საზოგადოება ღორის სოლიტერი აგნებს უკანალს თბილად და მაძღრად რომ იყოს.. 2019, 5 იანვარი, 13:15
"
მედროვეობა მლიქვნელობა მარიფათი და ქიცმაცური, რომ ქვია, რითაც ცხოვრებას იწყობენ, ჭკუად მიიჩნევა... ღორის სოლიტერი აგნებს უკანალს თბილად და მაძღრად რომ იყოს..
ჩემი ინტელექტით არც საჭირო ხალხის განწყობის და ხასიათის გამოცნობა გამიჭირდებოდა, არც პერსპექტიული დინებების, სად მესკუპა!
არც ჩემგან საჭირო სიტყვების, თუ საქციელების შერჩევა..
მაგრამ სულ მძულდა რავაც სხვაზე უფროსობა, ასევე, ჩემზეც და განსაკუთრებით იმათგან, ვისაც ინტელექტით ვჯობდი. ერთადერთი იქ მჯობდნენ, სადაც ჩემგან ჩემთვის რაიმეს კადრებაზე მიდიოდა საქმე. ამიტომაც, სტუდენტობის დროს, რომ ვიმუშავე მერე არც გავკარებივარ საჯარო სამსახურს, არც ვინმე ბოზნესმენს და არცერთ პარტიას. მაგრამ დღეს არც სტუდენტი ვარ და არც ახალგაზრდა მაქსიმალისტი, თუმცა წითელი ხაზები ცოტა მაგრამ სულ უნდა იყოს ეს ყველაფერი იმას კი არ ნიშნავს, სხვაზე ნაკლებად შემიძლია დაგეგმვა და რთული თამაში თავისი ყველა საჭირო ატრიბუტით. რაღაც სასწაული პრინციპული ვარ და ხისტი ყველგან! მაგრამ არა ჩემი მერკანტილურისათვის და ვინმეს კარზე დაწინაურებისათვის, არამედ, საქმისათვის რაც ქვეყანას და საერთოდ ყოფას ჩვენს ყოფას გამოადგება... მაშინ არც ლავირებაზე და არც ყალბ ღიმილზე დავიხევ უკან! არც არავიზე ნაკლებ მახეს დავუგებ მტერს და ვერც ახლოს მოსული გამომაპარებს საით გადაიხარა! მაგრამ არა იმათთან, ვისაც დავუახლოვდები, ან ერთმოაზრედ ჩავთვლი და მასთან ერთად რაიმე სასიკეთოს გაკეთებაში ვუსურვებდი გვერდით ამოდგომას. მანამდე სანამ დანახვას და გარჩევას შეძლებენ! ჭკუის ვერაგობისაგან! ნდობას სიბრიყვისაგან! ეს პოსტი ერთ ან ორს კი არა, მეტს ეხება... გაითვალისწინეთ, თუ ვინმე ფიქრობთ ჩემთან ან მეგობრობას, ან თანამშრომლობას!! ასე მოვედი 60 წლამდე და ასე გავივლი რაც დამრჩა.. მანამ სანამ მწარედ გეუბნები სიმართლეს და მწარე ალტერნატივას გაჩვენებ, ნუ შეშფოთდებით...რომ ჩაგიტკბებით ე მერე მოძებნეთ ღილაკი __დაბლოკვა ის ლაივშიც არსებობს 86 შეფასება არ არის
|