x
image
ზოგადი განათლება
პირველკლასელთა რეგისტაციის პუნქტებში ცვლილებები შევიდა


პირველკლასელთა რეგისტაციის პუნქტებში ცვლილებები შევიდა


image


განათლების, კულტურის, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტრომ პირველკლასელთა რეგისტრირებისათვის 3 პუნქტს მე-4 პუნქტიც დაამატა.


ამჟამად, რეგისტრაციის ეტაპები სრულად ასე გამოიყურება:


ა) პირველ ეტაპზე – სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის;



ბ) მეორე ეტაპზე – იმ კატეგორიის მოსწავლეებისათვის, რომელთა და-ძმაც სწავლობს ამ საჯარო სკოლაში, რომელთა მშობელი/მეურვე/მზრუნველი ამ საჯარო სკოლის თანამშრომელია, რომელთა ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში;




გ) მესამე ეტაპზე – იმ კატეგორიის მოსწავლეებისათვის, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირთა წრეს (საყოველთაო რეგისტრაცია);



დ) მეოთხე ეტაპზე – ამ პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირთა რეგისტრაციისათვის ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადებში მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების საჯარო სკოლაში წარუდგენლობის გამო გამოთავისუფლებულ ან თავისუფალ ადგილებზე.



„ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში, პირველ კლასში ჩასარიცხი მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიმართვის საფუძველზე, რეგისტრაციას/რეგისტრაციის გაუქმებას უზრუნველყოფს ის საჯარო სკოლა, სადაც მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს სურს რომ ჩაირიცხოს მოსწავლე.


''სკოლა ვალდებულია, ამ მუხლის მე-11 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში უზრუნველყოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის რეგისტრაციიდან მოხსნა ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის ვადების გამოცხადებამდე და აღნიშნულის შესახებ აცნობოს პირველ კლასში ჩასარიცხი მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს.


სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების რეგისტრაციის გამოცხადების, მულტიდისციპლინური გუნდის მიერ მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების შეფასებისა და დასკვნის მომზადების ვადები დგინდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“ - ნათქვამია მინისტრის განცხადებაში


უძლიერესი მოთამაშის ურთულესი ბლიცი '' წიგნების თაროში'' და ტრიუმფალური გამარჯვება - ''წიგნების თაროში'' გამარჯვებული გამოვლინდა





0
172
1-ს მოსწონს
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
172
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0