x
მსოფლიოს მამოძრავებელი ძალა-კონფლიქტი

image

თავიდანვე უნდა აღინიშნოს, საერთაშორისო ურთიერთობათა კანონზომიერებების პრობლემა ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად დამუშავებული და ყველაზე მეტად სადისკუსიო თემაა. ეს აიხსნება პირველ რიგში საზოგადოებრივ ურთიერთობათა ამ სფეროსათვის დამახასიათებელი სპეციფიკით, რომელშიც განსაკუთრებით რთულია აღმოაჩინო ამა თუ იმ მოვლენათა ან პროცესების განმეორება. ამ მიზეზით, კანონზომიერებათა მთავარ მახასიათებლებს წარმოადგენს მათი შედარებითი, ფარდობითი და გაურკვეველი ხასიათი. სწორედ მისი ფართო სპექტრის გათვალისწინებით, აუცილებელია და საკამოდ რთულია მშვიდობიანი საერთაშორისო ურთიერთობების შენარჩუნება, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ურთიერთობათა გამწვავებისა არის კონფლიქტი, რომელიც შესაძლებელია იყოს როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური. პოზიტირუი კონფლიქტის დროს სახეზეა მშვიდობა, რომლის კონფლიქტამდე მისვლის საშიშროება ნაკლებადაა მოსალოდნელი, ხოლო ნეგატიური მშვიდობის დროს, მდგომარეობა მხოლოდ მოჩვენებითია და მუდმივად არსებობს ურთიერთობათა ესკალაციის საფრთხე, რაც შემდგომ მოსალოდნელია საკმაოდ მტრულ საერთაშორისო ურთიერთობაში გადაიზარდოს. (გუგული მაღრაძე, ფერიდე ზურიკაშვილი, გიორგი ხუციშვილი, რევაზ ჯორბენაძე, 2002).

კონფლიქტი, როგორც ცალკეული ინდივიდების, ასევე საერთაშორისო ურთიერთობათა განუყოფელი ნაწილია. კონფლიქტი შესაძლებელია იყოს კონსტრუქციული და დესტრუქციული. კონსტრუქციულია კონფლიქტი, როდესაც არც ერთი მხარე არ აყენებს მხოლოდ საკუთარ ინტერესებს წინ, უსმენენ მეტოქეს და აღიარებენ შეცდომებს. (საქართველოს პრალამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, 2007 ) ასეთი კონფლიქტის დროს სწორი გადაწყვეტილების მიღება უფრო მარტივია ურთიერთობის მოსაგვარებლად, რადგან მხარეები მიდიან დათმობაზე და მათი მთავარი მიზანი კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებაა, ხოლო დესტრუქციული კონფლიქტის დროს ორივე მხარე ჯიუტად იცავს საკუთარ პოზიციას და არ ითვალისწინებს ოპონენტის ინტერესებს. თუმცა ზოგჯერ მთავარი პრობლემა მათი „ერთ მაგიდასთან“ შეკრებაა, რადგან ამ შემთხვევაში კონფლიქტი იმდენად მწვავეა, რომ დაპირისპირებულ მხარეებს არ სურთ ერთმანეთთან შეხვედრა და ლაპარაკი. მათი მთავარი მიზანი მხოლოდ საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილებაა და შესაბამისად არ ერიდებიან მოწინააღმდეგის მოსპობას. კონფლიქტების შემცირება და მათი მინიმუმამდე დაყვანა საერთაშორისო ურთიერთობების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა, ამიტომ აუცილებელია დაპირისპირებულმა მხარეებმა იცოდნენ, თუ რა უფრო მნიშვნელოვანია მათთვის, კონფლიქტის ესკალაცია და შესაბამისად ზარალის მატება (იმის მიუხედავად ეს მხარე გაიმარჯვებს თუ არა), თუ მშვიდობიანი გზების ძიება და ურთიერთობათა მოგვარების მცდელობა. ნებისმიერი უთანხმოება შეიძლება განხილულ იქნეს ფსიქოლოგიური და სოციალური მხრიდან, შესაბამისად გამოვლინდეს მისი გამომწვევი მიზეზები და საბოლოოდ პრობლემის აღმოფხვრის შესაძლო ვარიანტები. (გუგული მაღრაძე, ფერიდე ზურიკაშვილი, გიორგი ხუციშვილი, რევაზ ჯორბენაძე, 2002). კონფლიქტის მოგვარების ტრადიციული ფორმებია: შეტევა- ერთი მხარის მიერ მეორესთვის სასურველი სტრატეგიის თავს მოხვევა. ერთი მხარე საკუთარი პოზიციისა და ინტერესების ერთგულია და ცდილობს მიიღოს ის რაც სურს, მეორის ხარჯზე. დათმობის დროს ორივე მხარე იღებს იმაზე ნაკლებს ვიდრე ელოდნენ, ისინი აცნობიერებენ, რომ კონფლიქტის გადაჭრისთვის საჭიროა დათმობაზე წასვლა, ამიტომ ორივე მათგანმა უნდა თქვას უარი საკუთარ მოთხოვნებზე და დასჯერდეს უფრო ნაკლებს. პრობლემის გადაჭრის დროს, ორივე მხარე აცნობიერებს კონფლიქტის მნიშვნელობას, როგორც თავად მათ შორის, ამასთანავე საერთაშორისო ურთიერთობათა გაგრძელების აუცილებლობისათვის. განრიდების დროს ერთი მხარე გაეცლება სიტუაციას, რადგან მისთვის კონფლიქტის თემა აღარ არის პრიორიტეტული, იგი ხვდება, რომ დავის გაგრძელება ზიანს მოიუტანს არა მხოლოდ მას, არამედ სხვებსაც. სწორედ ამიტომ, ერთი მხარე ამჯობინებს განრიდების სტრატეგიას და შესაბამისაც კონფლიქტიც დეესკალაციამდე მიდის. კონფლიქტის მოსაგვარებლად მხარეები საკუთარ მოთხოვნებსა და მოწინააღმდეგის პოზიციას კიდევ ერთხელ განიხილავენ. თუკი რომელიმე ასპექტი მათთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია, ხოლო მეორე მხარისთვის მეტად მნიშვნელოვანი, მაშინ ერთ-ერთი მხარე მიდისდათმობაზე, რათა კონფლიქტი გადაიჭრას. იგივე ხდება მეორე მხარის შემთხვევაშიც. ამისათვის კი აუცილებელია ორივე მხარეს ჰქონდეს მკაფიო წარმოდგენა ერთმანეთის მოთხოვნების, ინტერესებისა და შესაძლებლობების შესახებ.

საერთაშორისო სისტემას სამი თავისებურებით გამოირჩევა. პირველი ის, რომ იგი შედგება არაერთნაირი, “არატოლფასოვანი” ერთეულებისაგან, რომლებიც არაერთგვაროვნების მიუხედავად, მუდმივ ურთიერთკავშირში არიან. მეორე თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ სისტემის შემადგენელი ელემენტები სისტემურ ურთიერთქმედებაში (ომიდან მჭიდრო ეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთდამოკიდებულებამდე) იმყოფებიან. თანამედროვე საერთაშორისო სისტემაში ხსენებული ურთიერთქმედება საკმაოდ ინტენსიური და ორგანიზებული გახდა. შრომის საერთაშორისო დანაწილების გაღრმავებამ ამ პროცესში მნიშვნელოვანი და დადებითი წვლილი შეიტანა. საერთაშორისო სისტემის მესამე თავისებურება მდგომარეობაა სისტემის “მართვის” ხასიათი. მიაჩნიათ, რომ საერთაშორისო სისტემაში მისი ანარქიული ბუნების გამო, არავითარი “მმართველი” მექანიზმი არ არსებობს. (რონდელი ალექსანდრე, 2002). საერთაშორისო სისტემის დახასიათებისას კი სწორედ ეს მესამე თვისება არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რადგან ანარქიულ საერთაშორისო სისტემას და, მაშასადამე, სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობებს ახასიათებს წესრიგის საკმაოდ მაღალი “დონე” და სისტემა “აკონტროლებს” სახელმწიფოთა ქმედებებს უზენაესი მმართველი ორგანოს არარსებობის პირობებში.

0
30
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ჭრიკიშვილი
ნინო ჭრიკიშვილი
30
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0