ფოტოგრაფია როგორ იღებენ "ცხელ" ფოტოებს "Playboy"-თვის - რა ხდება კულისებში 2019, 13 იანვარი, 11:26
როგორ მიმდინარეობს ფოტოსესიები მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ეროტიკული ჟურნალისთვის. ჰოლანდიელი ფოტოგრაფი, პატრიკ ვან დამი გვთავაზობს, შევიხედოთ ჟურნალ Playboy-ს მოდელების თამამი ფოტოსესიების კულისებში.
პატრიკ ვან დამი ჟურნალის ჰოლანდიური ვერსიის ფოტოგრაფად მუშაობდა შვიდი წლის მანძილზე. 2011 წელს გამოსულ თავის პირველ წიგნში სახელწოდებით " Playboy Behind The Scenes", ფოტოგრაფმა თავი მოუყარა 150-მდე სურათს, რომელზეც ასახულია ის, რაც, როგორც წესი, კადრს მიღმა რჩება. ამ კულისებში გადაღებული ფოტოების საშუალებით პატრიკმა საზოგადოებას აჩვენა მძიმე შრომა, რომელსაც ფოტოგადაღების დროს აქვს ადგილი. ამ საქმეში ფოტოგრაფისა და მოდელების გარდა, კიდევ უამრავი ადამიანია ჩართული - სტილისტები, ვიზაჟისტები, პარიკმახერები, გამნათებლები და სხვ. წიგნისთვის წინასიტყვაობა დაწერა ჰიუ ჰეფნერმა (Hugh Hefner): "ფოტოების ამ ნაკრებით პატრიკმა გვიჩვენა Playboy-ს ფოტოსესიის მთელი აზრი და პატივი მიაგო იმ ადამიანებს, რომლებიც საოცრებებს ახდენენ. აქ თვალნათლივ არის დემონსტრირებული ინტიმურობა, მხიარულება და საქმისადმი ერთგულება, რაც აუცილებელია საუკეთესო თანამედროვე ეროტიკული ფოტოების შესაქმნელად. ამასთან, წიგნის ავტორი შესაძლებლობას აძლევს მკითხველს, შეიხედოს ჟურნალი Playboy-ს ცხოვრების კულისებში". ასევე დაგაინტერესებთ: 1. დააკვირდით ფოტოებს - "სენი", რომელმაც მსოფლიო დააავადა 2. "შიშველი" კაბები - 10 ყველაზე "ღია" სამოსი კინოს ისტორიაში 3. ყოველთვის გვეგონა, რომ ეს ფოტოები მონროსი იყო, მაგრამ ვცდებოდით! - დაუჯერებელი სიმართლე 4. ცნობილი ფილმები, რომლებშიც "საწოლის" სცენები ბუნებრივია - როგორ იღებდნენ მათ 5. შიშველი სილამაზე - სკანდალური ფოტოები, რომლებიც სსრკ-ს ცენზურამაც კი ვერ შეაჩერა 6. როგორ იღებენ სასიყვარულო სცენებს ფილმებში - რა იმალება კადრს მიღმა 7. სატირული პოლიტიკური პლაკატები, რომლებმაც მსოფლიო აალაპარაკა 2011 7-ს მოსწონს
|