x
image
alex999
მეცნიერებმა დაამტკიცეს - საყვარელი ადამიანის და ძაღლის სიკვდილი ერთნაირად მტკივნეულია!

ეს თემა უფრო იმ ადამიანებისთვის იქნება საინტერესო, რომლებსაც ჰყავთ ძაღლი ან კიდევ ოდესღაც ჰყოლიათ. ძაღლი, ადამიანის ერთგული მეგობარია, ის ხვდება, როდისაა გაბრაზებული მისი აღმზრდელი და როდის კარგ განწყობაზე, დარდიან მომენტში მას შეუძლია მოგიახლოვდეთ და თვალებში გიცქიროთ, ეს ცხოველი ყოველთვის გიერთგულებთ!


ძალიან ბევრმა კვლევამ დაამტკიცა, რომ ადამიანს და ძაღლს შორის არის უძლიერესი, საიდუმლო კავშირი, რომელიც ამ ორ არსებას აერთიანებს. ამიტომ ზოგჯერ ადამიანებისთვის აუტანელ ტკივილს წარმოადგენს ძაღლის დაკარგვა... რატომ? - პასუხს Popular Science გაგვცემს...


image






ადამიანსა და ძაღლს შორის კავშირი გულწრფელობასა და სიწმინდეს ეფუძნება


image


თუ ლეკვს მოიშინაურებთ უფრო ძლიერი იქნება თქვენი კავშირი. კალიფორნიის შტატის მეცნიერების მტკიცებით, როგორც ჩვილი ეჩვევა დედას, ასევე ლეკვი ეჩვევა ადამიანს და დიდ სიყვარულს გამოხატავს მისდამი. ამ შემთხვევაში ადამიანების 90% ძაღლის სიკვდილს აიგივებს ახალობლის სიკვდილთან და იგივე ტკივილს განიცდის, თუმცა ამას მხოლოდ 50% აღიარებს.






გამოდის, რომ თქვენი ძაღლი კი არ კვდება, არამედ თქვენი გრძნობები, სიყვარული და სითბო, რომელსაც ამ ცხოველისადმი გამოხატავდით...


image


ეს მაშინ უფრო მტკივნეულია, როდესაც თქვენი ძაღლი გეხმარებათ ცხოვრებისეულ მომენტებში. თუნდაც მას შეუძლია თქვენი პატარა გაახალისოს, უდარაჯოს მას და ა.შ







ძაღლის სიკვდილი ასევე ცვლის ადამიანის ცხოვრების რიტმს - დილას ადრე ადგომა, სირბილი, ბურთის თამაში ძაღლთან და სეირნობა საღამოობით მშვიდ ქუჩებზე.... ეს ყველაფერი მოულოდნელად იშლება ადამიანის ცხოვრებიდან, რაც ძლიერ ფსიქოლოგიურ დარტყმას წარმოადგენს!



image


ძაღლის სიკვდილის შემდეგ, ჩნდება ადამიანის ცხოვრებაში სიცარიელე, რომელიც თითქოს არასოდეს შეივსება. კარგავთ ცხოვრების ხალისს და ივსებით ნეგატიური ენერგიით... დეპრესია უფრო ღვივდება მაშინ, როდესაც თქვენი ახლობლები წარმოთქვავენ შემდეგ სიტყვებს: "რა გეგონა, ძაღლია!!! მისი სიცოცხლეც აქამდე ყოფილა, რა განაღვლებს!!!"



სიტუაცია უფრო რთულდება მაშინ, როდესაც ძაღლის სიკვდილის შემდეგ, თქვენს ამ ტკივილს ფაქტიურად არავინ არ იზიარებს. იშვიათ შემთხვევაში 2-3 პიროვნება, რომლებსაც ალბათ იგივე ტკივილი გამოუცდიათ...


image


როდესაც ახლობელ ადამიანს კარგავთ, ყველა თავზე გეხვევათ და იზიარებენ თქვენს მწუხარებას, რათქმაუნდა ეს დასაფასებელია. თუმცა საყვარელი ძაღლის სიკვდილის შემდეგ, გვერდში მდგომი არავინ გყავთ და ზოგჯერ ისე გიყურებენ, თითქოსდა "აზვიადებდე". ამ მომენტში გსურს ჩაიკეტო ოთახში და იგლოვო, მაგრამ ცხოვრებისეული მომენტები ამის საშუალებას არ გაძლევენ. ამიტომ მალევე უნდა გამოფხიზლდე და გულში მოიკლა დარდი!!!







და როგორ უნდა მოვიშუშოთ ის ტკივილი, რომელიც ძაღლის დაკარგვამ მოგვაყენა?


image


პირველ რიგში არ იჩქაროთ. მიეცით თავს გაბრაზების, მწუხარების და ტირილის უფლება, ეს უფრო დაგეხმარებათ მდგომარეობიდან გამოსვლაში. შეგიძლიათ მას პატარა ჩასასვენებელიც გაუკეთოთ და ასევე დამარხოთ... დაიცადეთ რამოდენიმე თვე და შემდეგ, იყოლიეთ ახალი ლეკვი, რომელიც ტკივილების დაძლევაში დაგეხმარებათ...


image




















სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


<<<თქვენთვის საინტერესო>>>


1. საბავშვო ბაღში აღმზრდელი ეხმარება ბიჭუნას ფეხსაცმლის ჩაცმაში...

2. "რომ იტყვიან სიყვარული აბრმავებსო"... - აი ესაა ზუსტად!

3. 15 ბრძნული იტალიური გამონათქვამი, რომლებიც დაგაფიქრებთ რამდენად სწორად ცხოვრობთ

4. მამაკაცი ყოველდღე 45 კმ-ს გადის სატვირთო მანქანით, როდესაც ის წყალს უშვებს, რაღაც საოცრება ხდება...

5. როგორი იქნება 2019 წელი ლომებისთვის?



2
377
6-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
377
  
2019, 27 იანვარი, 15:37
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 10 იანვარი, 22:01
ძაღლს შეუძლია გასცეს ნებისმიერ ადამიანზე მეტი სიყვარული
0 1 2