იმერეთი კაცხის მონასტერი 2012, 12 ივლისი, 20:49 ერთი შეხედვით ჩვეულებრივ, ქართულ სოფელში უჩვეულო მხოლოდ ქვის სვეტია რომელზეც ულამაზესი ეკლესიაა აგებული.ჭიათურიდან 11 კილომეტრში მდებარეობს სოფელი კაცხი.სოფელი ისტორიულ წყაროებში პირველად მოიხსენიება XI საუკუნეში. „კაცხის ციხე“თავდაპირველად სამეფო ხელისუფლებას ექვემდებარებოდა XVII საუკუნის 60-იანი წლებიდან აბაშიძეთა ფეოდალურ საგვარეულოს ეკუთვნოდა, XVIII საუკუნის 50-იანი წლებიდან კვლავ სამეფო ხელისუფლების განმგებლობაშია. ციხის ნანგრევები შემორჩენილია მდინარე კაცხურის მარჯვენა ნაპირზე. სოფლის ცენტრში აღმართულია X-XI სს. ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი კაცხის ტაძარი.სიმაღლე 40 მეტრია. კაცხის ტაძარი ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ორიგინალური ძეგლია. მსგავსი ფორმების არქიტექტურული ძეგლი სხვაგან არ გვხვდება.კაცხში ინახებოდა უნიკალური ძეგლი – ტყავზე დაწერილი სახარება. თვალწარმტაცად მოკაზმული, რომელიც ექვთიმე ათონელს უთარგმნია 1059 წელს; „მატიანე ქართლისაის“ ცნობით, კაცხის მონასტერში არიან დასაფლავებული ერისთავთ-ერისთავები: რატი ბაღვაში, ლიპარიტ ბაღვაში (ბერობაში ანტონი). ისეთი ცნობილი პიროვნებები როგორებიც იყვნენ: იმერეთის მეფე გიორგი V, სვიმონ აბაშიძე, არგვეთის მთავარი ლევან აბაშიძე, დავით იოანეს ძე ლიონიძე. ტაძარი აგებულია X-XI საუკუნეების მიჯნაზე.899 წელს დაიწყო მისი მშენებლობა ხოლო დამთავრებულა ბაგრატის მეფობის ბოლოს – 1010 –1014 წელს გადმოცემით, იგი ორჯერ დაუწვავთ და ისევ აღუდგენიათ.ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ კაცხის სვეტი თავდაპირველად მონოფიზიტ განდეგილთა სამყოფელს წარმოადგენდა, თუმცა ეს მოსაზრება საყოველთაოდ არაა გაზიარებული, სათანადო არგუმენტაციის არქონის გამო. ასეთ ადგილებში სამლოცველოების აგებას მკვლევრები უკავშირებენ მესვეტეობას, რომელიც VI საუკუნეში გავრცელებული იყო წინა აზიასა და, უპირველეს ყოვლისა, სირიაში, რომელთანაც ქრისტიანულ საქართველოს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა.. 1924 წელს საქართველოს საბჭოთა მთავრობამ გააუქმა კაცხის მონასტერი. შემდგომ პერიოდში მრავალჯერ იყო მცდელობა იმისა, რომ აღდგენილიყო ტაძარში ღვთისმსახურება, მაგრამ უშედეგოდ. 1990 წელს ტაძრის დღევანდელი მოძღვრის დეკანოზ ამირან მოდებაძის ინიციატივით კაცხის მონასტერში კვლავ განახლდა ღვთისმსახურება. 2001 წელს დაზიანებული ტაძრარი შეაკეთა ნარგიზ აბაშიძემ. მაგრამ მისი რესტავრაცია ბოლომდე არაა დასრულებული.ამჟამად იგი მხოლოდ შემოწირულობების ხარჯზე შენდება, კაცხის მაცხოვრის შობის ტაძართან შენდება სამონასტრო კომპლექსი არქიტექტორ მ. გოგატიშვილის პროექტის მიხედვით და შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ღეისათვის კაცხის სვეტზე ასვლა შესაძლებელია ყველა მსურეველისთვის. აღდგენილია სვეტის ძირში და თავზე არსებული სამლოცველოები. 2010 19-ს მოსწონს 1-ს არა |
საჩხერე -ჭიათურლებო!!!