შოუბიზნესი რუსკა მაყაშვილის სურათები 2012, 13 ივლისი, 9:47 ცნობილი მსახიობი და უკვე ტელეწამყვანი რუსუდან „რუსკა“ მაყაშვილი დაიბადა 1988 წლის 27 ოქტომბერს. იგი ფართო საზოგადოებამ პირველად ეკრანზე საქართველოს ბანკის 2009 წლის რეკლამაში იხილა.
შემდეგ იმედის არხზე გასულ სერიალში „გოგონა გარეუბნიდან“ გამოჩნდა, სადაც ის ასრულებდა „ანჩოს“ როლს. ამ როლმა მას დიდი პოპულარობა მოუტანა საზოგადოებაში და მის სამსახიობო კარიერას დაუდო სათავე. 2011 წელს პეპის როლი ითამაშა ზღაპარ “ანო და ვანოს თავგადასავალში”, რომელსაც თავი ძალიან კარგად გაართვა და ხალხს კიდევ უფრო შეაყვარა თავი. ფილმი – "სიყვარულის ბალადა' სადაც ერთ-ერთ მთავარ როლს რუსკა მაყაშვილი ასრულებს დღესაც ძალიან პოპულარულია. ზოგს მოსწონს, ზოგს არ მოსწონს, მაგრამ შემოქმედებითი ჯგუფი ძალიან კმაყოფილი დარჩა გადაღების პროცესით. ეხლახანს გამოვიდა კინოთეატრებში მულტფილმი “მადაგასკარი 3″ ქართულად, რომლის ერთ-ერთ პერსონაჟს “გლორიას” სწორედ რუსკა ახმოვანებს. ბოლოს კი სატელევიზიო შოუს „ცეკვავენ ვარსკვლავების“ 2012 წლის სეზონის ერთ-ერთი თანაწამყვანად მოგვევლინა. სულ ცოტა ხსნის წინ ინტერნეტ სივრცეში გამოჩნდა “ვეფხისტყაოსნის” თრეილერი. მსახიობების უმეტესობა უკვე შერჩეულია. ასევე ცნობილი გახდა რომ რუსკა მაყაშვილი შეასრულებს ნესტან-დარეჯნის როლს. 2529 15-ს მოსწონს
|