშავე ყველა თანამშრომელი სარგებლობს ყფლებით, მიიღოს დეტალური ინფორმაცია საკუთარი სამუშაო ფუნქციების შესაზებ, ჰქონდეს ხარისხიანი ზედამხედველობა, ზომიერი სამუშაო დატვირთვა და უწყვეტი პროფესიული განათლების შესაძლებლობა. ზედამხედველობის სისტემამ უნდა უზრუნველყოს სამუშაოს ეფექტური მართვა და თანამშრომელთა დახმარება, უწყვეტი პროფესიული განვითარება, ამასთანავე პრაქტიკა უნდა შეესაბამებოდეს როგორც სოციალურ მუშაკთა საერთაშორისო ფედერაციას, ისე ადგილობრივ კოფექსებსა და განცხადებებს (სამუშაო დატვირთვა და შემთხვევათა რაოდენობის მართვა)

როცა უწყებაში ახალი თანამშრომელი, კერძოდ სოციალური მუშაკი მოდის, იმის მიუხედავად, დამწყვები მუშაკია იგი თუ ხანგრძლივი გამოცდილების მქონე პროფესიონალი, მასთან აუცილებლად უნდა შედგეს გაცნობითი ხასიათის შეხვედრა, ახლად კვალიფიცირებულ სოციალურ მუშაკს უნდა მიეცეს გარკვეული პერიოდი სამუშაოზე ადაპტირებისათვის და უნდა გაეწიოს ინტენსიური მხარდაჭერა მუშაობის საწყის ეტაპზე. აუცილებელია ორგანიზაციაში თავიდანვე განისაზღვროს თუ ვინ გააცნობს ახალ მუშაკს ინფორმაციას ზოგად ორგანიზაციულ საკითზებზე. გასათვალისწინებელია, რომ სტუდენტობიდან სრულფასოვან პრაქტიკოსობაზე გადასვლა გარკვეულ შიშსს ბადებს მუშაკში, რადგან მისი ცოდნა და უნარები ჯერ მხოლოდ საბაზისო დონეზეა, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, ისეთი სისტემის არსებობა, რომელიც ახალ მუშაკს თავდაჯერებულობას განუვითარებს.
ორგანიზაციული ჩარჩოს მიზნებიდან გამომდინარე ზედამხედველობის კუთხით ყურადღება გამახვილებულია ზედამხედველობის მხარდამჭერ ფუნქციასა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობის როლზე. ზედამხედველობა შეიძლება განხორციელდეს ინდივიდუალურად ან ჯგუფურად. ამასთანავე, აუცილებელია დაბალანსდეს ზედამხედველობის ზედამხედველობის სისტემის გამოყენება. ზედამხედველობა ემსახურება შემდეგ ამოცანებს: სააგენტოს საჭიროებების დაკმაყოფილება ხარისხიანი მომსახურების მიწოდების მიზნით. სოციალური მუშაკის დახმარება პროფესიული აზროვნების განვითარებაში. სოციალური მუშაკის დახმარება და მისი პროფესიული განვითარების საჭიროებების დაკმაყოფილება.


სოციალურ მუშაკთა საერთაშორისო ასოციაციის ევროპის კონტინენტი წევრი ორგანიზაციები სოციალურ მუშაკებს ხარისხიანი პრაქტიკის განხორციელებისთვის უნდა დაეხმარონ შემდეგის მეშვეობით: უნდა ჩართონ მუშაკების პრაქტიკის სტანდარტების განსაკუთრებით იმ ნაწილის შემუშავებაში, რომლებიც დამწყები ან ახალ თანამდებობაზე გადასულ სოციალურ მუშაკების სათანადო მომზადების პროგრამებს ეხება. ადვოკატობა გასწიონ ზედამხედველობის ასპექტების მხარდასაჭერად სხელმწიფოს მიერ დადგენილი პროფესიული რეგისტრაციის ფარგლებში. ზედამხედველობის პოლიტიკა და პროცედურები გაავრცელონ ყველა თანამშრომელზე. სოციალურ მუშაობაში სამუშაო დატვირთვა ყოველთვის დიდია. არ რჩება დრო კლიენტებთან მუშაობის მომზადებასა და შედეგების შეფასებისათვის, ან სამუშაო დაგეგმვისა და გეგმის გადასინჯვისათვის. ძალიან მაღალი სამუშაო დატვირთვა შეიძლება გახდეს დაბალი ხარისხის მომსახურების გაწევის მიზეზი. ასევე, ამ დროს სოციალური მუშაკი დიდი სტრესის ქვეშ იმყოფება, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს პროფესიული გადაწვა. სამუშაო დატვირთვის მაღალი დონე: უარყოფით გავლენას ახდენს სოციალური მუშაობის პრაქტიკაზე და მომხმარებელთათვის მიღწეულ შედეგებზე, ასოცირდება სამსახურეობრივი სტრესის ზრდასთან, ასოცირდება თანამშრომელთა მიერ სამსახურის დატოვების რისკის ზრდასთან პროფესიული გადაწვისა და სტრესის მაღალი მაჩვენებლის გამო.

სოციალური მუშაკების წინაშე არსებულ ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების რისკებს შორისაა სტრესი, პროფესიული გადაწვა და თანმხლები ტრამვა. სტრესი არ არის დაავადება, მაგრამ ხანგრძლივად სტრესის მდგომარეობაში ყოფნა აქვეითებს ეფექტურად მუშაობის უნარს და იწვევს ჯანმრთელობის პრობლემებს. დღევანდელ დროში, ბევრ სოციალურ მუშაკს უწევს სტრესთან გამკლავება. მათი სამუშაოს კონტექსტი მუდმივად იცვლება. სულ უფრო იზრდება მათი სამუშაო დატვირთვა და საქმეების რაოდენობა. მათ უწევთ ყველა იმ პრობლემასთან გამკლავება, რაც, თავისთავად, მათ სტრესულ მდგომაროებაში აგდებს. სამუშაოსთან დაკავშირებული სტრესის თავიდან ასაცილებლად, აღმოსაფხვრელად და შესამცირებლად, გაკრვეული ზომები არსებობს: მართვისა და კომუნიკაციის ადეკვატური სისტემის დაწესება, მენეჯერებისა და სოციალური მუშაკების მომზადება მათი ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სტრესი, მისი შესაძლო შედეგები და მართვის გზები და/ან ცვლილებებთან შეგუება. ინფორმაციის მიწოდება და კონსულტაციის გავლა თანამშრომლებთან და/ან მათ წარმომადგენლებთან ევროკავშირისა და ეროვნული კანონმდებლობის, კოლექტიური ხელშეკრულებებისა და არსებული პრაქტიკის შესაბამისად.

0
9
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ჭრიკიშვილი
ნინო ჭრიკიშვილი
9
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0